ტოპ 3 მარტივად გამოყენებადი ბალგარკა

ხისა და მეტალის დამუშავებისას, პირველი ბარგალკა გვახსენდება. ასე იმიტომაა, რომ ინსტრუმენტი არაჩვეულებრივად მუშაობს და თავს დადებითაც გვამახსოვრებს. მართლაც ასეა, რადგან ორივე მასალასთან კარგად მეგობრობს. უშუალოდ პროცესში პრობლემებს არ ქმნის და საქმეს გულდასმით ასრულებს.  ჩვენც სწორედ ეს გვჭირდება. ხელსწყოს შერჩევისას კი რამდენიმე მარტივი წესი უნდა გაითვალისწინოთ. თითოეულის შესახებ ახლავე მოგახსენებთ.

მთავარი რჩევა ბალგარკის შერჩევისას

კუთხსახეხი იდეალურად მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ საქმეს სწორად შეურჩევთ. ამის განსაზღვრა კი არც ისე რთულია. მოდით, უფრო გავამარტივოთ. ძირითადად, სამი სახის ინსტრუმენტს გამოყოფენ, მაღალი, საშუალო და დაბალი სიმძლავრის მქონეს. თითოეულს თავისი უპირატესობა და სამუშაო არეალი აქვს. მაინც სად გამოიყენებთ მძლავრ ბარგალკას ? ასეთი ტიპის ხელსაწყოები, ძირითადად, რთულ სამუშაოებში ერთვება. მაგალითად, როცა მთელი დღე საქმიანობა უწევს და ამავდროულად, ყველაფერი სწრაფადაა გასაკეთებელი. ასეთ დროს საუკეთესო არჩევანი, სწორედ რომ მაღალი სიმძლავრის მქონე ინსტრუმენტია. საშუალო მონაცემების მქონე ხელსაწყოს ამდენივეს ვერ მოვთხოვთ. მისი სამუშაო არეალი უფრო შეზღუდულია, რადგან რთულ საქმეში ნაკლებად ეფექტურია. რაც შეეხება დაბალი სიმძლავრის მქონე ბალგარკას, კარგი იქნება თუ ყველაზე მსუბუქ საქმეებს მიანდობთ. ასეთ სიტუაციებს თავს კარგად ართმევს, ამას დანამდვილებით ვამბობთ.

მეორე რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

სიმძლავრე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება. მეორე საყურადღებო მახასითებელი ბრუნვის სიჩქარეა. ამ უკანასკნელზე ბევრი რამეა დამოკიდებული. თუ კი გსურთ, რომ ხელსაწყომ სწრაფად იმუშაოს და საქმე ცოტა დროში შესრულდეს, მაშინ მაღალი სიჩქარის მქონე ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. ასეთი სახის ბალგარკა ბევრად კომფორტული იქნება. სამოყვარულო დონეზე კი საშუალო ან დაბალი სიჩქარის მქონე ხელსაწყო მისაღებია. საქმის ბოლომდე მიყვანას, შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ მაინც ხარისხიანად შესრულდება.

რა უპირატესობები დაგხვდებათ Holst.ge - ზე ?

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, იმას გეტყვით, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. დიახ, მაღაზიაში წასვლა, ნივთის იქვე შერჩევა, სალაროს რიგში დგომა,  ხელსაწყოს სახლში საკუთარი ძალებით წამოღება და კიდევ ათასი რამ, საჭირო არ არის. ინსტრუმენტები Holst.ge- ის კალათიდან პირდაპირ თქვენთან გაჩნდება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. მთაში ხართ თუ ბარში, მნიშვნელობა არ აქვს, ყველგან მოვალთ და ნივთებს უვნებელს ჩაგაბარებთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, საკურიერო მომსახურება უფასოა. ხელსაწყოებს მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღებთ და არა გამოწერიდან ერთი კვირის შემდეგ. რაც შეეხება ინსტრუმენტების ხარისხს, ჩვენს საიტზე მხოლოდ სანდო ბრენდებია. აქედან გამომდინარე, მათი პროდუქტი ყოველთვის საუკეთესოა.

Dewalt DWE492-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 230mm 2200W

Dewalt - ის ბალგარკას დიდი პოტენციალი აქვს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მაღალი სიმძლავრისაა და ბრუნვის სიჩქარეც ხელს უწყობს. ხელსაწყოს კარგად გამოიყენებთ რთულ საქმეზე. თუ ყოველდღიურად გჭირდებათ,  არც ეს არის პრობლემა. ყველაფერი კარგად გამოსდის და სწრაფად მუშაობს. ინსტრუმენტს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, სახელური და დამცავი.

Dewalt bargalka

  • ბრენდი - DEWALT         
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო         
  • სიმძლავრე - 2200W   
  • ფორმა - გრძელ ტარიანი       
  • ზომა - 230mm
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 5.2 
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-6600min 

კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • დამცავი            

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • გრძელი ტარი
  • კომპლექტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია

CROWN CT13217-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 1010W 125mm

ბრენდი Crown - ი მუდამ კარგი ხელსაწყოებით გვანებივრებს. ეს კონკრეტული ბალგარკაც სწორედ ასეთია. ინსტრუმენტს გრძელი ტარი აქვს და კომფორტული გამოსაყენებელია. კომპლექტაციის სახით, დამატებითი სახელური და დამცავი მოყვება. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გრანტია. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი პრობლემას მარტივად გადაგაჭრევინებთ.

Crown bargalka

  • ბრენდი - CROWN         
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო         
  • სიმძლავრე - 1010W   
  • ფორმა - გრძელ ტარიანი       
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 1.85
  • კვების წყარო - 220-240V           
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

კომპლექტაცია:           

  • დამატებით სახელური
  • დამცავი

უპირატესობები:

  • დამატებითი კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ბრუნვის სიჩქარე
  • გარანტია         

TOLSEN TOL1868-88580 ელექტრო სახეხი ხელსაწყო 125mm 950W 125MM

Tolsen - ის ბალგარკით დავასრულოთ. კონკრეტული მოდელი საშუალო მონაცემებს ფლობს, ამიტომ, უმჯობესია ძალიან არ გადატვირთოთ. ხელსაწყოს დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება.

Tolsen bargalka

  • ბრენდი - TOLSEN         
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო         
  • სიმძლავრე - 950W       
  • ფორმა - მოკლე ტარიანი       
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 2.325             
  • კვების წყარ - 220-240V               
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-9500min

კომპლექტაცია:           

  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე
  • კომპლექტაცია             

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება