ტოპ 3 საუკეთესო პულივიზატორი |
ტოპ 3 საუკეთესო პულივიზატორი |
პულივიზატორი კედლების გაფერადებაში დაგეხმარებათ. სხვადასხვა სივრცეს ახალ ელფერს შესძენს და მეტად სასიამოვნოს გახდის. რაც მთავრია მარტივად საქმიანობს. ხელსაწყოს მეშვეობით სამღებრო სამუშაოებს, მოკლე დროში დაასრულებთ. პულივიზატორი საღებავს ყველა მიმართულებით თანაბრად ანაწილებს. ასე რომ, ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს.
ამჯერად, Crown- ის გამძლე და კომფაქტურ პულივიზატორებს წარმოგიდგენთ. სიმძლავრეს, მოცულობას, შესაფრქვევი ლულის ზომასა და სხვა მახასიათებლებს,თქვენს საჭიროებებს შეუსაბამებთ. ეს მხოლოდ მცირედია, იმ სამღებრო ინსტრუმენტებს შორის, რომლებიც Holst.ge- ზე დაგხვდებათ. სხვადახვა ბრენდი და ხელსაწყო თქვენს სურვილებს მოერგება. გარდა ამისა, სახლიდან გაუსვლელად იძენთ და უფასო მიტანით სარგებლობთ. ყველაფერი მეტად ნათელი რომ გახდეს, დეტალურად განვიხილოთ თითოეული პულივიზატორის მახასიათებელი.
თუ ბევრი საქმე და ცოტა დრო გაქვთ, Crown ელექტრო პულივიზატორი დაგეხმარებათ. ხარისხიანი და ენერგიული ხელსაწყო საქმეს სწრაფად ასრულებს. რა უწყობს ამაში ხელს? სიმძლავრე, შესაფრქვევი ლულის ზომა, წნევა და სხვა ძლიერი მონაცემები. პულივიტაზორს ტევადი ავზი აქვს. დიდი მოცულობა კი, მეტ კომფორტს ნიშნავს. ავზის მუდმივი კონტროლი და საღებავის ხშირად ჩამატება არ მოგიწევთ. ამავდროულად, საკმაოდ მსუბუქია, მართალია ერთი შეხედვით მოუხერხებელი ჩანს, მაგრამ ასე არ არის. მძლავრი მონაცემების ხელსაწყოსთვის, ნორმალური წონა და დიზაინია.
უპირატესობები:
Crown- ის მეორე პულივიზატორი ზემოთ განხილულს, სიმძლავრით, სულ ოდნავ ჩამორჩება. ამის მიუხედავად, დიდ პროექტებსა და რთულ საქმეზე, მაინც გამართულად მუშაობს. სამაგიეროდ მეტად ტევადია. ავზიის დიდი მოცულობა კი, საქმეს ამარტივებს. მაგალითად, თუ სიმაღლეზე მუშაობთ და საღებავის ყუთის ატანა შეუძლებელია, პულივიზატორი ბევრ სითხეს დაიტევს. ყოველ შემთხვევაში წამდაუწუმ შევსება არ მოგიწევთ. ხელსაწყოს საშუალო წონა და ერთ წლიანი გარანტია აქვს.
უპირატესობები:
შემდეგი ელექტრო პულივიზატორი მსუბუქი და კომპაქტურია. საშუალო სიმძლავრითა და ავზის მოცულობით ხასიათდება. ხელსაწყო გამძლეა და შესაფრქვევი ლულის ზომაც დიდი აქვს. რეგულირებადი ცხვირის ტიპი მეტ მოხერხებულობას მატებს. ამ ფუნქციის მეშვეობით, თვქენს ზომასა და საჭიროებებზე მოირგებთ. ინსტრუმენტს ხელმისწვდომი ფასი და ერთ წლიანი გარანტია აქვს. დიდ პროექტებზე მუშაობა შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ საუკეთესოა მცირე სამუშაოსთვის. თუ საქმის მოყვარული ბრძანდებით და პირველ ნაბიჯს დგამთ, მაშინ სწორედ ასეთი პულივიზატორი დაგემარებათ.
უპირატესობები: