ტოპ 3 კომპაქტური ფანარი, რომელიც უნდა შეიძინო |
ტოპ 3 კომპაქტური ფანარი, რომელიც უნდა შეიძინო |
დაფიქრებულხართ თუ არა, რამდენად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ფანარი? ხელსაწყო იმ ნუსხაში ეწერება, რომლებიც აუცილებლად საჭირო ნივთებს მოიცავს. უფრო ზუსტად რა დანიშნულება აქვს და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი? ფანრები ბევრ სიტუაციაში გამოგიწვდით დახმარების ხელს და ასევე, ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ. ინსტრუმენტს ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს, გზა და გზა ყველაფერს დეტალურად გავეცნობით. ბოლოს კი რამდენიმე ხელსაწყოს განვიხილავთ კიდეც. მოკლედ, დავიწყოთ.
ფანარი სხვადასხვა დროსა და ადგილას შეიძლება გამოგადგეთ. პირველ რიგში, სახლით დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, უამინდობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, ელექტრო ენერგია შეგეზღუდათ და სიბნელეში ხართ. გეთანხმებით, რომ არც ისე სასიამოვნო წარმოსადგენია. ასეთ სიტუაციაში ფანარი საუკეთესო გამოსავალია. ხარისხიანი ხელსაწყო საკმაოდ დიდხანს მუშაობს და რამდენიმე საათი ძლებს. ამავდროულად, სივრცეს კარგად ანათებს და წყვდიადში ყოფნა აღარ მოგიწევთ. ალბათ, ასეთ დროს პირველი სანთელი გახსენდებათ, მაგრამ ეს უკანასკნელი ისეთი ეფექტური ნათებით არ გამოირჩევა, როგორც ფანარი. ხელსაწყო სხვა დეტალური საქმის შესასრულებლადაც არაჩვეულებრივია. მაგალითად, სილამაზის სალონებში აუცილებლად დაგჭირდებათ. ასევე, კარგად გამოიყენებთ ავტოსახელოსნოებსა და ყველა მსგავს ადგილას. ზოგჯერ ჩვეულებრივი ნათურა საკმარისი ძალით ვერ ანათებს და მძლავრი სინათლე ახლო მანძილიდან გჭირდებათ, ფანრები სწორედ ასეთ დროს გაგიმაგრებთ ზურგს.
Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, რომელიც სრულ კომფორტს, მაღალ ხარისხსა და დაბალ ფასებს გთავაზობთ. ჩვენთან მხოლოდ სიფრთხილით შერჩეულ, საუკეთესო ბრენდებს გადააწყდებით. ყველა ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს. მთავარია ინსტრუმენტი სწორად შეარჩიოთ და დანარჩენი პრობლემა არ არის. გარდა ამისა, კიდევ ბევრი დადებითი მხარე აქვს. მაგალითად, ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ამ ყველაფრით დროს ზოგავთ და თავიდან ირიდებთ ისეთ უსიამოვნო მოვლენებს, როგორებიცაა: მაღაზიამდე მისასვლელი საცობი, რიგი და უთავბოლო სიარულით დაღლა. შეგიძლიათ სასურველი ნივთები ნებისმიერი ადგილიდან, მშვიდად შეარჩიოთ და გამოიწეროთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტისაა, მიტანა უფასოა როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში.
Ledex-ის ფანარი მრავალი უპირატესობით გამოირჩევა. პირველ რიგში, ის ვთქვათ, რომ მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და იდეალურად მუშაობს. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ ფანარს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, შეგიძლიათ საგარანტიო ტალონი დაიხმაროთ და ნივთი შეცვალოთ ან ახლით ჩაანაცვლოთ.
უპირატესობები:
LEDEX-23115 ფანარი თავზე დასამაგრებელი 5W LED 35hrs
Ledex-ის მეორე ფანარი კიდევ უფრო კომფორტულია. ინსტრუმენტს თავზე დამაგრების ფუნქცია აქვს და შესაბამისად, უფრო კომპაქტურია. ხელსაწყო ორგვარი ნათებით გამოირჩევა, კერძოდ, ძლიერითა და სუსტით. ასევე, საკმაოდ შორ მანძილს ანათებს. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.
უპირატესობები:
მესამე ფანარი წინა ორისგან ოდნავ განსხვავებულია. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ძალიან კომპაქტურია. ფანარს დასამუხტად 12-15 საათი სჭირდება. ამ დროის განმავლობაში, ძალებს სრულად იღდგენს და ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ინსტრუმენტს ორგვარი ნათება აქვს: ძლიერი და სუსტი.
უპირატესობები: