ტოპ 3 ლაზერული თარაზო უკეთ მუშაობისთვის

მშენებლობას თუ კი გეგმავთ, ან უკვე ამ საქმეში ხართ, ლაზერული თარაზო აუცილებლად დაგჭირდებათ. მსგავსი საქმიანობა ინსტრუმენტის გარეშე, წარმოუდგენელია. ხელსაწყო მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს, კერძოდ, სისწორის დაცვაში გეხმარებათ. შეუიარაღებელი თვალით კი ეს ყველაფერი შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, კარგი შედეგის მიღება რთული და უფრო მეტიც, წარმოუდგენელიც კია. როცა ლაზერული თარაზო გაქვთ, პრობლემა მაშინვე იჭრება, რადგან ხელსაწყო საუკეთესოდ მუშაობს და სიზუსტეებს კარგად იცავს.

რა განსხვავებაა ლაზერულ თარაზოებს შორის?

განსხვავებას ნებისმიერი ტიპის ხელსაწყოს უპოვით, შესაბამისად, გამონაკლისი არც ლაზერული თარაზოა. ინსტრუმენტების ნაწილი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, გარკვეული ნაწილი კი მცირედი ცვლილებებით გამოირჩევა. რაში გამოიხატება ეს ყოველივე? მოკლედ, თარაზოებს განსხვავებული დიაპაზონი, შტატივის ხრახნი, ლაზერის კლასი და ფერი, სიზუსტე, თვითგასწორების დრო და დიაპაზონი აქვს. ზოგიერთ ხელსაწყოს კომპლექტაცია მოყვება, რაშიც დამცავი სათვალე, დამტენი, სატარებელი ღვედი და ქეისი ერთიანდება. ძირითადი მახასიათებლები ეს არის და შეძენამდე აუცილებლად გადახედეთ. თითოეულ ინსტრუმენტს ფუნქციები აწერია, ამიტომ, პოვნა არ გაგიჭირდებათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი მახასიათებლების გათვალისწინება?

იცით თუ არა, რომ არასწორად შერჩეული ხელსაწყო, შესაძლოა საერთოდ ვერაფერში გამოიყენოთ? დიახ, ნამდვილად ასეა, რადგან თუ საქმისთვის შესაფერისი არ იქნება, კარგად ვერ მოიხმართ. მახასიათებლებზე დაკვირვება სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი. ამ მეთოდით უფრო მარტივად გადაწყვეტთ, თუ რომელი იქნება თქვენს საქმეზე მორგებული. გადაწყვეტილებას ბევრი ფიქრის გარეშე მიიღებთ. მოკლედ, ინსტრუმენტების მონაცემებზე დაკვირვება ამიტომაა საჭირო. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, სანერვიულო არაფერია, თარაზოს სწორად შეარჩევთ.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge - ის?

თარაზოს სახლიდან გაუსვლელად შეძენაზე, რა აზრის ხართ? ვფიქრობთ, არაჩვეულებრივი ვარიანტია, რადგან ბევრ დროს დაზოგავთ და ნერვებსაც გაუფრთხილდებით, საცობში ან რიგში დგომა რომ არ მოგიწევთ. Holst-ი ონლაინ ჰიპერმარკეტია, შესაბამისად, ნივთებს იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. აქ არ იფიქროთ, რომ დიდხანს ლოდინი მოგიწევთ, სულაც არა. შეძენილი ნივთები თქვენთან რამდენიმე დღეში იქნება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. აქაც არ გეგონოთ, რომ მხოლოდ თბილისში. ასე სულაც არ არის. აღნიშნული წესი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში. თუ საკმარისი თანხა არ გაქვთ და ერთიანად ვერ იხდით, შეგიძიათ განვადებით ისარგებლოთ. დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად ფარავთ.

რომელი ბრენდებია ხელმისაწვდომი Holst.ge-ზე?

კარგი ამბავი გვაქვს. უფრო ზუსტად ის, რომ ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში საუკეთესო ბრენდებია თავმოყრილი. თითოეული ხელსაწყო მრავალჯერაა გატესტილი და ამ ყველაფრის შედეგად, დასტურდება რომ მართლაც ხარისხიანი ინსტრუმენტებია. ასევე, ყველა ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. არსებობს ისეთი უსიამოვნებები, როცა ინსტრუმენტს ქარხნული დეფექტი აქვს, თუმცა, ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია. საგარანტიო ტალონი ზუსტად ამისთვის არსებობს. ხელსაწყო სერვის ცენტრში უნდა წარადგინოთ და ყველაფერს მარტივად მოაგვარებენ.  

Dewalt DCE0811D1R-QW ლაზერული თარაზო

Dewalt-ი მაღალი ხარისხის ინსტრუმენტებს გვთავაზობს. ზუსტად ასეთია კონკრეტული ლაზერული თარაზო. ხელსაწყოს ლითიუმის ელემენტი აქვს და დიდხანს ძლებს. ამას ემატება მაღალი სამუშაო რესურსი, რაც იმას ნიშნავს რომ გამართულად იმუშავებს. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, დამცავი სათვალეები, დამტენი, სატარებელი ღვედი და ქეისი.

Dewalt lazeruli tarazo

 

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 50 m     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.7
  • კვების წყარო - 10.8V ლითიუმის ელემენტი           
  • სიზუსტე - ±0.3 mm/m         
  • ლაზერი - II კლასი, <1 mW 
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - წითელი

კომპლექტაცია:        

  • დამცავი სათვალეები
  • დამტენი
  • სატარებელი ღვედი
  • ქეისი  

უპირატესობები:

  • დიაპაზონი
  • სწრაფი თვითგასწორების უნარი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მეორე კლასის ლაზერი
  • დამატებითი ნივთები
  • ძლიერი შტატივის ხრახნი

CROWN CT44047-ლაზერული თარაზო 30m

Crown-ის ლაზერული თარაზო სიზუსტითა და გამძლე ელემენტით გამოირჩევა. მწვანე ფერის ლაზერი აქვს და თვითგასწორებასაც სწრაფად ახერხებს.

Crown lazeruli tarazo

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 30 m     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.85         
  • კვების წყარო - 4xAA ელემენტი       
  • ლაზერის პროექცია - 1V 1H
  • სიზუსტე - ±3 mm / 10m       
  • ლაზერი - 520 Nm II კლასი   
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - მწვანე

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • ზუსტი მუშაობა
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი
  • ძლიერი ლაზერი
  • ერთ წლიანი გარანატია

TOLSEN TOL1572-35141 ლაზერული თარაზო 20M

Tolsen-ის თარაზო საშუალო მონაცემების მქონეა. სიზუსტეები კი ნამდვილად არ ეშლება, საქმეს კარგად უძღვება. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ასევე, თან ახლავს კომპლექტაცია, რომელიც ჩანთას მოიცავს.

Tolsen lazeruli tarazo

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 20 m     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 0.55         
  • კვების წყარო - 2xAA ელემენტი       
  • სიზუსტე - ±0.3 mm/10m     
  • ლაზერი - 635 Nm Arima       
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • ლაზერის ფერი - წითელი

კომპლექტაცია:        

  • ჩანთა  

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლე შტატივის ხრახნი
  • მაღალი ხარისხი
  • ულევი სამუშაო რესურსი
  • ერთ წლიანი გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება