ელექტრო დრელი სანგრევ-სახვრეტ ინსტრუმენტებს განეკუთნება და თამამად ვიტყვით, რომ საქმის პროფესიონალია. შენება ხომ რთულია და შეიძლება ჩამონგრევა ვერ უტოლდებოდეს, მაგრამ ძალიან მარტივი არც ეს უკანასკნელია. სწორედ ამიტომ, როცა კედლის ჩამოშლა ან გახვრეტა გვსურს, მძლავრი ხელსაწყო უნდა მოვიმარჯვოთ. ასეთი კი ელექტრო დრელია. ინსტრუმენტი, რომელიც იმედგაცრუებულს არავის ტოვებს. ჯერ ზოგად მახასიათებლებზე ვისაუბროთ და ბოლოს რამდენიმე ხელსაწყო დეტალურად განვიხილოთ.

რატომაა მახასიათებლები საყურადღებო ?

ინსტრუმენტების შეძენისას სიფრთხილე გმართებთ. არასწორად შერჩეული ხელსაწყო, კარგს არაფერს მოგიტანთ. უფრო ზუსტად რას ვგულისხმობთ? მოკლედ, თუ საქმე რთული და შრომატევადია, ისეთივე როგორც კედლის დანგრევა, მაღალი მონაცემების მქონე დრელი დაგჭირდებათ. მსგავსი ტიპის ხელსაწყო უფრო სწრაფად და მარჯვედ იმუშავებს, ვიდრე დაბალი მახასიათებლების მქონე. თუმცა, ყოველთვის ასეთია საჭირო? ცხადია, არა. მხოლოდ კედლის გახვრეტას, საშუალო ან დაბალი მონაცემების მქონე ელექტრო დრელი, კარგად უმკლავდება. მოკლედ, მახასიათებლებს ყურადღება უნდა მიაქცოთ, რათა ინსტრუმენტი თქვენს საქმეს ზუსტად მოარგოთ.

რომელი მონაცემებია პრიორიტეტული ?

რამდენიმე მახასიათებელს გამოვარჩევთ, თუმცა, მაინც გირჩევთ, რომ თვალი ყველას გადაავლოთ. პირველად სიმძლავრე უნდა ვახსენოთ, რადგან ძალიან საყურადღებოა. ძირითადად, ინსტრუმენტები სამ კატეგორიად იყოფა: მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონეებად. პირველ კატეგორიაში შემავალი ხელსაწყოები, კედლის ჩამოსაშლელად გამოდგება, რადგან დიდი რესურსი აქვს და რთულ საქმეს კარგად უმკლავდება. მეორე და მესამე კატეგორიის ინსტრუმენტები კი უფრო კედლის გასახვრეტად გამოიყენება. ასეთი ხელსაწყოები საშუალო სიმძლავრისაა, ამიტომ, შედარებით მსუბუქ საქმეებს ასრულებს. ასევე, მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, მუშაობის სიღრმე და მასალა. თითოეული ინსტრუმენტი სხვადასხვა სიღრმეზე საქმიანობს, ამიტომ, ამის ცოდნა აუცილებელია. ელექტრო დრელი, ძირითადად, ბეტონს, ხესა და მეტალს ამუშავებს. სამივე მასალას განსხვავებული სიღრმით ბურღავს, თუმცა, ყველაზე კარგად ხესთან მეგობრობს. კიდევ ერთი გასათვალისწინებელი მახასიათებელი ფუნქციებია. ზოგიერთ დრელს მხოლოდ დარტყმა შეუძლია, ზოგსაც ბურღვის დროს დარტყმა. ისეთი ხელსაწყოებიც არსებობს, რომლებსაც ორივე საქმეს ასრულებს.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge - ის?

Holst- ი ონლაინ ჰიპერმარკეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ. ეს ყველაფერი კი ძალიან კომფორტულია. წარმოიდგინეთ, არანაირი რიგში დგომა არ გიწევთ. ინსტრუმენტებს ჩვენს საიტზე არჩევთ და აქედანვე იწერთ. საკურიერო მომსახურება მხოლოდ თბილისში კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ კი თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მაშინ საკურიერო მომსახურება უფასოა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. ნივთები თქვენთან მაქსიმალურად სწრაფად მოვა. რაც შეეხება ინსტრუმენტების ხარისხს, საიტზე განთავსებული ყველა ხელსაწყო გამძლე და მაღალი რესურსების მქონეა. თითოეული მათგანი დიდხანს და კარგად მუშაობს, მთავარი სწორედ ეს არის.

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

Dewalt-ის დრელი საკმაოდ მძლავრი და მაღალი მონაცემების მქონეა, ამიტომ, რთულ საქმეს კარგად უმკლავდება. ინსტრუმენტს ბურღვა და ბურღვის დროს დარტყმა შეუძლია. ასევე, თან ახლავს დამატებითი ნივთები და გარანტია.

Dewalt eleqtro dreli

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 650W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.63         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-47600min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • სიმძლავრე
  • ფუნქციები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე

CROWN CT10128-ელექტრო დრელი ჩაქუჩით 600w 

Crown-ის ელექტრო დრელი საშუალო სიმძლავრისაა. კარგი იქნება, თუ ძალიან არ გადატვირთავთ, სხვა მხრივ კი, უპრობლემოდ მუშაობს.

Crown eleqtro dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 600W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/20mm/13mm

უპირატესობები:

  • სამ მასალაზე მუშაობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბრუნვის სიჩქარე
  • მაღალი ხარისხი
  • ფუნქციები

TOLSEN TOL1615-79500 ელექტრო დრელი 230VAC,400W

ბოლოს Tolsen-ის გამძლე დრელს შემოგთავაზებთ. ინსტრუმენტი ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ხელსაწყო მსუბუქი და კომპაქტურია.

Tolsen eleqtro dreli

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი       
  • სიმძლავრე - 400W     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.5
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm         
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/20mm/10mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ვაზნის დიამეტრი
  • მაღალი სამუშაო რესურსი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება