ოპტიკური თარაზო, იგივე ნიველირი ზუსტი მზომავია. შესაძლებლიდან გამომდინარე, ბედავს და ამტკიცებს, რომ ასჯერ გაზომვა საჭირო არ არის. ხელსაწყოს დახმარებით ყველა ხაზის გათანაბრებას და თანხვედრაში მოყვანას შეძლებთ. თუ პერფექციონიზმი გიპყრობთ, მითუმეტეს, ყველაფრის სიზუსტე მნიშვნელოვანია. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ინსტრუმენტი მაინც აუცილებლად დაგჭირდებათ. კუთხეების შესაბამისობაში მოყვანა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. თუ არადა, მაშინ სანახევროდ შესრულებული საქმე შეგრჩებათ. ამის თავიდან აცილებაში კი ოპტიკური თარაზო გეხმარებათ. ბევრი წვალების და ასჯერ ზომვის გარეშე, ყველაფერს თავად მიხედავს.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

თუ ნიველირი სიზუსტეს ცდება, მთელი საქმე თავდაყირა დგება. შეცდომები ოპტიკურ თარაზოსაც მოსდის ? კი, შეიძლება ნებისმიერმა ხელაწყომაც დაუშვას, მაგრამ უხარისხო ინსტრუმენტით ზოგჯერ გადაუჭრელი პრობლემა იქმნება. თუმცა, ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვაქვს. Holst.ge საუკეთესო ბრენდებს აერთიანებს. ამჯერად, Dewalt- ისა და Crown- ის ოპტიკურ თარაზოს წარმოგიდგენთ. ორი მოწინავე ბრენდი გამძლესა და კომფორტულ ნიველირებს გთავაზობთ. ინსტრუმენტების მეშვეობით თავს საიმედოდ იგრძნობთ და მუდამ გეცოდინებათ, რომ ხელსაწყო არასდროს დაგაღალატებთ.

Dewalt DW096PK-XJ ოპტიკური თარაზო

Dewalt ოპტიკური თარაზო საკმაოდ შორ დიაპაზონს სწვდება და სირთულეს მარტივად უმკლავდება. ძლიერი მონაცემები, ონკურენტებს შორის, ლიდერს ხდის. დიდ მანძილზე გადიდება შეუძლია და ობიექტივის დიაპაზონიც ამაში ხელს უწყობს. კომპლექტაციაში ჩემოდანი, შტატივი და ამზომავი მოყვება. ჩამოთვლილი ნივთები ნიველირისთვის საჭიროა, ამიტომ, ცალკე შეძენის მაგივრად, ხელსაწყოსთან ერთად თქვენთან გაჩნდება. შტატივის მეშვეობით კომფორტულად მოხმარებადია. ხელსაწყოს სპეციალურ მოწყობილობაზე ამაგრებთ და მარტივად საქმიანობთ. წონით საკმაოდ მძიმეა, ამიტომ, შტატივი დაღლას თავიდან აგარიდებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამზომავი. მეტი დაკვირვებისა და სიზუსტისთვის დამატებითი ხელსაწყო ესაჭიროება. ამზომავიც სწორედ ამ ფუნქციას ითავსებს. ნიველირს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ეს კი საუკეთესო გამოსავალია, ქარხნული წუნის არმოჩენის შემთხვევაში.

Dewalt optikuri tarazo

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი       
  • დიაპაზონი - 100 m   
  • გარანტია - 1 წელი                           
  • სიზუსტე  - ±2.0 mm/m         
  • მონაცემები - 26Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 38mm
  • წონა (კგ) - 9.4

კომპლექტაცია:

  • ჩემოდანი
  • შტატივი
  • ამზომი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია

CROWN CT44043-ოპტიკური თარაზო

Crown- ის ოპტიკური თარაზო მსუბუქი და კომპაქტურია. საქმესაც ლაღად და მარტივად ასრულებს. განხილულ ნიველირთან შედარებით ნაკლები დიაპაზონი აქვს, მაგრამ მცირე საქმეებისთვის საუკეთესო მიგნებაა. კომპლექტაციაში ქეისი მოყვება. ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, ერთწლიანი გარანტიით ისარგებლებთ. Crown ოპტიკური თარაზო მცირე მასშტაბის სამუშაოს თავს არაჩვეულებრივად ართმევს. თუ ამ საქმის მოყვარული ხართ და ყველაფერს ახლა იწყებთ, ნიველირი წინსვლაში დაგეხმარებათ.

Crown optikuri tarazo

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი       
  • დიაპაზონი - 60 m     
  • გარანტია - 1 წელი                           
  • სიზუსტე - ±0.3 mm   
  • მონაცემები - 32Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 40MM         
  • შტატივის ხრახნი - 5/8''
  • წონა (კგ) - 1.3

კომპლექტაცია:

  • ქეისი

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი

რომელი ოპტიკური თარაზოა საუკეთესო ?

განხილული თარაზოებიდან ერთის გამორჩევა რთულია, რადგან ორივე მათგანს განსაკუთრებული თვისებები აქვს. საქმე ისაა, რომ ნიველირი თქვენს საჭიროებებს უნდა მოერგოს. პროფესიონალებისთვის Dewalt- ის თარაზო მეტად გამოსადეგია, რადგან მძლავრია. ამიტომ, დიდ პროექტებზე, მშენებლობებზე და შედარებით რთულ საქმეზე ბევრად კომფორტულია. ხელსაწყოსთან ერთად ყველაფერს უმოკლეს დროში, მარტივად შეასრულებთ. მოყვარულებისთვის კი ნაკლებად მძლავრი ოპტიკური თარაზო, სრულიად საკმარისია. მოხერხებული და საქმის დიდოსტატი ნიველირი საქმეში თავის წვლილს შეიტანს. ასეთ შემთხვევაში Crown- ის ხელსაწყო იდეალური ვარიანტია.

რატომ უნდა შეიძინოთ Holst.ge- ზე ?

გარდა იმისა, რომ Holst.ge- ზე ხარისხიანი ხელსაწყოები დაგხვდებათ, სახლიდან გასუვლელადაც შეიძენთ. ონლაინ ჰიპერმარკეტი სასიამოვნო მომსახურებასა და ინსტრუმენტების უსწრაფესად მოტანას გთავაზობთ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება