ტოპ 3 დამაგრძელებელი, რომელიც ცხოვრებას უფრო მარტივს ხდის

დამაგრძელებელს ნებისმიერ სახლსა თუ დაწესებულებაში შეხვდებით, რადგან ფრიად საჭირო და ამავდროულად, კომპაქტური ხელსაწყოა. მაინც რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი? იმ შემთხვევაში, თუ კომფორტის მოყვარული ხარ, დამაგრძელებელთან კარგად იმეგობრებ, რადგან ზუსტად ამისთვისაა განკუთვნილი.

რა უპირატესობა აქვს დამაგრძელებელს?

წარმოიდგინეთ, როგორ მოკალათდით გემრიელად, ჩართეთ ლეპტოპი და მოემზადეთ მუშაობისთვის, ან რაიმეს საყურებლად. თუმცა, მოწყობილობა დასამუხტია და შენც სხვა გზა არ გაქვს, ისეთ ადგილას უნდა გადაჯდე, სადაც ამ ყველაფერს შეძლებ. როცა დამაგრძელებელი გაქვს, ეს პრობლემა წარსულს ბარდება. ხელსაწყოს მეშვეობით მსგავსი ტიპის უსიამოვნებები თავს აღარ იჩენს, რადგან კაბელის სიგრძიდან გამომდინარე, ნებისმიერ ადგილს შეგიძლიათ მიაწვდინოთ. ასევე, საშუალება გექნებათ მხოლოდ ერთი კი არა, ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობა დამუხტოთ.

კიდევ ერთი უპირატესობა სიმსუბუქეა. მძიმე ნივთების გადაადგილება ხშირად ჭირს და დისკომფორტთან ასოცირდება. ძირითადად, ყველა დამაგრძელებელი ძალიან მსუბუქია, შესაბამისად, გადაადგილება მუდამ უპრობლემოა. თუნდაც შორ მანძილზე გქონდეთ გადასატანი, არც ეს წარმოადგენს რაიმე სახის დისკომფორტს.

ყურადღება მიაქციეთ სადენის სიგრძეს!

სადენის სიგრძე ძალიან საყურადღებოა. რამდენიმე სახის ინსტრუმენტს შეხვდებით და სასურველია ზუსტად იცოდეთ, თუ როგორი სახის ხელსაწყო უნდა შეიძინოთ, რათა თქვენს საჭიროებებს ზუსტად მოარგოთ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, არსებობს გრძელი, საშუალო და მოკლე დამაგრძელებლები. საჭიროების მიხედვით უნდა გადაწყვიტოთ, თუ რომელი იქნება თქვენთვის შესაფერისი. მაგალითად, თუ დენის წყარო სახლში სხვა სივრცეებისგან შორსაა, მაშინ გირჩევთ გრძელი დამაგრძელებელი შეიძინოთ. იმ შემთხვევაში, თუ ოთახის რამდენიმე წერტილში გაქვთ, საშუალო ზომის ან მოკლე ინსტრუმენტი გამოგადგებათ.

რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხი?

ხარისხი ყველგან და ყველაფერში მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ელექტრო მოწყობილობებს ეხება. უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, რადგან სხვა შემთხვევაში ცუდ შედეგამდე მივალთ. თითოეული დამაგრძელებელი ფუნქციურად გამართული უნდა იყოს, რადგან უსაფრთხოდ ვიყოთ.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ის?

ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობით დავიწყოთ და ეს არის - ხარისხი. ამ უკანასკნელის გარეშე არაფერი არ გამოვა. წინა აბზაცში ამაზე უკვე ვისაუბრეთ. სად დაგხვდებათ ასეთი გამძლე ხელსაწყოები? Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ჩვენთან მხოლოდ რჩეული ინსტრუმენტები.. გარდა ამისა, კიდევ ბევრი უპირატესობაა. შერჩეულ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. დიახ, საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ და ხელსაწყოებს მაღაზიაში მისვლის გარეშე ყიდულობთ. მიტანის სერვისი 50 ლარზე მეტ შენაძენზე უფასოა და ინსტრუმენტებს ქვვეყნის ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით. ამ ყველაფრს კიდევ აქვს ერთი დიდი უპირატესობა, კერძოდ ის, რომ დროს ზოგავთ. მაღაზიაში წასვლა არ გიწევთ, რიგში დროს არ კარგავთ და ნივთები პირდაპირ თქვენთან მოდის. იმ შემთხვევაში თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, მაგრამ ხელსაწყო სასწრაფოდ გჭირდებათ, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. ამისთვის კი კარგი საკრედიტო ისტორია დაგჭირდებათ. დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილებთ და ეტაპობრივად დაფარავთ. 

Linus SOC22-8546 დამაგრძელებელი დენის ფილტრით 1,5მX3ჩამრ.დამიწებით,ჩამრთველით

Linus-ი რომ საუკეთესო ინსტრუმენტებს გვთავაზობს, ეს უკვე ყველამ იცის. არც დამაგრძელებლებია გამონაკლისი. ამ კუთხითაც არაჩვეულებრივადაა საქმე. კონკრეტულ მოდელს სამი ჩამრთველი აქვს და საკმაოდ გრძელი კაბელი. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში საგარანტიო ტალონი საუკეთესო გამოსავალია.

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - დენის ფილტრით       
  • ჩამრთველების რაოდენობა - 3       
  • სადენის სიგრძე (მ2) - 1.5     
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 1       
  • ამპერი - 16A 
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.4

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ჩამრთველების რაოდენობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სადენის სიგრძე
  • კომპაქტურობა

LINUS LIN-WO5x5MB დამაგრძელებელი 5 ადგილიანი 5 მეტრიანი შავი

მეორე დამაგრძელებელი კიდევ უფრო მეტი სიგრძით გამოირჩევა. 5 ჩამრთველი აქვს და საკმაოდ მძლავრია. ხელსაწყოს ნებისმიერ სიტუაციაში კარგად გამოიყენებთ. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული
  • ჩამრთველების რაოდენობა - 5       
  • სადენის სიგრძე (მ2) - 5       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 0.75   
  • ფერი - შავი   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.3

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმსუბუქე
  • კვეთის მაღალი მაჩვენებელი
  • ჩამრთველების რაოდენობა

LINUS LIN-S3 დამაგრძელებელი ჩამრთველით უკაბელო 3 ადგილიანი

Linus-ის მესამე დამაგრძელებელი ხელმისაწვდომი ფასით, სამი ჩამრთველითა და კომპაქტურობითაა აღჭურვილი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩამოთვლილი დამაგრძელებლები უმაღლესი ხარისხისაა, შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმებიც სრულადაა დაცული. თითოეული ინსტრუმენტი მაქსიმალურად გამართულია.

Linus damagrdzelebeli

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული
  • ჩამრთველების რაოდენობა - 3       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.3

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომფორტულობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • მაღალი ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება