Tolsen-ის ხელსაწყოების ნაკრებები

წვრილმანი საქმეები მრავალფეროვან ხელსაწყოებს მოითხოვს. ყოველდღიურ საქმიანობაში შესაძლოა სხვადასხვა ინსტრუმენტი დაგჭირდეთ. ასეთ სიტუაციაში ორი გამოსავალი არსებობს: თითოეულ ხელსაწყოს ცალ - ცალკე იძენთ ან ნაკრებს ირჩევთ. მეორე ვერსია, რა თქმა უნდა, უკეთესია. კომპლექტში თავმოყრილი ნივთები წვრილმან საქმეებში დაგეხმარებათ.

ბრენდები, რომლებიც Holst.ge- ზე დაგხვდებათ

Holst.ge- ზე სამი ხარისხიანი ბრენდის ნაკრებს იპოვით. Tolsen, Stanley და  Schpindel- ის ხელსაწყოები გამძლე მასალისგან მზადდება. სწორედ ამიტომ, დატვირთულ სამუშაო რეჟიმს კარგად უძლებს და მარტივად არ ფუჭდება. ზედაპირულად შერჩევა მაინც რთულია. მახასიათებლების დეტალურად განხილვაა საჭირო. ამიტომ, ამ სტატიაში მხოლოდ Tolsen- ზე ვისაუბრებთ. ბრენდი სხვადასხვა რაოდენობის, ზომისა და წონის ხელსაწყოებს გთავაზობთ.

TOLSEN TOL1708-15147 ხელსაწყოების ნაკრები 216-იანი

ნაკრებში შემავალი ინსტრუმენტების რაოდენობა, საყურადღებო მახასიათებელია. გამოსადეგი ნივთები თითოეულ მათგანშია, მაგრამ მეტ- ნაკლები რაოდენობით. მაგალითად, შესაძლოა საცვლელი პირის რამდენიმე სახეობა იყოს, ან კონკრეტული ერთი. 216 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები კი დიდი რაოდენობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპლექტში ყველაფერი თავმოყრილია. საჭირო ინსტრუმენტები მუდამ თქვენს სამსახურში იქნება და მათი ძებნა არ დაგჭირდებათ. მთავარია მუშაობის დასრულების შემდეგ, ისევ ყუთში, თავის ადგილას დააბრუნოთ. ინსტრუმენტების ზომა უკეთ გაგარკვევთ, თუ როგორი სიგრძისა და ფორმის ხელსაწყოები გჭირდებათ. წონით საკმაოდ მძიმეა, მაგრამ 216 ცალიან ნაკრებს სხვანაირად ვერც წარმოვიდგენთ.

Tolsen khelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • ზომა - 1/4''-3/8''-1/2''                         
  • რაოდენობა - 216 ცალიანი ნაკრები
  • წონა (კგ) - 11.25

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • რაოდენობა
  • ზომა

TOLSEN TOL1400-79685 ინსტრუმენტების ნაკრები 95ც-იანი

შემდეგი ინსტრუმენტების ნაკრები 95 ცალიანია. საშუალო რაოდენობის კომპლექტი, ხარისხიანი ხელსაწყოებით სავსეა. მასში მრავალი კომპაქტური ნივთი ერთიანდება. მოყვარულებისთვის ზუსტი შეთავაზებაა, რადგან დასაწყისისთვის სრულიად საკმარისი  ინსტრუმენტებია და არა მარტო. ამ საქმიანობით დაკავებულ ნებისმიერს გამოადგება. ნაკრების საშუალო წონა, დისკომფორტს არ იწვევს. გადაადგილება ბევრად მარტივია და დიდ ძალისხმევას არ ითხოვს. სრულიად კომფორტულად ერთი ადგილიდან, მეორეზე გადაიტანთ. ხელმისაწვდომი ფასი აღნიშვნას იმსახურებს. ხარისხიან ხელსაწყოებს კომფორტულად, Holst.ge- ზე შეიძენთ.

Tolsen instrumentebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები                       
  • რაოდენობა - 95 ცალიანი ნაკრები
  • წონა (კგ) - 7.65          

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმსუბუქე

TOLSEN TOL1531-85350 ხელსაწყოების ნაკრები 119ც

Tolsen- ის 119 ცალიანი ნაკრები, მსუბუქი ხელსაწყოებისგან შედგება. ამიტომ, ნაკლები წონისაა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ შორ მანძილზეც უპრობლემოდ წაიღებთ. ზოგადად, კომპლექტის სიმძიმე გადაუჭრელი პრობლემა არ არის, მაგრამ მაინც. ხელსაწყოების ნაკრებში 119 კომპაქტური, ხარისხიანი და მძლავრი ნივთი ერთიანდება. ღირებულება დამაბრკოლებელი  არ არის, რადგან ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები                       
  • რაოდენობა - 119 ცალიანი ნაკრები
  • წონა (კგ) - 4.2

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

რა უნდა გაითვალისწინოთ ნაკრების შეძენამდე ?

ინსტრუმენტების ნაკრები სხვადახვა ხელსაწყოებს აერთიანებს. ასევე, განსხვავებულია რაოდენობა, ზომა და სხვა მახასიათებლები. გასათვალისინებელია ბრენდი და ხარისხი. ფართო არჩევნიდან გამომდინარე, ბაზარზე უხარისხო პროდუქტიც ბევრია. თუმცა, არსებობს მსოფლიოში აღიარებული ბრენდები, რომელთა ნდობა თავისუფლად შეიძლება. მახასიათებლებზე დაკვირვებით სასურველ პროდუქტს მარტივად იპოვით. ამავდროულად, შორი გზის გაუვლელად, პირდაპირ სახლიდან შეიძენთ.

სად უნდა შეიძინოთ ხელსაწყოების ნაკრები ?

Holst.ge- ზე იმ სასიამოვნო გრძნობას გამოცდით, როცა ნივთს განკუთვნილ თანხაზე ნაკლებად იძენთ. ასე რაც უფრო ხშირად ხდება, მით უკეთესი. დარჩენილი თანხით კი სხვა პროდუქტს შეიძენთ, ან სულაც არაფერში დახარჯავთ. გარდა ამისა, ინსტრუმენტების ნაკრებს სახლიდან გაუსვლელად გამოიწერთ. ზოგიერთი საკმაოდ მძიმეა, ამიტომ, დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, მიტანის სერვისით ისარგებლებთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, საკურიერო მომსახურება უფასოა.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება