ტოპ 3 გამძლე ჰაერის კომპრესორი |
ტოპ 3 გამძლე ჰაერის კომპრესორი |
ზოგიერთი ინსტრუმენტი განსაკუთრებულია და დიდ პოტენციალს ფლობს. ენერგიის გაცემა და სხვა ხელსაწყოების ამუშავება შეუძლია. ამას კი მარტივად და სწრაფად აკეთებს. დიახ, ჰაერის კომპრესორზეა საუბარი. თუ კი მოცემული ინფორმაცია, თქვენს ყველა კითხვას ვერ პასუხობს, დეტალურად განვიხილოთ.
როგორც უკვე ვთქვით, ინსტრუმენტი სხვა ხელსაწყოებს ენერგიით ამარაგებს. მაღალი წნევის მეშვეობით, ჰაერის ნაკადს აწოდებს, რაც ინსტრუმენტებს ამუშავებს. ხელსაწყოები კომპრესორზე მაგრდება და ენერგიით ივსება. შემდეგ კი ეფექტურად და მძლავრად მუშავდება. ჰაერის კომპრესორი რამდენიმე ადგილას გამოგადგებათ. მაგალითად, ავეჯის საწარმოში, საამქროებსა და ავტოსახელოსნოებში. დაშვებულ საბურავს სწორედ კომპრესორი შველის. უპირატესობა კი სისწრაფეა. ამ საქმის შესასრულებლად დიდი დრო არ სჭირდება. ნებისმიერ სიტუაციაში ეფექტურია.
ინსტრუმენტების რაოდენობა სიმძლავრეზეა დამოკიდებული. ერთდროულად რამდენიმე ხელსაწყოს ამუშავება მხოლოდ მძლავრ კომპრესორებს შეუძლია. საშუალო ან დაბალი მონაცემების მქონე ლობზიკი, ერთ ინსტრუმენტთან მუშაობს.
არ დაგვავიწყდეს, რომ მოცულობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მძლავრ ხელსაწყოს ყველაფერი მწყობრში უნდა ჰქონდეს. 2.2Kw სიმძლავრე და 200 l ტევადობა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ასეთი კომპრესორი რთულ საქმეებსაც შეასრულებს და რამდენიმე ხელსაწყოსაც აამუშავებს. Holst.ge - ზე ზუსტად ამ მონაცემების ინსტრუმენტს გადააწყდებით, ამჯერად კი ნაკლები სიმძლავრის კომპრესორებს წარმოგიდგენთ.
მართალია უკვე ნახსენები კომპრესორივით მძლავრი არ არის, მაგრამ 1.5kw მაინც კარგ ძალად ითვლება. მოცულობა 100 l - ია. ხელსაწყო რთულ საქმესაც მარტივად ასრულებს. დიდ საწარმოებში მუშაობას თავს კარგად ართმევს. ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ასევე, მაღალი წნევა და სიჩქარე აქვს.
უპირატესობები:
Schpindel საშუალო მოცულობის კომპრესორს გთავაზობთ. ხელსაწყო 50 l- იანია. დიდ საწარმოებში მისი ადგილი ნაკლებადაა, მაგრამ მცირე საქმეებისთვის ზედგამოჭრილია. ერთ წლიანი გარანტია თან ახლავს. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
უპირატესობები:
Tolsen - ის ჰაერის კომპრესორი კიდევ უფრო ნაკლები მოცულობისაა. სიმძლავრე იმავე აქვს, რაც დანარჩენ მოდელებს, კერძოდ, 1.5kw. მონაცემებიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთ ხელსაწყოზე მუშაობს. უფრო მეტ ძალას ვერ გამოიმუშავებს. ერთ-ერთი უპირატესობა კი ხარისხია. Tolsen იმედგაცრუებულს არავის ტოვებს.
უპირატესობები: