თანამედროვე განათება - რა უნდა ვიცოდეთ და რისთვის რა უნდა შევიძინოთ?

როგორი ნათება არის უმჯობესი ქუჩისთვის? რა სიმძლავრის უნდა იყოს გარე განათება? რა განსხვავებაა პროჟექტორსა და ლამპიონს შორის? რა იგულისხმება გარე განათებაში?

კი, ბევრი კითხვა მოგაყარეთ ასე ერთბაშად, თუმცა, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო, აკი უთქვამს ჭკვიან ხალხს. ჰოდა, რა თქმა უნდა, შესაბამისი პასუხებიც გვაქვს და თუ მზად ხართ, მოკალათდით გემრიელად და ვისაუბროთ ყველა ამ საკითხზე.

როგორი განათება არის უმჯობესი ქუჩისთვის?

დავიწყოთ იმით, რომ გარე განათება ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებითა და პასუხისმგებლობებით არის დატვირთული. მაგალითად, აუცილებელია საგზაო უსაფრთხოებისთვის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის, საკუთარი ეზოებისთვის და ასე შემდეგ.

როგორც წესი, გარე განათება საჭირო და აუცილებელია შემდეგი ადგილებისთვის.

ნებისმიერი დასახლებული პუნქტისთვის უმნიშვნელოვანესია საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი ტერიტორიების კეთილმოწყობა, ასევე, პირადი სივრცეების დამშვენება და შესაბამისად აღჭურვა. სწორედ ამ საკითხების მოგვარების მხრივ ასრულებს განსაკუთრებულ როლს გარე განათება, რომელიც როგორც წესი, შემდეგ ადგილებში გამოიყენება:

  • მაგისტრალები და ქალაქის გზები;
  • ქუჩები და მოედნები;
  • სახლების მიმდებარე ტერიტორიები;
  • ტროტუარები და პარკების ზონები;
  • სტადიონები და სპორტული მოედნები;
  • აეროპორტები, ავტო და რკინიგზის სადგურები.

გონივრულად დაგეგმვისა და სწორად განლაგების შემთხვევაში, გარე განათება ავტომობილით გადაადგილებას უმარტივებს მძღოლებს, სეირნობას - ქვეითებს და რაც მთავარია, მათი უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს აჩენს.

რომელი ნათურები გამოდგება გარე განათებისთვის?

- გარე განათებისთვის რეკომენდებულია LED-ნათურები. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, LED-განათება მაქსიმალურად ენერგოეფექტურია და ექსპლუატაციის შთამბეჭდავი რესურსითაც გამოირჩევა.

გარე განათებით უზრუნველყოფის თავისებურებები

სწორად ორგანიზებული ილუმინაცია პირდაპირ კავშირშია უამრავ მნიშვნელოვან ფაქტორთან, იქნება ეს მძღოლებისა და ქვეითების უსაფრთხოება, კომფორტი, ასევე, მყუდრო ატმოსფერო და ასე შემდეგ.

განათების მოწყობილობების შერჩევისას, პირველ რიგში, იმას უნდა მიექცეს ყურადღება, რა ფუნქციებს დააკისრებთ მათ.

გარე განათება რომ ყველასთვის მისაღები იყოს, უნდა გაითვალისწინოთ, მაგალითად, ის, რომ ქუჩებსა და ქვეითთა გადასასვლელებზე საჭიროა ლამპიონებისა და ფანრების მონტაჟი, რომლებიც გაფანტულ სინათლეს გამოსცემენ - ამ შემთხვევაში, ნახსენებ მონაკვეთებზე კარგი ხილვადობაა საჭირო.

წერტილოვანი განათება გამოიყენება დეკორატიული მიზნებისთვის. ასევე, ის ეხმარება ყურადღების ფოკუსირებას საინფორმაციო ნიშნებზე. მსგავსი განათებისთვის გამოიყენება სხვადასხვა სიმძლავრის პროჟექტორი ნათების სხვადასხვა კუთხით.

პირველ რიგში, გარე განათება, პროჟექტორი, ლამპიონი თუ ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, გამძლე უნდა იყოს, ვინაიდან მათი რემონტი და გამოცვლა საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია კლიმატური პირობებიც. ამ ტიპის პროდუქციის ყველა სახეობა ვერ უძლებს კონკრეტულ პირობებს და ეს საკითხი აუცილებლად გულდასმით უნდა იყოს შესწავლილი - ყინვაში ისეთი განათებაა საჭირო, რომელსაც ყინვა მარტივად ვერ დააზიანებს.

სამწუხაროდ, მწარმოებლები უკვე იმასაც ითვალისწინებენ, რომ გარე განათება დაცული იყოს ვანდალური თავდასხმებისგან და რამდენად ერჩიან მსგავს მოწყობილობებს, კი გვინახავს არც თუ სასიამოვნო საყურებელი ჩანაწერები ჩვენი ქვეყნის არაერთი ქალაქიდან.

რა განსხვავებაა პროჟექტორსა და ლამპიონს შორის?

ახლა უკვე დეტალურად განვიხილოთ შემდეგი საკითხი - სად გამოიყენება პროჟექტორებისა და ლამპიონების სხვადასხვა სახეობა, რა თავისებურებები და პლუსებით გამოირჩევა პროჟექტორი, რატომ უნდა იქნეს არჩეული კონკრეტულ ადგილას ლამპიონი და ასე შემდეგ.

გარე განათება საჭიროა ისეთ ადგილებში, როგორიცაა:

  • ავტობანები და გზები;
  • ქვეითთა ზონები;
  • საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთა გვირაბები;
  • პარკები და სკვერები;
  • ავტოსადგომები, სპორტული, სამშენებლო და საკონცერტო მოედნები;
  • არქიტექტურული ობიექტები;
  • კერძო და საზოგადოებრივი ტერიტორიები;
  • შენობების ფასადები.

LINUS LED ლამპიონი 50w 4000k IP65 gray

Linus LED lampioni

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ლამპიონი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 4000K
  • განათების სიმძლავრე - 5000 lm
  • გაშლის კუთხე - 120°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხ-კოდი - G006E50W
  • წონა (კგ) - 2.9
  • სიმძლავრე (W) - 50

LSL120-1035 LINUS Solar - ლამპიონი 16W 4000K

Linus Solar lampioni

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ლამპიონი
  • ფერის ტემპერატურა - 4000K
  • განათების სიმძლავრე - 2400 lm
  • ელემენტი - 3.2V/20AH, 6V/20W
  • ზომა - 753x200x92mm
  • სამუშაო რესურსი - 36000 hrs
  • IP დაცვა - IP65
  • დამატებითი მახასიათებლები - მზის პანელი: დატენვის ხანგრძლივობა - 8~10 საათი; მუშაობის ხანგრძლივობა - 2 ღამე/24 საათი
  • გარანტია - 3 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869002001035
  • წონა (კგ) - 3.18
  • კომპლექტაცია - დისტანციური მართვის პულტი
  • სიმძლავრე (W) - 16W / 120W

LFL300-1011 LINUS Solar - პროჟექტორი 20W 4000K

Linus Solar projeqtori

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი
  • ფერის ტემპერატურა - 4000K
  • განათების სიმძლავრე - 3000 lm
  • ელემენტი - 3.2V/20AH, 6V/25W
  • ზომა - 323x315x53mm
  • სამუშაო რესურსი - 36000 hrs
  • IP დაცვა - IP65
  • დამატებითი მახასიათებლები - მზის პანელი: დატენვის ხანგრძლივობა - 8~10 საათი; მუშაობის ხანგრძლივობა - 2 ღამე/24 საათი
  • გარანტია - 3 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869002001011
  • წონა (კგ) - 4.9
  • კომპლექტაცია - დისტანციური მართვის პულტი
  • სიმძლავრე (W) - 20W / 300W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება