ტოპ 3 გამართულად მომუშავე ბეწვა ხერხი

ხისა და ბეტონის დამუშავება გსურთ და ამ საქმისთვის საიმედო ხელსაწყოს ეძებთ? მაშინ სწორ დროსა და ადგილას ხართ, რადგან ბლოგში ამ თემის ირგვლივ ვისაუბრებთ. ასეთი ინსტრუმენტი კი ბეწვა ხერხია. ხელსაწყო მართლაც რომ შესანიშნავად მუშაობს და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადასტურებს. თუმცა, იმისთვის, რომ თქვენს საქმეს ზუსტად მოერგოს, შესაბამისი ლობზიკი უნდა შეარჩიოთ. ეს როგორ? რთული პროცესია თუ არა? - ბევრი კითხვა ჩნდება, მაგრამ სწორედ ამიტომ ვართ, რომ ყველაფერს პასუხი გავცეთ და ნებისიერ საკითხს ნათელი მოვფინოთ.

სად გამოიყენებთ ბეწვა ხერხს?

ბეწვა ხერხი შეზღუდვებს არ ცნობს, შესაბამისად, მისი გამოყენება ყველგან შესაძლებელია, სადაც დაგჭირდებათ. ეს ადგილი შეიძლება იყოს თქვენი სახლი, ან უშუალოდ ის სივრცე, სადაც მუშაობთ. მოკლედ, ლობზიკი ყველგან და ყოველთვის გულითადად დაგეხმარებათ.

რომელი მახასიათებლები უნდა გაითვალისწინო ყველაზე მეტად?

იმით დავიწყოთ, რომ სჯობს ყველა მახასიათებელს კარგად გადახედოთ. თუმცა, არსებობს ორმაგად მნიშვნელოვანი მონაცემებიც. ასეთებია: სიმძლავრე, ბრუნვის სიჩქარე და მუშაობის სიღრმე. ბევრნაირი ხელსაწყო არსებობს და თითოეულს ჩამოთვლილი მახასიათებლები სხვადასხვა აქვს. სწორედ ამას უნდა დაუკვირდეთ და ყველაფერი თქვენს საჭიროებებს მოარგოთ. თუ ჩვენს მარტივ რჩევას მიყვებით, ხერხს იდეალურად შეარჩევთ. პირველ რიგში, განსაზღვრეთ საქმის სპეციფიკა, რამდენად რთულად შესასრულებელია და ა.შ. თუ წინ შრომატევადი სამუშაოებია, მაშინ რაც შეიძლება მაღალი მონაცემების მქონე ლობზიკი შეიძინეთ. ასეთი ინსტრუმენტი საქმეს სწრაფად და კარგად შეასრულებს. ასევე, გამოგადგებათ თუ პროფესიონალი ბრძანდებით და ეს საქმე თქვენი ყოველდღიურობაა. რაც შეეხება საშუალო დონის საქმეებს, ასეთებს შედარებით დაბალი მონაცემების მქონე ხერხიც კარგად უმკლავდება.

რატომ Holst.ge?

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს საოცარი უპირატესობები აქვს. მთავარი ყოველთვის ხარისხია, ამიტომ, ამ თემით დავიწყოთ. Holst.ge-ზე მხოლოდ მაღალი სამუშაო რესურსების მქონე გამძლე ინსტრუმენტებს გადააწყდებით. თითოეული ბრენდი სრული სიფრთხილითაა შერჩეული, ამიტომ საიტზე მხოლოდ საუკეთესოებს გადააწყდებით. თუმცა, ყველაფერი აქ არ სრულდება. მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობა კომფორტი და სასიამოვნო მომსახურებაა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობთ. შერჩეულ ნივთებს კი სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება, ხელსაწყოებს ყველგან მოგაწვდით, მთასა თუ ბარში უსაფრთხოდ ჩამოგიტანთ. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი ვრცელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. მოკლედ, Holst.ge-ზე ყოველმხრივ საუკეთესო მომსახურება გელით.

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

მძლავრ და ყოველმხრივ სანდო ბეწვა ხერხს ეძებ? Stanley-ის ეს კონკრეტული ინსტრუმენტი ზუსტად ასეთია. ხელსაწყოს მაღალი სიმძლავრე, ბრუნვის სიჩქარე აქვს და საკმაოდ ღრმად მუშაობს. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. იმ შემთხვევაში თუ ხერხს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, საგარანტიო ტალონი პრობლემას მარტივად გადაჭრის. ეს კი ყველა ხელსაწყოს თან ახლავს.

STANLEY bewva xerxi

  • ბრენდი - STANLEY 
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 600W   
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5056174500087         
  • წონა (კგ) - 2.672       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 75mm მეტალი: 10mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • მუშაობის სიღრმე
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • კომპაქტური ზომა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსი

TOLSEN TOL2390-87284 ელექტრო ბეწვა ხერხი ელემენტის გარეშე

Tolsen-ი ამჯერადაც საუკეთესო ბეწვა ხერხს გვთავაზობს. ინსტრუმენტი აღჭურვილია გამძლე ელემენტით, ღრმად მუშაობის უნარით, ბრუნვის მაღალი სიჩქარითა და დამატებითი ნივთებით, კერძოდ, მისაბჯენით, მტვრის ყუთითა და ორი საცვლელი პირით.

Tolsen bewva xerxi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 20v       
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528797609         
  • წონა (კგ) - 2   
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • კომპლექტაცია - მისაბჯენი + მტვრის ყუთი + 2 საცვლელი პირი
  • ბრუნვის სიჩქარე - 800-3500min     
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0°- 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 105mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 8mm

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • ღრმად მუშაობის ფუნქცია
  • ძლიერი ელემენტი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბრუნვის სიჩქარე
  • კომპაქტურობა

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი ლობზიკი 550W

Crown-ის ბეწვა ხერხი საშუალო დონის საქმისთვისაა განკუთვნილი. ხელსაწყოს თან ახლავს საცმი და მტვერსასრუტის ადაპტერი. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ძალიან კომფორტულად გამოსაყენებელია. ხელსაწყო ძალიან მსუბუქი და მარტივად გადასაადგილებელია.

Crown bewva xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 550W   
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177420671         
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - საცმი + მტვერსასრუტის ადაპტერი       
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მუშაობის სიღრმე
  • კომპლექტაცია
  • ზომა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხერხვის კუთხე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება