ტოპ 3 სანდო ჰაერის კომპრესორი, რომელიც ყველას სჭირდება |
ტოპ 3 სანდო ჰაერის კომპრესორი, რომელიც ყველას სჭირდება |
გსმენიათ თუ არა ორიოდე სიტყვა, ჰაერის კომპრესორის შესახებ? სამშენებლო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ხელსაწოზე ბევრი ეცოდინებათ, რადგან მის გარეშე რიგი საქმეები კარგად ვერ სრულდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დამწყები ხართ და ამ სფეროში ფეხს ახლა იკიდებთ, შეიძლება ინსტრუმენტის შესახებ არ იცოდეთ. ეს პრობლემა სულაც არ არის. ჩვენ აქ სწორედ ამისთვის ვართ. კომპრესორის შესახებ, ბლოგში ბევრ საინტერესო ინფორმაციას ამოიკითხავთ. ამიტომ, თუ ეს თემა გაინტერესებთ, კომფორტულად მოეწყვეთ და კითხვა განაგრძეთ.
ჰაერის კომპრესორი კარგად გამოსაყენებელი ხელსაწყოა და ძირითადად, სხვადასხვა საამქროებსა და საწარმოებში შეხვდებით. ასევე, ავტოსახელოსნოებშიც აქტიურად გამოიყენება. ინსტრუმენტის მთავარი ფუნქცია სხვა ხელსაწყოების ენერგიით მომარაგებაა. თავად კომპრესორი დიდ რესურსებს ფლობს და სწორედ ამიტომ, სხვისთვის განაწილებაც არ უჭირს, ზუსტად ამისთვისაა შექმნილი. როგორც წესი, კომპრესორი ერთ ან რამდენიმე ინსტრუმენტს იმაგრებს, მაღალი წნევით დიდ ძალას აწვდის, რაც ხელსაწყოებს სწრაფად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
როცა საქმე კომპრესორს ეხება, გასათვალისწინებელი ბევრი დეტალია, მაგრამ მათ შორის, რამდენიმეს მაინც უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ. პირველ რიგში, თვალი გადაავლეთ სიმძლავრესა და მოცულობას. პირველი საკითხი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ძალა ყველაფერს ნიშნავს. სიმძლავრეზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირველ რიგში, ის, თუ რამდენად სწრაფად იმუშავებს ჰაერის კომპრესორი. თუ გინდათ, რომ ხელსაწყომ საქმე მოკლე დროში შეასრულოს და ამავდროულად, ძალიან ხარისხიანად, მაშინ რაც შეიძლება მძლავრ ინსტრუმენტს გირჩევთ. პროფესიონალებისთვის, რომლებიც კომპრესორს აქტიურად იყენებენ, ზუსტად ასეთი მაღალმონაცემებიანი მოდელებია განკუთვნილი.
რა შეიძლება ითქვას მოცულობაზე? ეს საკითხიც უმნიშვნელოვანესია. ამ კუთხით კომპრესორები, ძირითადად, სამ მიმართულებად იყოფა: მაღალი, საშუალო და დაბალი მოცულობის მქონეებად. რატომ არის ტევადობა ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტს მაღალი მონაცემები აქვს, შეუძლია რამდენიმე ხელსაწყო დაიმაგროს და დიდი რაოდენობით ძალა მიაწოდოს. გამოდის რომ ერთდროულად, სხვადასხვა ინსტრუმენტს ამუშავებს, საქმე კი სწრაფად სრულდება. ასეთი კომპრესორი დიდ საამქროსა და საწარმოში დაგჭირდებათ, სადაც ბევრი საქმე და ცოტა დროა. შედარებით დაბალი მოცულობის მქონეები კი მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს იმაგრებს და წნევას მას აწვდის, შესაბამისად, თუ წინ შრომატევადი სამუშაოა, ნელა შესრულება მოგიწევთ, უფრო დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ამ ტიპის ინსტრუმენტები მცირე საწარმოებში გამოგადგებათ.
მძლავრ და ტევად კომპრესორს ეძებთ? მაშინ Schpindel-ის ამ კონკრეტულ მოდელს გირჩევთ, რადგან ყველაფერი აქვს იმისთის, რომ რთულ საქმეს კარგად წარუძღვეს. ინსტრუმენტი 100 l ტევადობითა და 2.2KW ძალით გამოირჩევა. ასევე, მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.
უპირატესობები:
გერმანული ბრენდი - Schpindel-ი იმედს არასდროს გაგიცრუებთ. ამავდროულად, ფართო არჩევანს გთავაზობთ. ამიტომ, თუ საუკეთესო და მრავალფეროვან ხელსაწყოებს ეძებთ, სწორ ადგილას ხართ. ეს კონკრეტული მოდელი საშუალო სიმძლავრისა და ტევადობისაა. ასეთივე ტიპის საქმეებისთვის კი იდეალურია.
უპირატესობები:
Schpindel-ის ეს კონკრეტული მოდელი ხელმისაწდვომ ფასს, მაღალ ხარისხსა და საუკეთესო მონაცემებს აერთიანებს. კომპრესორს საშუალო დონის საქმისთვის თუ ეძებთ, ამ მოდელს კარგად გამოიყენებთ. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, პრობლემას მარტივად გადაჭრით.
უპირატესობები: