ტოპ 3 გამოსადეგი ბეწვა ხერხი

საქმის გამარტივება თუ გსურთ, ამაში ბეწვა ხერხი დაგეხმარებათ. ინსტრუმენტი მოქნილია და სწრაფად საქმიანობს. მასალას კი სრულყოფილად ამუშავებს, საქმეს ხარვეზების გარეშე ასრულებს და საუკეთესო შედეგს დებს. ლობზიკი, ძირითადად, ხესთან, ფერად ლითონსა და მეტალთან მეგობრობს. თითოეულს სხვადასხვა სიღრმით ამუშავებს, ამიტომ, შეძენამდე ამ მახასიათებელს გაეცანით. ბეწვა ხერხი რთულ სიტუაციებშიც კი პოულობს გამოსავალს და პრობლემას მარტივად ჭრის. ხელსაწყოს იმედი სულ შეგიძლიათ გქონდეთ. კარგი იქნება შეძენამდე, რამდენიმე მონაცემი რომ გაითვალისწინოთ, თუ რომლები, ახლავე მოგახსენებთ.

სიმძლავრე

ბეწვა ხერხისთვის სიმძლავრე ყველაფერს ნიშნავს. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე ინსტრუმენტები. როგორ უნდა განსაზღვროთ, თუ რომელი ხელსაწყო გჭირდებათ? ყველაფერი საქმიდან გამომდინარე უნდა დაალაგოთ. მაგალითად, თუ ბეწვა ხერხის ხშირი გამოყენება გიწევთ და საქმეც რთულია, მაშინ მძლავრი ლობზიკი დაგჭირდებათ. მეორე მხრივ კი შეიძლება, ასეთი ხელსაწყო სულაც არ გესაჭიროებოდეთ. შედარებითი მსუბუქი საქმეებისთვის საშუალო ან დაბალი სიმძლავრე, სრულიად საკმარისია.

მუშაობის სიღრმე

დასაწყისში ვახსენეთ, რომ ყველა ლობზიკი სხვადასხვა სიღრმით მუშაობს. დიახ, ნამდვილად ასეა და სწორედ ეს ფაქტია საყურადღებო. ინსტრუმენტის შერჩევისას, ამ დეტალს ყურადღება მიაქციეთ. ზოგიერთი ბეწვა ხერხი ხესთან უკეთ მეგობრობს, ვიდრე მეტალთან ან შესაძლოა პირიქით იყოს.

DEWALT DWE349-QS ბეწვა ხერხი 650W

Dewalt - ის ლობზიკს ბევრი დადებითი თვისება აქვს, ურაყოფითი კი არაფერი გვახსენდება. ინსტრუმენტი მძლავრია და დიდ პოტენციალს ფლობს. ხელსაწყო ფერად ლითონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. ყველაზე ღრმად ხეს ამუშავებს, დანარჩენ მასალას კი შედარებით ნაკლებად. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება, რაც ქარხნული დეფექტის შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია.

Dewalt bewva xerxi

  • ბრენდ - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 650W   
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.25         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3200min     
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • მუშაობის სიღრმე
  • მაღალი სამუშაო რესურსები
  • გარანტია

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

Stanley - ის ბეწვა ხერხი წინამორბედის მსგავსია, მხოლოდ ოდნავი სხვაობაა. შედარებით ნაკლები სიმძლავრისაა და ხეს / მეტალს ამუშავებს. სხვა მხრივ, კვლავ უმაღლესი ხარისხისაა და მაღალი სამუშაო რესურსები აქვს. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

STANLEY bewva xerxi

  • ბრენდი - STANLEY   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 600W   
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.672       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 75mm მეტალი: 10mm

უპირატესობები:

  • ხერხვის მაღალი კუთხე
  • გამძლეობა
  • მუშაობის სიღრმე
  • კომპაქტურობა
  • ერთ წლიანი გარანტია

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

ბოლოს კი ორიოდე სიტყვა Crown - ის ბეწვა ხერხზეც ვთქვათ. ინსტრუმენტი საშუალო სიმძლავრისაა და ასეთივე საქმეებზე გამოიყენება. ხელსაწყო კომპაქტური და მარტივად გამოსაყენებელია. ერთ წლიან გარანტიასთან ერთად, კომპლექტაციაც თან ახლავს, კერძოდ, საცმი და მტვერსასრურის ადაპტერი.

Crown bewva xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 550W   
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm

კომპლექტაცია:      

  • საცმი
  • მტვერსასრუტის ადაპტერი  

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • მუშაობის სიღრმე
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება