ტოპ 3 საუკეთესო მტვერსასრუტი სახლისთვის |
ტოპ 3 საუკეთესო მტვერსასრუტი სახლისთვის |
როგორი იყო ცხოვრება მტვერსასრუტის გარეშე? - რთული და ორმაგად შრომატევადი. სახლის საქმეები ისედაც დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული და ამ კონკრეტული ხელსაწყოს გარეშე, ყველაფერი ბევრად ძნელი იყო. თუმცა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა და ახლა საიმედო დამხმარე შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩვენ კი რჩევებს არ დავიშურებთ.
მტვერსასრუტი მართლაც იდეალური გამოგონებაა, მაგრამ მისი სწორად შერჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა ხელსაწყო კარგი იყოს, მაგრამ თქვენ ნაკლებად გამოგადგეთ. ეს რაზეა დამოკიდებული? მარტივად გეტყვით, რომ ფუნქციებზე. მტვერსასრუტები ერთმანეთისგან სწორედ ამ კუთხით განსხვავდება. ამიტომ, თითოეულ მათგანს გულისყურით გადახედეთ.
სიმძლავრით დაიწყეთ. თუ ინსტრუმენტს ხშირად გამოიყენებთ, მაშინ რაც შეიძლება მძლავრი ხელსაწყო შეარჩიეთ. შემდეგ კი ყურადღება მიაქციეთ ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა: ფუნქციები, დამატებითი მახასიათებლები, ავზის მოცულობა, კვების წყარო და ა.შ.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ყველაფრითაა აღჭურვილი - ხარისხიანი ინსტრუმენტებით დაწყებული, დროული მიტანის სერვისით დასრულებული. Holst.ge-ზე ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი ვრცელდება ყველგან - თბილისსა და რეგიონებში. გამოწერილი ხელსაწყოები კი თქვენამდე საკმაოდ მალე მოვა და უვნებელი ჩაგბარდებათ.
Black and Decker ხარისხითა და მრავალფეროვნებით გამორჩეული ბრენდია. სწორედ ამიტომ, ბლოგში ერთს კი არა, რამდენიმე ინსტრუმენტს განვიხილავთ. ეს კონკრეტული მტვერსასრუტი მაღალი სიმძლავრისაა და ტევადი ავზი აქვს, რაც უკვე ბევრზე მეტყველებს. ინსტრუმენტს შეუძლია ორთქლით წმენდა, შესრუტვა და გაშრობა. ხელსაწყო იდეალურად მუშაობს და თქვენი მარჯვენა ხელი შეძენის დღიდანვე გახდება.
უპირატესობები:
Black and Decker-ის მეორე მტვერსასრუტი ხელისაა და ელემენტზე მუშაობს. პირველი მოდელისგან რადიკალურად განსხვავდება. ინსტრუმენტი მტვრის ძლიერი შესრუტვის, ასევე კუთხეებისა და სხვადასხვა ზედაპირის წმენდის უნარს ფლობს. ხელსაწყო სულ რაღაც 4 საათში იტენება და ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას.
უპირატესობები:
ელემენტზე მომუშავე ამ ხელის მტვერსასრუტს ბევრი დადებითი ფუნქცია აქვს და ესენია: მტვრის ძლიერი შესრუტვა, მტვრის ნაწილაკების და ალერგენების შესრუტვა და გაწმენდა, ნებისმიერი ზედაპირის გაწმენდა, რეცხვადი ფილტრი, უსიამოვნო სუნის გაქრობა და ჰაერის ფილტრაცია.
უპირატესობები: