ტოპ 3 საიმედო წყლის ტუმბო

საქმის გამარტივება თუ გსურთ, მაშინ წყლის ტუმბო უნდა შეიძინოთ. ხელსაწო თქვენი საუკეთესო დამხმარე გახდება და ყველა თავსატეხს მარტივად ამოხსნის. ამ საქებარ სიტყვებს, მართლა იმსახურებს. ინსტრუმენტი სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება. აქ კი განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. ტუმბო სწორად უნდა შეარჩიოთ, რათა საქმეს ზუსტად მოერგოს. ამ საკითხებში კი ჩვენ გაგარკვევთ. კარგი იქნება, თუ რჩევებს გაითვალისწინებთ.

როგორი სახის წყლის ტუმბოები არსებობს?

ძირითადად, წყლის ტუმბოების ორი სახეობა ლიდერობს, ესენია: ჩასაძირი და ზედაპირის ხელსაწყოები. მათ შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. ჩასაძირი წყლის ტუმბო სიღრმეში მონტაჟდება. მისი მთავარი ფუნქცია საკმაოდ რთულია, მაგრამ დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს. ხელსაწყომ წყალი სიღრმიდან ზედაპირზე უნდა ამოიტანოს. შეუიარაღებელი ხელით ამ საქმის შესრულება მეტად რთულია, ინსტრუმენტი კი უკან არასდროს იხევს. რაც შეეხება მეორე სახის ხელსაწყოს, ზედაპირზე მონტაჟდება და მისი მოვალეობა წყლის სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილებაა. მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეთ, თუ რომელი საქმისთვის გჭირდებათ. ასე ინსტრუმენტს უფრო მარტივად შეარჩევთ.

რა სხვაობაა წყლის ტუმბოებს შორის?

გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ხელსაწყოებს შორის კიდევ მრავალი განსხვავებაა. ბევრნაირი წყლის პომპა არსებობს, თუმცა, ყველა მახასიათებელი ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. არსებობს ისეთი ფუნქციები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. ასეთი თვალშისაცემი სხვაობა სწორედ სიმძლავრე და ავზის მოცულობაა. მძლავრი და ტევადი წყლის ტუმბო, შედარებით რთულ საქმეზე გამოგადგებათ. დაახლოებით ისეთ მოცემულობაში, სადაც ბევრი საქმე და ცოტა დროა. სწრაფად მუშაობა ამ ტიპის ინსტრუმენტებს არ ეშლება. უფრო მცირეხნიან და მარტივ საქმეზე კი, ნაკლები მონაცემების მქონე წყლის ტუმბოები გამოგადგებათ. მთავარი პრინციპი სწორედ ეს არის.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

Holst-ი თქვენზე მორგებული ონლაინ ჰიპერმარკეტია. ჩვენთან მარტივი წესები და სასიამოვნო მომსახურება დაგხვდებათ. უფრო დეტალურად, ნივთების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. ასე კი ზოგავთ დროს, თავიდან ირიდებთ ისეთ უსიამვნო სიტუაციებს, როგორებიცაა: უსასრულო საცობი და რიგი მაღაზიის სალაროსთან. ხელსაწყოების გამოწერა მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ. მნიშვნელობა არ აქვს მთაში ხართ, თუ ბარში, საკურიერო მომსახურება ყველგან მოქმედებს. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი, მიტანა უფასოა. გარდა ამისა, ჩვენთან მხოლოდ ხარისხიანი ინსტრუმენტებია და თითოეულ ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქარხნული დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, პრობლემა სწრაფად გადაიჭრება. ასეთ დროს წყლის ტუმბო სერვის ცენტრში უნდა მოიტანოთ, თან წარადგინოთ საგარანტიო ტალონი და პრობლემას ჩვენ მოგიგვარებთ. ასევე, სასიამოვნოა ისიც, რომ მხოლოდ ერთი კი არა, მრავალი სახის ინსტრუმენტები დაგხვდებათ. მაგალითად, რამდენიმე სახის წყლის ტუმბოები გვაქვს და რომელიმე აუცილებლად მოერგება თქვენს საქმეს.

TOLSEN TOL1687-79982 წყლის ტუმბო ბენზინზე (75mm)

Tolsen -ი ხარისხიანი ინსტრუმენტებითაა სახელგანთქმული. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასეა და გამძლე წყლის პომპას გთავაზობთ. ამასთანავე, მძლავრია და ტევადი ავზი აქვს. შეგიძლიათ რთულ საქმეზე გვერდით იგულოთ, ხელს გაგიმართავთ და საგულდაგულოდ დაგეხმარებათ.

Tolsen wylis tumbo

  • ბრენდი - TOLSEN         
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე 
  • სიმძლავრე - 212cc       
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 24   
  • კვების წყარო - ბენზინი           
  • ავზის მოცულობა - 3.6 l             
  • წარმადობა (Max) - 60.0m3/h 
  • სიმაღლე (Max) - 30     
  • შემსვლელი - 75mm(3'')           
  • გამომსვლელი - 75mm(3'')       
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m           
  • ზეთი - 10-40W/5-40W

უპირატესობები:

  • ტევადი ავზი
  • მაღალი სიმძლავრე
  • ამოტუმბვის სიღრმე
  • ერთ წლიანი გარანტია

Schpindel წყლის ტუმბოQDX6-33-1.5TK

მეორე წყლის ტუმბო Schpindel-ს ეკუთვნის. ინსტრუმენტი ჩასაძირია და სიღრმეში მონტაჟდება. თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ხელსაწყო საკმაოდ მძლავრია.

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL   
  • პროდუქტის ტიპი - ჩასაძირი წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 1.5kw     
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 18.9
  • კვების წყარო - 220-240V           
  • წარმადობა (Max) - 9m3/h       
  • სიმაღლე (Max) - 30     
  • გამომსვლელი - 38mm(1.5")   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 5m

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ფუნქციები

Kattolini წყლის ტუმბო QB60 (AL)

Kattolini- ის წყლის პომპა საუკეთესოა. საშუალო სიმძლავრე აქვს, თუმცა, შედარებით მსუბუქ საქმეს თავს იდეალურად ართმევს. ინსტრუმენტი ზედაპირზე მონტაჟება და თან ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

KATTOLINI wylis tumbo

  • ბრენდი - KATTOLINI   
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო           
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP     
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 5.2 
  • კვების წყარო - 220-240V           
  • წარმადობა (Max) - 1.8m3/h   
  • სიმაღლე (Max) - 30     
  • შემსვლელი - 25mm(1'')           
  • გამომსვლელი - 25mm(1'')       
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ამოტუმბვის სიღრმე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომფორტულობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება