ტოპ 3 საუკეთესო ბრენდის ცირკული ხერხი

ცირკული ხერხი ის ყოვლისშემძლე ხელსაწყოა, რომელიც ხესა და ბეტონს გულმოდგინეთ ამუშავებს და ზუსტად იმ შედეგს დებს, რომლითაც ყველა კმაყოფილია. ინსტრუმენტს მართლაც რომ ყველა საქებარი სიტყვა ეკუთვნის, რადგან დაკისრებულ მოვალეობას თავს იდეალურად ართმევს. თუ ამ ორ მასალაზე მუშაობთ, მაშინ უკვე ყველაფერი გეცოდინებათ, ცირკული ხერხის უნიკალურ შესაძლებლობებზე. სხვა შემთხვევაში კი აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ ხელსაწყოს შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგაწოდოთ.

რომელი მახასიათებლით უნდა დაიწყოთ ხელსაწყოს შერჩევა?

ცირკული ხერხი საკმაოდ მარტივად შესარჩევი ხელსაწყოა იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად იცით, რა დონის საქმის შესრულება მოუწევს. ყველაფერი რომ მეტად გასაგები იყოს, მოდით, სხვანაირადაც განვავრცოთ. პირველ რიგში, ყურადღება სიმძლავრეს უნდა მიაქციოთ, მანამდე კი განსაზღვროთ, ინსტრუმენტს რთული სამუშაოების შესრულება მოუწევს თუ შედარებით მსუბუქის? თუ ცირკულმა ხერხმა საკმაოდ შრომატევად საქმეს უნდა ჩასჭიდოს თავისი მჭრელი პირი, მაშინ რაც შეიძლება მძლავრი და მაღალი მონაცემების მქონე უნდა შეიძინოთ. ასე ყველაფერი ბევრად გამარტივდება. თუმცა, არსებობს ოდნავ განსხვავებული სიტუაციები, როცა მაქსიმალურად მძლავრი ინსტრუმენტი საჭირო არ არის და უფრო დაბალი ძალითაც კარგად შეასრულებთ საქმეს. მაგალითად, საშუალო სირთულის პროექტებს კარგად უმკლავდება დაბალი სიმძლავრის ცირკული ხერხი და ასეთ დროს მათ გირჩევთ.

კიდევ რომელი მახასიათებლებია მნიშვნელოვანი?

სიმძლავრე მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა მახასიათებლებიც უნდა გაითვალსიწინოთ. მაგალითად, აუცილებელია, გადახედოთ მუშაობის სიღრმის მაჩვენებელს. ეს უკანასკნელი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რამდენად ღრმად დაამუშავებს ინსტრუმენტი ხესა და ბეტონს. ასევე, საყურადღებო მონაცემებია: ბრუნვის სიჩქარე, დახრის კუთხე და სხვა.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს?

Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. ნაწილს გზა და გზა თავად აღმოაჩენთ, ნაწილზე კი ჩვენ გიამბობთ. პირველი უპირატესობა სახლიდან გაუსვლელად ინსტრუმენტების შეძენაა. ხელსაწყოებს საიტიდან იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ვრცელდება. ხელსაწყოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგაწვდით. თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. დამტკიცების შემთხვევაში კი თქვენთვის სასურველ გრაფიკს ირჩევთ და თანხას ეტაპობრივად იხდით. ასევე, უმნიშვნელოვანესია ინსტრუმენტების მაღალი ხარისხი. ჩვენთან მხოლოდ საუეკთესო ბრენდებს და ხელსაწყოებს გადააწყდებით. ნებისმიერი ინსტრუმენტის არჩევის შემთხვევაში, თქვენს ხელთ უმაღლესი ხარისხის ხელსაწყო იქნება.

Dewalt - DWS773-QS ცირკული ხერხი 216mm 1300W

Dewalt-ის საუკეთესოობა საქვეყნოდ ცნობილია. ბრენდი მუდამ გამორჩეულ ინსტრუმენტებს გვთავაზობს და ზუსტად ასეა ცირკული ხერხის შემთხვევაშიც. ხელსაწყო ორივე მასალას საკმაოდ ღრმად ამუშავებს. ასევე, მაღალი აქვს დახრის კუთხეც. ცირკულ ხერხს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, საჭრელი დისკი და გასაღები. ხელსაწყოს მაღალის სამუშაო რესურსი და სიმძლავე აქვს.

Dewalt cirkuli xerxi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი   
  • ზომა - 216mm         
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048636237     
  • წონა (კგ) - 14
  • კვების წყარო - 220-240V   
  • კომპლექტაცია - საჭრელი დისკი + გასაღები   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-4500min     
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°       
  • მუშაობის სიღრმე - 45°/45° - ზე - 190x48mm; 45°/90° - ზე - 177x62mm; 90°/45° - ზე - 173x62mm

უპირატესობები:

  • მაღალი დახრის კუთხე
  • მუშაობის სიღრმე
  • დამატებითი ნივთები
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლეობა

TOLSEN TOL2225-87282 ელ.ცირკული ხერხი 190მმ ელემენტის გარეშე MP20V

Tolsen-ის ცირკული ხერხი რთულ სამუშაოსაც თამამად გაუძღვება და კარგადაც შეასრულებს. ინსტრუმენტს მაღალი ბრუნვის სიჩქარე და უნახშირო მოტორი აქვს. ასევე, გამოირჩევა ძლიერი ელემენტით და ფუნქციებით.

Tolsen cirkuli xerxi

  • ბრენდი - TOLSEN 
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი   
  • სიმძლავრე - 20V     
  • ზომა - 185mm         
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528797258     
  • წონა (კგ) - 4.45         
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 3800min         
  • მოტორი - უნახშირო         
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°       
  • მუშაობის სიღრმე - 90° x 0° – 62mm 45° x 0° – 43mm

უპირატესობები:

  • ძლიერი კვების წყარო - ელემენტი
  • ფუნქციები
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • უნახშირო მოტორი
  • მაღალი ხარისხი

CROWN CT15199-185-ცირკული ხერხი 185mm 1200W

საშუალო დონის საქმისთვის, Crown-ის ეს ცირკული ხერხი იდეალურია. ხელსაწყოს პარალელური მისაბჯენი, საცვლელი პირი და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ინსტრუმენტს საკმაოდ მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს და კარგადაც მუშაობს. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ მუდამ გქონდეთ მისი დახმარების იმედი.

Crown cirkuli xerxi

  • ბრენდი - CROWN 
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი   
  • სიმძლავრე - 1200W           
  • ზომა - 185mm         
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420626     
  • წონა (კგ) - 4.1           
  • კვების წყარო - 220-240V   
  • კომპლექტაცია - პარალელური მისაბჯენი + საცვლელი პირი         
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-5500min     
  • მუშაობის სიღრმე - 45° - 44mm / 90° - 63.5mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მუშაობის სიღრმე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • დამატებითი ნივთები
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება