თარაზოს შეძენამდე საკითხავი |
თარაზოს შეძენამდე საკითხავი |
სწორი ხაზის გავლება მუდამ გვერთულება. თაბახის ფურცელზე წერის დროსაც არასწორი მიმართულებით მივდივართ. ის დროა, დარდი თთავი რომ უნდა დავიმძიმოთ და უეცრად სახაზავი გვახსენდება. პატარა იმედის ნაპერწკალია, ზუსტად ისეთივე, როგორიც ლაზერული თარაზო. საქმე იმაშია, რომ ხელსაწყოს უფრო რთული მისია აკისრია. სისწორეები ფურცელზე კი არა, სხვადასხვა სივრცეში უნდა დაიცვას. თუ ჯერ არ გამოგიცდიათ, წინასწარ გეტყვით რომ შესანიშნავი აღქმა აქვს და ქებას იმსახურებს.
მშენებლობისა თუ მსგავსი აქტივობების დროს სიზუსტე მნიშვნელოვანია. მაგალითად, რამდენად სწორადაა კედლები, ფანჯრისა და კარის ადგილი თუ სხვა. ვარაუდით შესრულებული საქმე ცუდია. შესაძლოა გაგიმართლოს და სწორად გათვალო ან არა და ყველაფერი წყალში ჩაყარო. როცა საქმეში თარაზო ერთვება, სანერვიულო არაფერია. ხელსაწყო კუთხეებს ავტომატურად ასწორებს. ლაზერულ ინსტრუმენტს ზედმეტი ჩარევა არ სჭირდება. მთავარია ჩართოთ და საქმე ანდოთ. მეტს არაფერს ითხოვს.
ლაზერულ თარაზოებში უამრავ განსხვავებას იპოვით. ზოგი შედარებით უმნიშვნელოა, მაგრამ ზოგიერთს დიდი წონა აქვს. ერთ-ერთი ასეთი მახასიათებელი თვითგასწორების დრო და დიაპაზონია. თითოეულ ხელსაწყოს სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს. ამაზე კი ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგალითად, ის თუ რამდენად სწრაფად და რა მანძილზე მუშაობს. ასევე, მნიშვნელოვანია ლაზერის ტიპი და შტატივის ხრახნი. ამ თვისებებს აუცილებლად უნდა გადახედოთ. აი, წონა კი უფრო უმნიშვნელოა, რადგან თითქმის ყველა ლაზერული თარაზო მსუბუქია.
რა აქცევს ინსტრუმენტს კომპაქტურად ? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. თარაზო მცირე ზომისაა და სიმსუბუქითაც ცნობილია. გადაადგილება პრობლემას არასდროს ქმნის. ამისთვის დიდი ძალა სულაც არ დაგჭირდებათ. ინსტრუმენტის ადგილმდებარეობის შეცვლა ძალიან მარტივია. ორივე რომ არ მიახმაროთ, ცალი ხელითაც მარტივად გადაიტანთ. ამას რომ თავი დავანებოთ, სამუშაოდაც კომფორტულია. თქვენგან ბევრ ჩარევას არ ითხოვს, საქმეს თავადაც კარგად უმკლავდება.
ამ კითხვას უმჯობესია ასე ვუპასუხოთ: ზოგს მოყვება და ზოგს არა. სიმართლე რომ ვთქვათ, დამატებით ნივთებთან ერთად მუშაობა უკეთესია. ხელსაწყოები საქმეს ინაწილებს და თარაზის ეფექტურობაში ეხმარება. კომპლექტაციაში რამდენიმე ნივთი შედის, კერძოდ, ლაზერული მიმღები, სამაგრი, ელემენტები, ქეისი, კედელზე დასამაგრებელი და ჩანთა.
ონლაინ ჰიპერმარკეტი არა მარტო თარაზოებს, არამედ მასთან დაკავშირებულ ყველა ხელსაწყოს გთავაზობთ. Holst.ge - ზე ლაზერის სადგამს, დეტექტორსა და სხვადასხვა სახის თარაზოებს გადააწყდებით. მრავალფეროვნება ბრენდებშიც იკვეთება. Bosch, Dewalt, Tolsen და Crown მუდამ თქვენს სამსახურშია. ამჯერად, ჩამოთვლილი ყველა ბრენდის ხელსაწყოებს განვიხილავთ. უფრო მეტის სანახავად Holst.ge - ის თარაზოებს გვერდს უნდა ესტუმროთ. მერწმუნეთ, ბევრი საინტერესო და გამოსადეგი ნივთი დაგხვდებათ.
Bosch ხარისხიანი ტექნიკითაა ცნობილი. ამაზე კარგი არაფერია. ბრენდის ნდობა შეიძლება და იმედსაც არასდროს გაგიცრუებთ. ლაზერული თარაზო დიდ ძალას ფლობს. ბევრი ფუნქცია აქვს და სწორ დროს სწორ ადგილასაა. ყველა საჭირო უნარი გამომუშავებული აქვს და საქმეში საუკეთესოა. წითელი ლაზერი სრული სიზუსტით საქმიანობს. კვების წყარო ელემენტია. ამ შემთხვევაში გამძლეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მარტივად არ უნდა დაიცალოს და ეფექტურად, დიდხანს უნდა იმუშაოს. სამწუხაროდ, ყველა ხელსაწყო ასეთი არ არის. სხვებზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ Bosch- ის თარაზოზე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ საუკეთესოა და ელემენტიც დიდხანს მუშაობს. ინსტრუმენტი კომპლექტაციის მხრივაც დატვირთულია. რამდენიმე ხელსაწყო მოყვება, კერძოდ, ლაზერული მიმღები, სამაგრი, ელემენტები და ქეისი. ყველა საჭირო ნივთი ადგილზეა. განსაკუთრებით სასიამოვნო კი ელემენტებია, თუმცა თითოეულ ხელსაწყოს კარგად გამოიყენებთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
კიდევ ერთი გამძლე ლაზერული თარაზოს დროა. ამჯერად, საქმე ბრენდ Dewalt -თან გვაქვს. ჩვენ მახასიათებლებს გეტყვით და თავად გადაწყვიტეთ ენდობით თუ არა. მაშ ასე, დავიწყოთ. Dewalt - ის ლაზერუ თარაზოს მაღალი დიაპაზონი და თვითგასწორების დრო აქვს. მეორე კლასის ლაზერით მუშაობს და სიზუსტეში შტატივის ხრახნიც ხელს უწყობს. კომპლექტაციაც ახლავს და თან ერთი კი არა სამ ნივთს მოიცავს. კედელზე დასამაგრებელი, ქეისი და სამი ელემენტი მომგებიანი არჩევანია. მხოლოდ ეს არ არის და ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტიაც მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში პრობლემას მარტივად მოგიგვარებთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Tolsen - ის თარაზო ვიზუალითაც განსხვავებულია და არც თვისებებით აკლებს. 20 m დიაპაზონი აქვს და საქმეში ხელი არასდროს ეშლება. დანარჩენების მსგავსად წითელი ლაზერით მუშაობს. კომპლექტაცია მოყვება, მაგრამ მხოლოდ ერთ ნივთს მოიცავს. სპეციალური ჩანთა თქვენს განკარგულებაში იქნება. ხელსაწყოს შერჩევის დროს, სამუშაო რესურსი დიდ როლს თამაშობს. რაც უფრო მაღალია, მით უკეთესი. Tolsen - ის თარაზოს შესაძლებლობები კი ამოუწურავია. როგორც ყველა ხელსაწყოს, ერთ წლიანი გარანტია მოყევბა.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ვერც კი წარმოიდგენთ, Crown- ის ხელსაწყო რამდენად კომპაქტურია. მართალია თითქმის ყველა ლაზერული თარაზო ასეთია, მაგრამ კონკრეტული მოდელი მაინც განსაკუთრებულია. დანარჩენებისგან ღირებულებითაც განსხვავდება. ინსტრუმენტს მეტად ხელმისაწვდომი ფასი აქვს და შეძენაც მარტივდება. დამატებითი ნივთები არ მოყვება, მაგრამ იმდენი დადებითი თვისება აქვს, რომ ეპატიება. ამ ყველაფერს კი სახლიდან გაუსვლელად შეძენაც ემატება. ამისთვის ლაზერული თარაზო Holst.ge - დან უნდა გამოიწეროთ.
უპირატესობები: