ტოპ 3 იდეალური ბარგალკა პროფესიონალებისთვის

ბარგალკა უნიკალური ინსტრუმენტია და მისი მთავარი მოვალეობა მეტალის დაჭრა და დამუშავებაა. ინსტრუმენტს რთული საქმე აბარია, რადგან მეტალთან მუშაობა საკმაოდ სპეციფიკურია და სათანადო სიძლიერეს მოითხოვს. თუმცა, ბალგარკა ამისთვისაა შექმნილი და ისეა აწყობილი, რომ სირთულეები ნამდვილად არ აშინებს, პირიქით, დაბრკოლებებს იდეალურად უმკლავდება.

რა უნდა იცოდე ხელსაწყოს შეძენამდე?

ბარგალკის შერჩევის პროცესი საკმაოდ მარტივია მაშინ, როცა ზუსტად იცი რა მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში, სიმძლავრეს დაუკვირდით, რადგან მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ კუთხით ინსტრუმენტები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველში მძლავრი ხელსაწყოები ერთიანდება. თუ მეტალის დაჭრა ან დამუშავება თქვენი ყოველდღიურობაა, მაშინ ზუსტად ასეთი მაღალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. მეორე კატეგორიაში საშუალო მონაცემების კუთხსახეხი მოიაზრება. ამ სახის ხელსაწყოები ყველგან შეიძლება გამოიყენოთ, როგორც პროფესიულად, ასევე სამოყვარულო დონეზე. რაც შეეხება მესამე კატეგორიას, აქ უკვე დაბალი ძალის ინსტრუმენტებია თავმოყრილი. თუ დამწყები ხართ, მაშინ ზუსტად ასეთი ტიპის ბალგარკა გამოგადგებათ.

რომელი ბრენდები დაგხვდებათ Holst.ge-ზე?

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ფართო არჩევანი დაგხვდებათ. ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ეს არის. Holst.ge არა მარტო ბალგარკების კუთხით, არამედ ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში მრავალფეროვნებას გთავაზობთ. ჩვენთან მხოლოდ ხარისხიანი ბრენდები იდებს ბინას. ბლოგში ორი საუკეთესო ბრენდის ბალგარკებს განვიხილავთ, კონკრეტულად, Stanley-სა და Crown-ის. ორივე მათგანს განსხვავებული უპირატესობები აქვს. უფრო მეტის სანახავად კი შეგიძლიათ საიტზე ბალგარკის განყოფილებას ეწვიოთ და თითოეული მათგანი ახლოდან გაიცნოთ.

რატომ Holst.ge?

ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა შეიძინოთ ხელსაწყოები Holst.ge-ზე, უკვე ვთქვით, თუმცა ამის გარდა კიდევ ბევრი უპირატესობაა. პირველი თვალშისაცემი დადებითი მხარე სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობაა. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან ნივთებს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან გამოიწერთ. საკურიერო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მაშინ მიტანა უფასოა. გამოწერილი ნივთები თქვენამდე მაქსიმალურად სწრაფად მოვა, დიდხანს ლოდინი არ დაგჭირდებათ. ეს კი ბევრს ნიშნავს, რადგან როცა საქმე არ იცდის, რთულია ხელსაწყოს დღეები ელოდო. ეს პრობლემა Holst.ge-ზე შეძენის შემთხვევაში ნამდვილად არ გექნებათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. არსებობს საკმაოდ უსიამოვნო სიტუაცია, მაგალითად, როცა ინსტრუმენტი სასწრაფოდ გესაჭიროებათ, მაგრამ ერთიანი თანხა არ გაქვთ და ვერ ყიდულობთ. რა უნდა ქნათ ასეთ თითქოს და გამოუვალ მდგომარეობაში? სწორედ მსგავს ვითარებაშია საუკეთესო განვადება. დამტკიცების შემთხვევაში, თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად ფარავთ. ეს კი მართლაც ძალიან კომფორტულია. მოკლედ, Holst.ge მრავალი მიმართულებითაა გამორჩეული ონლაინ ჰიპერმარკეტი.

STANLEY - STGS9125D-TR კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 900W

Stanley-ის ბარგალკა პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა დამწყებებმაც შეიძლება გამოიყენონ. ამას ხაზი იმიტომ გავუსვით, რომ ხელსაწყო საკმაოდ მძლავრია და სხვა მახასიათებლებიც მაღალი აქვს. ასეთი ინსტრუმენტი კი, როგორც წესი,  პროფესიონალებს უფრო მეტად სჭირდებათ. ბალგარკა ბრუნვის მაღალი სიჩქარითაც გამოირჩევა. ასევე, თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, სახელური, დამცავი და ქანჩი. ინსტრუმენტთან ერთად ძალიან კარგად იმუშავებთ და საქმეს იდეალურად შეასრულებთ.

Stanley bargalka

  • ბრენდი - STANLEY 
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • ფორმა - მოკლე ტარიანი     
  • ზომა - 125mm           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5054905289560         
  • წონა (კგ) - 1.4
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი + ქანჩი           
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

უპირატესობები:

  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მოკლე ტარი
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა

STANLEY - SG7125-TR Small კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 750W

Stanley-ის მეორე კუთხსახეხი საშუალო სიმძლავრისაა და როგორც მარტივ, ასევე შედარებით რთულ საქმესაც ართმევს თავს. თუმცა, ძალიან გადატვირთვა არ უყვარს. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

Stanley bargalka

  • ბრენდი - STANLEY 
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • ფორმა - მოკლე ტარიანი     
  • ზომა - 125mm           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5054905285869         
  • წონა (კგ) - 1.3
  • კვების წყარო 220-240V       
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი + ქანჩი           
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-12000min

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • მოკლე ტარი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტური ზომა
  • სიმსუბუქე
  • მაღალი სამუშაო რესურსი

CROWN CT13501-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო ბარგალკა 650W 115mm

აი, დამწყებთათვის იდეალურ ხელსაწყოსაც მივადექით. Crown-ის კუთხსახეხი მოკლე ტარიანია და მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს. ხელსაწყოს თან ახლავს დამატებითი სახელური, დამცავი და ერთ წლიანი გარანტია.

Crown bargalka

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 650W   
  • ფორმა - მოკლე ტარიანი     
  • ზომა - 115mm           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177420299         
  • წონა (კგ) - 1.8
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი         
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმსუბუქე
  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება