ტოპ 3 ენერგოეფექტური და გამძლე ლედ ნათურა |
ტოპ 3 ენერგოეფექტური და გამძლე ლედ ნათურა |
ნათურები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ისინი ყველგან საჭიროა, სახლში, სამსახურსა და სხვადასხვა სივრცეებში. ამიტომ, ხელსაწყო გულდასმით უნდა შეარჩიოთ, რათა პრობლემები არ შექმნას თუნდაც ფერის ტემპერატურამ და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მცირეოდენი ცოდნა დაგჭირდებათ, რადგან ნათურა ზუსტად მოარგოთ თქვენს საჭიროებებს.
ფერის ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ადამიანებს ერთნაირი გემოვნება არ გვაქვს, ამიტომ ზოგს შეიძლება მხოლოდ ერთი ნათება მოსწონდეს და ზოგს მეორე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნათურების სამყაროში არსებობს ორი ფერი: თეთრი ანუ ცივი ნათება და ყვითელი ანუ თბილი. მიჩნეულია, რომ სახლს უფრო მეტად მეორე კატეგორიის ფერი უხდება, ე.წ. ყვითელი. როგორც წესი, ეს მეტად ამშვიდებს თვალებს, გარემოს უფრო სასიამოვნო ელფერს სძენს და სიმყუდროვის შეგრძნებას ამაღლებს. ოფისებსა და მსგავს ადგილებში კი უფრო თეთრ ნათებას ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც გემოვნების საკითხია, ზოგს როგორ ურჩევნია და ზოგს როგორ - კაცია და გუნებაო, ხომ გაგიგიათ?! მოკლედ, ეს საკითხი თქვენთვის მოგვინდია, რომელიც უფრო მოგწონთ, იმ ფერის ლედ ნათურები უნდა შეიძინოთ.
სიმძლავრე ყველა ხელსაწყოს შემთხვევაში მნიშვნელოვანია. ზუსტად ასეა ნათურებშიც, ამიტომ საყურადღებო საკითხია. აქაც ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუ მთელი ოთახის განათება გსურთ, მაშინ რაც შეიძლება მძლავრი ხელსაწყო დაგჭირდებათ, რათა სივრცე სრულყოფილად განათდეს. თუ მცირე ტერიტორიის განათება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ საშუალო ან დაბალი სიმძლავრის ნათურა შეიძინოთ.
Osram-ის ლედ ნათურები იდეალურად ერგება ყველა ინტერიერს და მომხმარებლებში მხოლოდ კმაყოფილებას იწვევს. ეს კონკრეტული ნათურა კი მაღალი სიმძლავრისაა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მთლიან ოთახს კარგად ანათებს. ინსტრუმენტი ენერგოეფექტურობითაც გამოირჩევა, ანუ ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, რაც დადებითაც აისახება გადასახადზე.
უპირატესობები:
ყველამ იცის, რომ Linus მუდამ გამართულ ხელსაწყოებს გვთავაზობს და გასაკვირი სულაც არ არის, რომ ნათურების შემთხვევაშიც ასეა. ეს მოდელი მაღალი სამუშაო რესურსებითა და განათების სიმძლავრით გამოირჩევა. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული წუნის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი პრობლემას მოაგვარებს.
უპირატესობები:
Ledex-ის სტანდარტული ნათურა ძალიან გაყიდვადია და ამავდროულად, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ასევე, მაღალი ენერგოეფექტურობითა და სამუშაო რესურსით გამოირჩევა.
უპირატესობები: