ტოპ 3 გამოსადეგი ხელსაწყოების ნაკრები

ერთ ჩანთაში მოთავსებული ხელსაწყოები ყველაზე კომფორტული გამოგონებაა. წარმოიდგინეთ, რა არაჩვეულებრივია, როცა ყველა ამა თუ იმ საქმისთვის საჭირო ინსტრუმენტი ერთ სივრცეშია, არ გიწევთ გამუდმებით მათი ძებნა და დროის კარგვა. ამაზე კარგი კი არაფერია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ინსტრუმენტების ნაკრები კიდევ ბევრ უპირატესობას ფლობს, რის შესახებაც გზა და გზა გიამბობთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ ხელსაწყოების ნაკრები?

სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ინსტრუმენტებს ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვავებს. სწორედ მსგავსი დეტალების ცოდნაა საჭირო, რათა ხელსაწყო თქვენს საქმეს ზუსტად მოარგოთ. ბლოგში კი თითოეულ მახასიათებელზე დეტალურად გიამბობთ, ბოლოს კი 3 ინსტრუმენტების ნაკრებს კიდევ უფრო ახლოდან განვიხილავთ.

  • რაოდენობა

ბევრი სახის ხელსაწყოების ნაკრები არსებობს. კომპლექტში შემავალ ინსტრუმენტებს არ აქვს სიმძლავრის, ბრუნვის სიჩქარისა და სხვა მსგავსი ტიპის მახასიათებლები, რადგან ელექტრო ინსტრუმენტები არ არის, ყველა მათგანი ხელით სამართავია. აქედან გამომდინარე, თუ სხვა ხელსაწყოებზე ვამბობთ, რომ შერჩევა სიმძლავრეზე დაკვირვებით უნდა დაიწყოთ, აქ საქმე სხვაგვარადაა. ამ შემთხვევაში მთავარი ინსტრუმენტების ტიპი და რაოდენობაა. არსებობს ისეთი ნაკრები, რომლებშიც მხოლოდ 9 ნივთი შედის და ისეთებსაც ვხვდებით, რომლებიც 175 ხელსაწყოს მოიცავს. ორივე გამოსადეგია, ორივე საჭიროა, ოღონდ მთავარია საქმეს სწორად შეუსაბამოთ. თუ ხელოსანი ბრძანდებით და მსგავს სამუშაოებთან ყოველდღე გაქვთ შეხება, მაშინ 175 ცალიანი ნაკრები დაგჭირდებათ. მოყვარული ხართ? ან დამწყები? მაშინ 9 ცალიანი კომპლექტსაც კარგად გამოიყენებთ.

  • ზომა

თითოეულ კომპლექტში შემავალი ხელსაწყოების ზომა სხვადასხვაა. 9 ცალიან ნაკრებში შეიძლება უფრო პატარა ინსტრუმენტები იყოს, ან პირით. ეს საკითხიც საყურადღებოა, რადგან თუ მეტად კომპაქტურ, მარტივად გადასაადგილებელ ნაკრებს ეძებთ, მაშინ პატარა კომპლექტი უნდა შეიძინოთ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა გინდათ თუ არ გინდათ, მაინც დიდი და უფრო ძლიერი ინსტრუმენტების შეძენა გიწევთ. მაგალითად, ასეთები დაგჭირდებათ მაშინ, თუ პროფესიონალი ბრძანდებით და ეს საქმე თქვენი ყოველდღიურობაა.

  • ხარისხი

ხარისხი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში ასეა. გამონაკლისი არც ინსტრუმენტების ნაკრებია. ხელსაწყოები მაღალხარისხიანი მასალისგან უნდა დამზადდეს, რათა რთულ სამუშაოსაც კი კარგად გაართვას თავი, მარტივზე ხომ ლაპარაკიც აღარ არის. ზუსტად ასეთი კომპლექტის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში, რომლის შესახებაც უფრო მეტს მოგიყვებით.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს?

როგორც უკვე ვთქვით, Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტისაა, მიტანა უფასოა. იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც ფიზიკური შოპინგი არ უყვარს და ონლაინ გამოწერა ურჩევნია. შეძენილი ინსტრუმენტები თქვენამდე საკმაოდ მოკლე დროში მოვა. თბილისში კიდევ უფრო მალე ჩაგბარდებათ ნივთები, ვიდრე რეგიონებში, მაგრამ არც ამ შემთხვევაში მოგიწევთ საუკუნე ლოდინი.

TOLSEN TOL2274-85300 ხელსაწყოების ნაკრები ნაჭრის ჩასადებით 9ც-იანი

Tolsen-ის ხელსაწყოების ნაკრები საუკეთესოა და ეს არაერთხელ დამტკიცდა. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ კომპლექტი ძალიან მოსახერხებელია, რადგან მასში სულ 9 ინსტრუმენტია მოთავსებული. თუ სახლისთვის, სამოყვარულო დონეზე გსურთ, მაშინ ამ მოდელს იდეალურად გამოიყენებთ.

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები         
  • რიხ-კოდი - 6933528780267         
  • წონა (კგ) - 1.61         
  • რაოდენობა - 9 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი

TOLSEN TOL1690-15146 ხელსაწყოების ნაკრები 175ც-იანი

მეორე ნაკრებში ვითარება რადიკალურად იცვლება. აქ უკვე საქმე გვაქვს 175 ცალიან კომპლექტთან, რომელიც ნამდვილი პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი. რა თქმა უნდა, მოყვარულებიც არაჩვეულებრივად გამოიყენებენ. სწორედ ამიტომ, ორივე მიმართულებით ვუწევთ რეკომენდაციას.

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები         
  • ზომა - 1/4''-3/8''-1/2''
  • შტრიხ-კოდი - 6933528718345         
  • წონა (კგ) - 10
  • რაოდენობა - 175 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • ხელსაწყოებისი რაოდენობა
  • გამძლეობა
  • სიმსუბუქე    

TOLSEN TOL1708-15147 ხელსაწყოების ნაკრები 216ც-იანი

მზად ხართ კიდევ ერთი საოცარი, 216 ცალიანი ნაკრების გასაცნობად? Tolsen-ის ეს კონკრეტული მოდელი იდეალურია მაშინ, როცა ამ ხელსაწყოებთან დაკავშირებული საქმიანობა თქვენი ყოველდღიურობაა.

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები         
  • ზომა - 1/4''-3/8''-1/2''
  • შტრიხ-კოდი - 6933528718352         
  • წონა (კგ) - 11.25       
  • რაოდენობა - 216 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ინსტრუმენტების რაოდენობა
  • კომპაქტური ზომა
  • მაღალი ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება