თარაზო - მანძილმზომი, რომელიც სრული სიზუსტით გამოირჩევა |
თარაზო - მანძილმზომი, რომელიც სრული სიზუსტით გამოირჩევა |
ლაზერმზომთა ნაკრები ყველა მშენებელს ყოველთვის აუცილებლად უნდა მოეპოვებოდეს სამუშაო ნივთებში, რათა შეიქმნას კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემო, თანაც ყველანაირი წესისაა და სიზუსტის დაცვით. ალბათ დამეთანხმებით, რომ ლაზერის საშუალებით მომუშავე ნივთები თანამედროვე სამყაროს ნამდვილი მიღწევაა, რადგან ხელის საზომებთან შედარებით ძალიან ცოტა დროში ბევრად უფრო ზუსტ და ხარისხიან შედეგს გვაძლევს. holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, რომელიც საკუთარი მრავალფეროვანი, ხარისხიანი და რა თქმა უნდა, ორიგინალი პროდუქციით ინდივიდუალური გემოვნების მქონე მომხმარებლებლის ინტერესებს ერგება. სწორედ holst.ge სთავაზობს მომხმარებელს ელექტრო ინსტრუმენტთა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ავტომობილთა მოვლის და მებაღეობისთვის საჭირო ხელსაწყოთა ფართო არჩევანს.
ამჯერად ჩვენ ამ ონლაინ ჰიპერმარკეტის მიერ შემოთავაზებულ ლაზერულ ხელსაწყოებზე ვისაუბრებთ. როგორც იცით, სულ რამდენიმე ტიპის თარაზო არსებობს, მაგალითისთვის holst.ge მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მაგნიტით მომუშავე, ასევე ლაზერით მომუშავე თარაზოთა სხვადასხვა მოდელებს. ზოგადად, თარაზო ყველა სამშენებლო თუ რამენონტო სამუშაოებში ჩართული ადამიანისთვის საჭირო ნივთია, რადგან ესაა ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ხდება ნებისმიერი ზედაპირის სისწორის დადგენა, უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ, ის ზომავს, თუ რამდენად პარალელური, პერპენდიკულარული, ჰორიზონტალური ან ვერტიკალურია გასაზომი ზედაპირი დედამიწასთან შედარებით. გარდა ამისა ლაზერული თარაზო გამოადგებათ დურგლებს, ხელოსნებს, მშენებლებს, მეტალურგიაში მომუშავეებს, მიწის ამზომავს, ქვაზე მომუშავე მოქანდაკეს და ზოგიერთ ხელოვანს, კონკრეტულად, ფოტოგრაფსა და ვიდეოგრაფსაც კი. თარაზო მასალათა სხვადასხვა ტიპისგან შეიძლება იყოს გაკეთებული, მაგალითად, ალუმინისგან, პლასტმასისგან ან ხისგან. გთავაზობთ holst.ge-ს ვებ გვერდზე შემოთავაზებული თარაზოს რამდენიმე ვარიანტს:
TOLSEN TOL1596-35154 ლაზერული თარაზო H&V 360°
მახასიათებლები:
შემოთავაზებული პროდუქტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის "TOLSEN-ის" მოდელია, მანძილმზომთა შორის გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, ამასთანავე მოჰყვება კომპლექტაციის სახით ქეისი, ამიტომ ნამდვილი მოგებაა.
CROWN CT44046-ლაზერული თარაზო 15m
ახასიათებლები:
თარაზოს ეს ვარიანტი გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასითა და ეკონომიურობით, ამასთანავე მაღალი ლაზერული პროექციით და დაბალი თვითსწორების დროით.
მახასიათებლები:
ნიველირი გეოდეზიური ინსტრუმენტია, რომელიც ნიველირებაში და სიბრტყეებისა და ხაზებისთვის საჭირო კუთხის მინიჭებაში გვეხმარება. კონკრეტულ ოპტიკურ თარაზოს შეუძლია როგორც რევერსული, ასევე კონტრასტული ნიველირება. მისი გამოყენებისას ხელსაწყო აუცილებლად უნდა მოათავსოთ გასაზომი ზედაპირის ცენტრში და თუკი ის ორ ნიშანს შორის მარცხენა მხარეს გადაიხრება, ეს ნიშნავს, რომ ის ზედმეტად მაღალია და არ უთანაბრდება მარჯვენას.
CROWN CT44031-ლაზერული მანძილმზომი 100m
მახასიათებლები:
შემოთავაზებული პროდუქტი ეკონომიური და კომპაქტურია, ამასთანავე მოჰყვება ორი ელემენტიც, რაც მის დიდი ხნის განმავლობაში ხარისხიანად მუშაობას უზრუნველყოფს.
CROWN TRIPOD-CAXL-S12 ლაზ.თარაზოს სადგამი
მახასიათებლები:
ლაზერული თარაზოს შეძენისას აუცილებლად უნდა შეარჩიოთ მისი სადგამიც, რათა ხელსაწყოს სრულყოფილად და კომფორტულად გამოყენება შეძლოთ. შემოთავაზებული პროდუქტი კი ძალიან ეკონომიური და გამძლეა, ამასთანავე მსუბუქი და კომპაქტურია, აქვს მუშაობისთვის საჭირო სიმაღლეც.
როგორც ხედავთ, ონლაინ ჰიპერმარკეტი holst.ge ელექტრო ინსტრუმენტების, კონკრეტულად, ლაზერმზომების, ანუ თარაზოების ფართო არჩევანს გთავაზობთ. მის ვეგ გვერდზე შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი ინტერესების, გემოვნებისა და საქმიანობის შესაბამისი მაღალი ხარისხის, ორიგინალი, მსოფლიოში საუკეთესო ბრენდების პროდუქტები, დრო დაზოგოთ, შეუკვეთოთ და მოკლე დროში მიიღოთ სახლში.