ტოპ 3 მძლავრი ჰაერის კომპრესორი |
ტოპ 3 მძლავრი ჰაერის კომპრესორი |
ერთიანი ძალით მუშაობა ბევრად მომგებიანია, ვიდრე მარტო. საქმის უკეთ წარმართვისთვის, ზოგიერთ ხელსაწყოს დამხმარე ესაჭიროება. ამ დროს კი ხელს ჰაერის კომპრესორი უწვდის და ერთგული მეგობარივით გვერდში უდგას. კომპრესორს სხვადასხვა ინსტრუმენტები უმაგრდება და მათ ჰაერის წნევით ამუშავებს. ხელსაწყოს საამქროებსა და ავტოსახელოსნოებში იყენებენ. რომ არა ჰაერის კომპრესორი, ზოოგიერთი საქმის კეთება შეუძლებელი იქნებოდა. ინსტრუმენტი სწრაფად მუშაობს. ეს მნიშვნელოვანი თვისებაა. მაგალითად, თუ საბურავმა დაიშვა, კომპრესორი სათანადო წნევას მიაწვდის და პრობლემას მოკლე დროში მოაგვარებს.
რაც უფრო მძლავრია ჰაერის კომპრესორი, მით მეტი ძალით მუშაობს. შესაბამისად, წნევაც მაღალი აქვს და ჰაერის ნაკადსაც სწრაფად გადასცემს. ასეთი კომპრესორები ერთდროულად რამდენიმე ხელსაწყოს იმაგრებს. ამიტომ, თუ დიდი საამქრო, ავეჯის საწარმო ან მსგავსი დაწესებულება გაქვთ, მაშინ არჩევანი მძლავრ კომპრესორზე უნდა შეაჩეროთ. სწორედ ისეთი, ფართო ტერიტორიას და ბევრ საქმეს რომ გაწვდეს. დანარჩენ შემთვევაში ნაკლებად მძლავრი ინსტრუმენტიც გამოგადგებათ.
მართალია ბლოგში მხოლოდ სამ კომპრესორზე ვისაუბრებთ, მაგრამ საიტზე ბევრად მეტი დაგხვდებათ. მრავალფეროვნება როგორც ხელსაწყოების, ასევე ბრენდების კუთხითაც იკვეთება. ამჯერად, Crown, Schpindel- სა Tolsen - ს გაგაცნობთ. სამი განხვავებული შესაძლებლობების მქონე ბრენდი, ხარისხიან ხელსაწყოებს გთავაზობთ.
პირველ ადგილს Crown - ის კომპრესორი იკავებს. ხელსაწყოს მაღალი წნევა და ბრუნვის სიჩქარე აქვს. ამ ყველაფერს კი სიმძლავრე ემატება. მოცულობის მხრივაც წუნს ვერ უპოვით. კომპრესორი 200 ლიტრიანია. ძლიერი მონაცემებიდან გამომდინარე, ინსტრუმენტის გამოყენება ყველგან შეიძლება. რთულ საქმეს თავისუფლად ერგება, ამიტომ დიდი საამქროებისთვის ზედგამოჭრილია.
უპირატესობები:
მეორე ჰაერის კომპრესორი Schpindel -ს ეკუთვნის. კომპრესორი ფუნქციურად გამართული და გამძლეა. სიმძლავრის მხრივ საშუალო ნიშნულზე დგას. მოცულობა შედარებით ნაკლები, 100 ლიტრი აქვს. ბრუნვის სიჩქარეც ოდნავ იკლებს. წნევა კი ისევ იმავე აქვს. საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელსაწყოს რთულ პირობებში მუშაობა გაუჭირდება. რამდენიმე ინსტრუმენტს ვერ დაიმაგრებს. თუმცა, მცირე საქმეს თავს პროოფესიონალურად ართმევს.
უპირატესობები:
ჩამოთვლილებს შორის, ,მოცულობითა და სიმძლავრით, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დგას. საუბარი Tolsen - ის ჰაერის კომპრესორზეა. უმჯობესია წვრილმანი საქმეებისთვის გამოიყენოთ. ასეთ სამუშაოს პირნათლად ასრულებს. ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი აქვს.
უპირატესობები: