ტოპ 2 მრავალფუნქციური ნიველირი

ნიველირი ლაზერმზომების განყოფილებიდანაა და დაკისრებულ მოვალეობას თავს სრულყოფილად ართმევს. საქმე კი ნამდვილად რთული აქვს, თუმცა, ეს ვერ აშინებს და უკან არასდროს იხევს. მოკლედ, რაც უნდა სპეციფიკური იყოს სამუშაო, ლაზერული ნიველირი მაინც კარგად იმუშავებს და უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ. ყველაფერში გაწვრთნილია და პრობლემებს არ ქმნის.

რა არის ლაზერული ნიველირი?

ნიველირს შესაძლოა ოპტიკური თარაზოს სახელით იცნობდეთ. რომელიც გაგიხარდეთ, ის დაუძახეთ, პრობლემა არ არის. ინსტრუმენტი სისწორეების დასაცავად გამოიყენება. ამ ყველაფერს კი თვალი ვერ ახერხებს. ერთხელ შეხედავ, სწორადაა, მეორეჯერ უკვე საპირისპიროდ გეჩვენება და ასე. მოკლედ, შეუიარაღებელი თვალი მატყუარაა და დიდია იმის ალბათობა, რომ არასწორად გაზომავთ. ამ უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად, ლაზერული ნიველირი არსებობს. ხელსაწყო სწორედ ამ ფუნქციას ითავსებს და თანაც ძალიან კარგად ასრულებს. აი, მასში კი ნამდვილად ვეღარ შევიტანთ ეჭვს, რადგან საამისო საბაბს არ ტოვებს.

სად გამოიყენებთ ნიველირს?

ოპტიკური თარაზო ბევრ ადგილას შეიძლება დაგჭირდეთ. შეზღუდული არ არის, შესაბამისად, მკაცრად განსაზღვრული ადგილი, თუ სად უნდა გამოიყენოთ, არ აქვს. ინსტრუმენტს იდეალურად გამოიყენებთ ყველგან, სადაც საქმე სამშენებლო სამუშაოებს, აზომვებსა და სხვა მსგავს საკითხებს ეხება. თუ ამ საქმიანობას სახლში ეწევით, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ. მოკლედ, სადაც არ უნდა იყოთ, მნიშვნელობა არ აქვს. საჭიროა კედლის ან კუთხეების გაზომვა? იქ არის ნიველირიც.

კომფორტულია თუ არა ნიველირი?

კომფორტულად მუშაობა ყველას უყვარს და ასეც უნდა იყოს. მაქსიმალურად საქმეზე უნდა კონცენტრირდეთ და ხელი არაფერმა უნდა შეგიშალოთ. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე სიზუსტეების დაცვასა და ყველაფრის სწორად გაზომვას ეხება. ნიველირი სრულიად კომფორტული ხელსაწყოა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ კარგად მუშაობს და საქმეს სანახევრად კი არა, სრულყოფილად ასრულებს. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის. ინსტრუმენტი მსუბუქი და კომპაქტურია. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამარტივებს სამუშაო პროცესს. ასე რომ, ლაზერული ნიველირი კომფორტის გარანტია.

საკითხები, რომლებიც შეძენამდე უნდა გაითალისწინოთ

სხვადასხვა სახის ნიველირი არსებობს და საჭიროა, ზუსტაც განსაზღვროთ, თუ რომელი გჭირდებათ თქვენ. ინსტრუმენტები ერთმანეთისგან ფუნქციებითა და სხვა მახასიათებლებით განსხვავდება. ზოგს უფრო მაღალი დიაპაზონი აქვს, ზოგს საშუალო ან დაბალი. ასევე, განსხვავებულია გადიდებისა და ობიექტივის დიამეტრის მონაცემები. ყურადღება უნდა მიაქციოთ სიზუსტესაც. მოკლედ, ფუნქციების ჩამონათვალს თავიდან ბოლომდე უნდა გადახედოთ, მონაცემები ერთმანეთს შეადაროთ და სწორედ ამ პროცედურების შემდეგ შეიძინოთ. ასე უფრო უკეთ განსაზღვრავთ, თუ რა ტიპის ხელსაწყოა თქვენი საქმისთვის გამოსადეგი.

რა დამატებითი ნივთები მოყვება ნიველირს?

ინსტრუმენტს კომპლექტაცია ახლავს, რომელშიც რამდენიმე ნივთი ერთიანდება. ეს შეიძლება იყოს ჩემოდანი, შტატივი, ამზომი ან ქეისი. ზოგიერთ მოდელს ყველაფერი ერთად მოყვება, მაგრამ ზოგს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე. ჩამოთვლილი ინსტრუმენტები საქმეს კიდევ უფრო მეტად გაგიმარტივებთ. კომფორტი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, შესაბამისად, დამატებითი ხელსაწყოები კიდევ უფრო სასიამოვნო სამუშაო გარემოს შეგიქმნით.

რატომ Holst.ge?

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში შეძენის შემთხვევაში, ლაზერულ ნიველირს სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ. მანამდე კი მარტივი პროცედურების გავლაა საჭირო. ამ ყველაფერს ერთი ამოსუნთქვით შეძლებთ. პირველ რიგში, ნივთს არჩევთ და კალათში აგდებთ, შემდეგ საკონტაქტო მონაცემები შეგყავთ და გადახდის გვერდზე გადადიხართ. მერე კი მხოლოდ მოთმინებაა საჭირო და რამდენიმე დღეში ნივთები თქვენთან იქნება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელლდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ნივთებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით, მიშვნელობა არ აქვს სად იმყოფებით. Holst.ge-ის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ საიტზე მხოლოდ ხარისხიანი ინსტრუმენტებია განთავსებული. ზუსტად ისეთი ხელსაწყოებია, რომლებიც ვიცით, რომ საუკეთესოა. ერთიანი თანხა თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ და დამტკიცების შემთხვევაში, გადასახადი თვეების მიხედვით, ეტაპობრივად დაფაროთ.

Dewalt DW096PK-XJ ოპტიკური თარაზო

Dewalt-ის ლაზერული ნიველირი იდეალურია ნებისმიერი ტიპის სამუშაოსთვის. ხელსაწყოს მაღალი მონაცემები და კარგი ფუნქციები აქვს. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, ჩემოდანი, შტატივი და ამზომი. ჩამოთვლილი ხელსაწყოები სამუშაო პროცესს უფრო კომფორტულს გახდის.

Dewalt niveliri

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი       
  • დიაპაზონი - 100 m   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 9.4
  • სიზუსტე - ±2.0 mm/m         
  • მონაცემები - 26Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 38mm

კომპლექტაცია:      

  • ჩემოდანი
  • შტატივი
  • ამზომი

უპირატესობები:

  • დიაპაზონი
  • სიზუსტე
  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მონაცემები    

CROWN CT44043-ოპტიკური თარაზო

Crown-ი საუკეთესო ბრენდია და ზუსტად ასეთ ნიველირს გთავაზობთ. ხელსაწყოს ქეისი და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი პრობლემას სწრაფად გადაჭრის. ინსტრუმენტს მაღალი დიაპაზონი აქვს და მონაცემების ხელს უწყობს, რომ რთული საქმეები დაძლიოს.

Crown niveliri

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი       
  • დიაპაზონი - 60 m     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.3
  • სიზუსტე - ±0.3 mm   
  • მონაცემები - 32Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 40MM         
  • შტატივის ხრახნი - 5/8''

კომპლექტაცია:      

  • ქეისი  

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • შტატივის ხრახნის მონაცემები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სრული სიზუსტე
  • დიაპაზონი
  • მაღალი ხარისხი
  • კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება