ბეწვა ხერხი ხისა და მეტალის დასამუშავებლად გამოიყენება. ხელსაწყო დაკისრებულ მოვალეობას  გულდასმით ასრულებს. სხვადასხვა ტიპის ზედაპირის დამუშავება, რთული მისიაა, მაგრამ ლობზიკი თავს მარტივად ართმევს. ინსტრუმენტის უნიკალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

Dewalt DWE349-KS ბეწვა ხერხი 650W

Dewalt მრავალი წელია ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს.  ამას ხარისხიანი პროდუქტი და ხელმისაწვდომი ფასები განაპირობებს. ასეთივეა ბეწვა ხერხიც. მძლავრი ხელსაწყო ხეზე, ფერად ლითონსა და მეტალზე მუშაობს. ზედაპირს სრულყოფილად ამუშავებს და საქმეს პროფესიონალურად ასრულებს. ყველაზე ღრმად ხეს უმკლავდება, ნაკლები სიმძლავრით კი მეტალს. ლობზიკის სიმსუბუქე ბარიერებს ხსნის და კომფორტულად მუშაობის საშუალებას გაძლევთ. კომპლექტაციაში მტვრისგან დამცავი მოყვება. თითოეული მასალა სპეციფიკურ ნარჩენს ტოვებს, სწორედ ამიტომ, მტვრისგან თავდაცვაა საჭირო. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია აქვს.

Dewalt bewva kherkhi

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 650W   
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3200min
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm
  • წონა (კგ) - 2.38
  • კომპლექტაცია - მტვრისგან დამცავი

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • სიჩქარე
  • კომპლექტაცია

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

Stanley- ის ბეწვა ხერხის სიმძლავრე,მცირედით ჩამორჩება Dewalt- ის ლობზიკს. ხარისხიანი ხელსაწყო ხესა და მეტალზე მუშაობს. უფრო მეტად კი ხესთან მეგობრობს. ინსტრუმენტს დახვეწილი დიზაინი და პატარა ზომა კომპაქტურობას მატებს. ბეწვა ხერხს გამძლეობა სჭირდება. სხვადახვა მასალასთან მუშაობი სირთულეს, მარჯვედ უნდა დაუხვდეს. ამ თვისების გარეშე კი ვერაფერს გააწყობს. Stanley- ის ლობზიკი სწორედ ამ მახასიათებლით გამოირჩევა. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ამავდროულად, ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებს. საკმაოდ მსუბუქია წონითაც, ამიტომ, ბეწვა ხერხთან ერთად, მარტივად იმუშავებთ.

STANLEY bewva kherkhi

  • ბრენდი - STANLEY   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 600W   
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 75mm მეტალი: 10mm
  • წონა (კგ) - 2.672

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმსუბუქე
  • ხელმისაწვდომი ფასი

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

Crown- ის ლობზიკი შედარებით ნაკლები სიმძლავრისაა და საკმაოდ მსუბუქია. ხის, ფერადი ლითონისა და მეტალის ათვისება შეუძლია. სამივე ზედაპირს სხვადახვა სიღრმით ამუშავებს, მაგრამ ნებისმიერ მასალასთან გულდასმით საქმიანობს. კომპლექტაციაში საცმი და მტვერსასრუტის ადაპტერი მოყვება. აღნიშნული ნივთები ხელსაწყოს მოხერხებულობისთვის სჭირდება, ამიტომ, ლობზიკთან ერთად თქვენთან აღმოჩნდება. ბეწვა ხერხს მძლავრად ბრუნვის ფუნქცია აქვს. სისწრაფე და მოხერხებულობა კი, ნამვილად სჭირდება. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პრობლემა მარტივად მოგვარდება. Crown- ის ლობზიკი მოყვარულებისთვის საუკეთესოა. მცირე მასშტაბის საქმეებს ოსტატურად უმკლავდება.

CROWN lobziki

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 550W   
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm
  • წონა (კგ) - 1.9
  • კომპლექტაცია - საცმი + მტვერსასრუტის ადაპტერი

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • სიმსუბუქე
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი

სად შეიძენთ ხარისხიან ლობზიკს ?

ბეწვა ხერხი მძლავრი და ხარისხიანი უნდა იყოს. ეს აუცილებელი თვისება, გამართულად მუშაობაში ხელს უწყობს. Holst.ge- ზე, სხლიდან გაუსვლელად, სწორედ ასეთ ლობზიკს შეიძენთ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება