ტოპ 3 სანდო და ხელმისაწვდომი ნათურა |
ტოპ 3 სანდო და ხელმისაწვდომი ნათურა |
ნათურა ძალიან ხშირად მოხმარებადი ნივთია და გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მაღალი ხარისხის უნდა იყოს, რათა დიდხანს და ამავდროულად, ეფექტურად იმუშაოს. ასეთი ხელსაწყოების პოვნა კი მარტივია, როცა Holst.ge არსებობს. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ყოველმხრივ საიმედო და კომფორტულია. ამ დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე კი პროდუქტი ზოგადად მიმოვიხილოთ.
პირველ რიგში, სამუშაო რესურსით უნდა დაიწყოთ. რაც უფრო მაღალი აქვს ეს მაჩვენებელი, მით უფრო დიდხანს და კარგად მუშაობს ლედ ნათურები. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ. ასევე, აუცილებელია გადახედოთ სიმძლავრის მაჩვენებელს. თუ გინდათ, რომ ნათურამ მთელი ოთახი გაანათოს და კუთხეებსაც კი მისწვდეს, მაშინ რაც შეიძლება მძლავრი ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ. სხვა შემთხვევაში კი საშუალო ან დაბალი ძალაც სრულიად დამაკმაყოფილებელია. ასევე, არ გამოგრჩეთ ფერის ტემპერატურა. ძირითადად, ორგვარი ნათება არსებობს. ერთი უფრო ყვითელი ფერებით ხასიათდება და შესაბამისად, თბილ ნათებას უწოდებენ, ხოლო მეორე თეთრია და უფრო ცივი ფერებით ხასიათდება. აქ კი ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ჩვენი რჩევა კი შემდეგია: საძინებლისა და ზოგადად სახლისთვის, თბილი ნათება უმჯობესია, ხოლო ოფისებსა და მსგავს დაწესებულებებს უფრო თეთრი ფერები უხდება. თუმცა, ესეც გემოვნების საკითხია.
ნათურების მიმართულებით სამი ბრენდი გამოირჩევა, ესენია: Luxram, Linus და Ledex-ი. სამივე მათგანი მომხმარებლებს მუდმივად ხარისხიანი პროდუქტებით ანებივრებს. ინსტრუმენტები მაღალი სამუშაო რესურსითა და ფუნქციებით გამოირჩევა. მოკლედ, რომელი საიტზე განთავსებული ბრენდის ნათურაც უნდა აირჩიოთ, ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ კმაყოფილი იქნებით.
ხარისხიან ხელსაწყოებზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ გარდა ამისა, კიდევ რა დადებითი მხარე აქვს ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს? უკვე იცით, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ? დიახ, მაღაზიაში წასვლა საჭირო არ არის და ეს ამბავი საუკეთესოა მათთვის, ვისაც ფიზიკური შოპინგი არ უყვარს. თუ თქვენც ყველაფრის ონლაინ შეძენა გიყვართ, Holst-თან კარგად იმეგობრებთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და თუ შენაძენი 50 ლარს გადააჭარბებს, მაშინ მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. გამოწერილ ნივთებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, სრულიად უვნებლად და სწრაფად მოგაწვდით.
LUXRAM L1801233 Filament LED ნათურა ბურთი 2W E27 2700K
Luxram-ის ნათურა განათების სიმძლავრით გამოირჩევა. ხელსაწყოს ყველა მონაცემი ისეთი აქვს, რომ თავისუფლად გაანათებს დიდ ტერიტორიას. ამიტომ, თუ ასეთ ინსტრუმენტს ეძებთ, მაშინ ეს კონკრეტული ნათურა ზუსტად შესაფერისია. ამასთანავე, ხელსაწყო საკმაოდ ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგად ანათებს, მაგრამ მცირე ელექტრი ენერგიას მოითხოვს.
უპირატესობები:
ტრადიციულად, Linus-ი ფუნქციურად გამართულ და ხარისხიან ინსტრუმენტს გთავაზობთ. ხელსაწყოს სიმძლავრის მაღალი კონვერტაცია და ვაზნის ტიპი აქვს. ამასთანავე, არც სამუშაო რესურსსა და ენერგოეფექტურობას აკლებს. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში ტალონს კარგად გამოიყენებთ.
უპირატესობები:
Ledex-ის ნათურები რომ საუკეთესოა, ორი აზრი არ არსებობს. კონკრეტულ ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და გამძლეობითაც გამორჩეულია. ხელსაწყოს დიდხანს და ეფექტურად მუშაობაში ხელს არაფერი უშლის.
უპირატესობები: