ტოპ 3 მინერალური სასუქი

მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მუდმივი დატენიანება და მიწის მინერალებით გამოკვება, აუცილებელი კომპონენტია. სწორედ ამიტომ, სასუქები უნდა დაიხმაროთ. სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებულ პრეპარატში, ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. სასუქი მიწას ატენიანებს, შემდგომ კი ჯანსაღი მცენარე იზრდება. მისი გამოყენება წელიწადში რამდენჯერმეა სასურველი. კონკრეტული სეზონი არ აქვს, სასუქის გამოყენება ნებისმიერ დროს რეკომენდებლია, თუმცა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიწა ძალიან გამოფიტულია.

რა სახის სასუქები არსებობს ?

სასუქებს ბევრი განმასხვავებელი ნიშან - თვისება აქვს. ზოგიერთი ფორმით განსხვავდება, ზოგიც მოქმედი ნივთიერებებით. თითოეულს თავისი უპირატესობა აქვს, ამიტომ, კონკრეტულად ვერცერთს გამოვყოფთ. სასუქი მასში შემავალი ნივთიერებების მიხედვით უნდა შეარჩიოთ. პრეპარატების ნაწილი აზოტს, ფოსფატს, წყალში ხსნად კალიუმის ოქსიდს, სპილენძს, რკინას, თუთიასა და სხვა ნივთიერებებს შეიცავს. თქვენ კი იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, თუ რომელი მცენარისთვის გჭირდებათ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეიძლება მხოლოდ კალიუმის შემცველი სასუქი გესაჭიროებოდეთ, ანდაც სხვა რომელიმე ნივთიერების მქონე. ამის შემდეგ, შერჩევა ბევრად მარტივდება. თითოეულ სასუქს მახასიათებლებში ყველაფერი უწერია. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩვენს ოპერატორებსაც დაუკავშირდეთ.

რამდენად ხარისხიანია ჩვენთან არსებული სასუქები ?

Holst.ge - ზე ისეთ წამყვან ბრენდეს შეხვდებით, როგორებიცაა: Valagro, Indorama და კიდევ სხვა მრავალი. სასუქები უმაღლესი ხარისხით მზადდება, შესაბამისად, სრულიად ჯანსაღია. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მცენარე კარგი პრეპარატებით უნდა დატენიანდეს. ჩვენთან მოხვედრამდე კი, პროდუქტები მრავალჯერ იტესტება, სხვადასხვა მაჩვენებლით ფასდება და საიტზე მხოლოდ ამის შემდეგ თავსდება.

რა უპირატესობით ისარგებლებთ Holst.ge - ზე ?

Holst- ი ონლაინ ჰიპერმარკეტია და განსაკუთრებულ კომფორტს გთავაზობთ. რაში გამოიხატება ეს ყველაფერი ? პირველ რიგში იმაში, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. სასუქების შესაძენად მაღაზიაში წასვლა არ მოგიწევთ. ყველაფერი ჩვენი საიტიდან, თქვენს კარის ზღურბლთან გაჩნდება. თან მხოლოდ თბილისში კი არა, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. დამატებითი უპირატესობა კი ის არის, რომ 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. ჩვენთან ხარისხიანი ხელსაწყოები და ფართო არჩევანია. ამაზე კარგი რა უნდა იყოს ? ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ, რომ ინსტრუმენტებს ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ. დიახ, ყველაფერი საათივითაა აწყობილი. ახლა კი დროა, სასუქებს დეტალურად გავეცნოთ.  

Valagro - სასუქი - მასტერი 18.18.18 - 25 კგ

Valagro  იტალიური ბრენდია და რა გასაკვირია, რომ უმაღლესი ხარისხის პრეპარატებს აწარმოებს ?! ეს კონკრეტულო სასუქი ზუსტად ასეთია. ჯანსაღი პროდუქტი მიწას ატენიანებს და მცენარეს კარგად ზრდის. მთავარი კი ეს არის. მინერალურ - კრისტალური სასუქი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. პრეპარატი ნებისმიერ კულტურასთან თავსებადია, ამიტომ, გამოყენება ყველა მიმართულებით შეგიძლიათ. სასუქს ხელმისაწვდომი ფასი აქვს, რაც დამატებითი უპირატესობაა. ასევე, სასიამოვნოა, რომ 25 კგ - იანია და რამდენჯერმე გამოიყენებთ.

Valagro MASTER

  • ბრენდი - VALAGRO
  • მოცულობა - 25 კგ   
  • პრეპარატული ფორმა - კრისტალური სასუქი       
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია       
  • კულტურა - ყველა   
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - კრისტალური სასუქი
  • წონა (კგ) – 25

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • მინერალურ - კრისტალურობა
  • ყველა კულტურასთან თავსებადობა
  • მოცულობა

INDORAMA - სასუქი - ინდორამა 8:20:25 - 50 კგ

Indorama ინდური სასუქების მწარმოებელი ბრენდია და პროდუქტი ბევრ კარგ ნივთიერებას შეიცავს. ამ კონკრეტულ პრეპარატში თავს საერთო აზოტი, ფოსფატი, წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი და სხვა ნივთიერებები იყრის. სასუქი 50 კგ- იანია და ხელმისწვდომი ფასით გამოირჩევა.

INDORAMA NPK-8.20.25

  • ბრენდი - INDORAMA         
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - გრანულარული სასუქი         
  • წონა (კგ) - 50
  • მოცულობა - 50 კგ   
  • მოქმედი ნივთიერება - საერთო აზოტი (N) - 8%; საერთო ფოსფატი (P2O5) - 20%; წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი (K2O) - 25%       
  • პრეპარატული ფორმა - გრანულირებული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია  - INDORAMA       
  • მწარმოებელი ქვეყანა  - ინდოეთი   
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • სასარგებლო მოქმედი ნივთიერებები
  • ნებისმიერ კულტურასთან თავსებადობა
  • ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი

Valagro - სასუქი - ბრექსილ მიქსი - 1 კგ.

Valagro - ს მეორე სასუქი განსხვავებულ ნივთიერებებს შეიცავს. მიკროგრანულარული პრეპარატი მცენარეებისთვის ძალიან სასარგებლოა. სასუქი ყველა კულტურასთან თავსებადია.

Valagro BREXIL-MIX

  • ბრენდი - VALAGRO
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - ორგანული სასუქი     
  • წონა (კგ) - 1   
  • მოცულობა - 1 კგ     
  • მოქმედი ნივთიერება - მაგნიუმის ოქსიდი - 6%; ბორი - 1.2%; სპილენძი - 0.8%; რკინა - 0.6%; მოლიბდენი - 1%; თუთია - 5%; მანგანუმი - 5%;   
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი     
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია       
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მიკროგრანულარული ფორმა
  • მინერალურობის მაღალი დონე
  • ყელა კულტურასთან თავსებადობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება