ტოპ 3 გამართული ელექტრო სახრახნისი

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ელექტრო სახრახნისი იდეალური ინსტრუმენტია. ხარისხიანი ხელსაწყო ყოველთვის კარგად მუშაობს და საქმეს მუდამ ზედმიწევნით ასრულებს. კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ მარტივი გამოსაყენებლია. ელექტრო სახრახნისი საკმაოდ კომპაქტური ხელსაწყოა და ამავდროულად, ალღოსაც სწრაფად აუღებთ, თუ რომელ სიტუაციაში რა სიჩქარით უნდა გამოიყენოთ და ა.შ. თუმცა, ამ სიმარტივის მიუხედავად, რამდენიმე საკითხი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. აი, რას უნდა გადახედოთ შეძენამდე:

  • სიმძლავრე

ენერგია ყველაფერს ნიშნავს. როგორც ადამიანების შემთხვევაში თამაშობს უდიდეს როლს, ასეთივე მნიშვნელოვანია ხელსაწყოების შემთხვევაშიც. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თითოეულ ელექტრო სახრახნისს განსხვავებული სიმძლავრე აქვს. ზოგი ძალიან მაღალ მაჩვენებელზეა, ზოგს საშუალო ძალა აქვს, ზოგიც კი დაბალი სიმძლავრისაა. რა თქმა უნდა, ყველა ტიპის ინსტრუმენტი გამოყენებადია, მთავარია, სწორი საქმე შეურჩიოთ. გირჩევთ, რთული საქმისთვის რაც შეიძლება დიდი ძალის მქონე ინსტრუმენტი შეიძინოთ. იმ შემთხვევაში თუ მცირეოდენი სამუშაო გაქვთ, ასეთივე საშუალო ძალის სახრახნისი გამოგადგებათ, ხოლო კიდევ უფრო მარტივ საქმეს დაბალი ძალაც კარგად უმკლავდება. ამ უკანასკნელი სიტუაციისთვის, შეგიძლიათ მესამე კატეგორიის სახრახნისი შეიძინოთ.

  • მაქს. ბურღვის მაჩვენებელი

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი მაქსიმალური ბურღვის მაჩვენებელია. თითოეულ ელექტრო სახრახნისს განსხვავებული მონაცემები აქვს, ამიტომ, კარგად უნდა დაუკვირდეთ, რომ საქმისთვის შესაფერისი ინსტრუმენტი შეიძინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ხელსაწყო მეტალსა და ხეს ბურღავს. ორივეს სხვადასხვა სიღრმით ამუშავებს. თქვენ კი იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, თუ რომელ მასალაზე გიწევთ საქმიანობა. შემდეგ კი ინსტრუმენტის ბურღვის მაჩვენებელს დაუკვირდით.

რომელი ბრენდები დაგხვდებათ Holst.ge-ზე?

პირველ რიგში ის ვთქვათ, რომ ყველაფერი ხარისხზეა დამოკიდებული. დაბალრესურსიანი ელექტრო სახრახნისი კარგად ვერ მუშაობს, მარტივად ცვდება. ასეთი ხელსაწყო კი ყოვლად გამოუსადეგარია. სასიამოვნო ფაქტია რომ ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში მხოლოდ ხარისხიანი ინსტრუმენტებია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი მიმართულებით ასეა, გინდ ნათურები ავიღოთ და გინდ ელექტრო სახრახნისი. ამჯერად, სამ დიდ ბრენდს წარმოგიდგენთ, ესენია: Dewalt, Crown და Bosch-ი. თითოეული მათგანი მუდამ ხარისხიან ინსტრუმენტებს გვთავაზობს. თუ ერთხელ მაინც გადაკვეთილხარ რომელიმე ბრენდის ხელსაწყოსთან, უკვე გეცოდინება, თუ არადა, დროა ახლა გაუგოთ გემო ხარისხს.

რატომ Holst.ge?

ხარისხის შემდეგ, ჩვენი მთავარი უპირატესობა სახლიდან გაუსვლელად შეძენაა. Holst-ი ონლაინ ჰიპერმარკეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთებს იწერთ და პირდაპირ კარის ზღურბლთან იღებთ. ამაზე კომფორტული რა უნდა იყოს?! არ გეგონოთ რომ მხოლოდ თბილისში, სულაც არა. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. უფრო სასიამოვნო კი ის არის, რომ თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, საკურიერო მომსახურება უფასოა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

Dewalt - DCD709N-XJ ელ.სახრახნისი 18V;ელემენტის გარეშე

Dewalt-ის ხარისხიანი ინსტრუმენტების შესახებ, ვინ არ იცის?! ბრენდი მაღალი სამუშაო რესურსის მქონე ელექტრო სახრახნისს გთავაზობთ. ხელსაწყო რევერსის ფუნქიით, ბრუნვის სიჩქარით, სიმძლავრითა და გამძლე ელემენტით გამოირჩევა. თან ახლავს ერთწლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში საგარანტიო ტალონს იდეალურად გამოიყენებთ.

Dewalt eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18v       
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.457       
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-450/0-1650min
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 60Nm   
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 30mm/13mm   
  • ფუნქციები - რევერსი

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ორ მასალაზე მუშაობის უნარი
  • რევერსის ფუნქცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • უნახშირო მოტორი
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე

CROWN CT21081H-2 BMC-ელ.სახრახნისი 12V V-MAX 2Ah

Crown-ის ელექტრო სახრახნისი საშუალო სიმძლავრისაა. ინსტრუმენტი ხესა და მეტალს ბურღავს. უფრო მეტად კი ხესთან მეგობრობს. ხელსაწყოს ძალების აღსადგენად სულ რაღაც ერთი საათი სჭირდება. სახრახნისს თან ახლავს კომპლექტაცია, რომელშიც ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი შედის. აღნიშნულ ნივთებს კარგად გამოიყენებთ. თითოეული მათგანი სამუშაო პროცესს უფრო კომფორტულს ხდის.

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12v       
  • ელემენტი - 2Ah       
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.34         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-380/0-1250min
  • ბრუნვის მომენტი - 19Nm/30Nm     
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 28mm/10mm   
  • ფუნქციები - რევერსი

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • მაღალი ბრუნვის მომენტი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ძლიერი ელემენტი
  • სწრაფად დატენვის უნარი
  • მაღალი ხარისხი

Bosch GO 2 - ელექტრო სახრახნისი 3.6V

Bosch-ის სახრახნისი შედარებით მსუბუქი საქმეებისთვის გამოიყენება. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია, დამტენი, ქეისი და საცვლელი პირები მოყვება. ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსები აქვს და დიდხანს, ეფექტურად მუშაობს.

Bosch eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 3.6v     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.28         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-360min
  • ბრუნვის მომენტი - 2.5Nm/5Nm     
  • ვაზნის დიამეტრი - 5mm      

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამტენი
  • ქეისი
  • საცვლელი პირები

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლაქტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა
  • ვაზნის დიამეტრი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება