ტოპ 3 სხვადასხვა სახის ცირკული ხერხი

იცით თუ არა, რისთვის გამოიყენება ცირკული ხერხი? ბლოგში ამ არაჩვეულებრივ ხელსაწყოზე ვისაუბრებთ და ვეცდებით, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ. სწორედ ამიტომ, წინ საინტერესო საკითხავი გელოდებათ. მაშ, მოემზადეთ და დავიწყოთ!

რა არის და რისთვის გამოიყენება ცირკული ხერხი ?

ცირკული ხერხი ელექტრო მოწყობილობაა, რომელიც საკმაოდ რთულ მისიას ასრულებს. ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულება ხისა და ბეტონის დამუშავებაა. შეიძლება მარტივად ჟღერს, მაგრამ საკმაოდ სპეციფიკური საქმეა და დიდ ოსტატობას მოითხოვს. ცირკულ ხერხს კი ეს უკანასკნელი ნამდვილად არ ეშლება. ხელსაწყო ორივე მასალას გულდასმით ამუშავებს. ყველაფერს ისე კარგად ასრულებს, რომ უკმაყოფილოს არავის ტოვებს.

როგორ უნდა შეარჩიო ცირკული ხერხი ?

ინსტრუმენტის შერჩევა მარტივდება, როცა მახასიათებლებს კარგად ეცნობით. სასურველია თითოელ მონაცემს გადახედოთ, გული შეაჯეროთ, სხვა მოდელებს შეადაროთ და ამის შემდეგ შეიძინოთ. ამ მეთოდით ინსტრუმენტს სწორად შეარჩევთ, ზუსტად თქვენს საქმეს მოარგებთ.

რომელი მახასიათებლებია ორმაგად საყურადღებო ?

ყველა მონაცემს უნდა გადახედოთ, მაგრამ რამდენიმეს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ. პირველ რიგში, სიმძლავრე გაითვალისწინეთ. მაღალი ძალის მქონე ცირკული ხერხი, რთულ საქმეებზე გამოგადგებათ. დატვირთული მუშაობა ხელსაწყოსთვის დაბრკოლება არ არის, პირიქით, სამუშაოს თავს არაჩვეულებრივად ართმევს. ამიტომ, შედარებით შრომატევადი საქმისთვის, მაქსიმალურად მძლავრი ცირკული ხერხი შეარჩიეთ. ასევე, არსებობს საშუალო და დაბალი სიმძლავრის მქონე ინსტრუმენტები. ამ ტიპის ხელსაწყოები შედარებით მსუბუქი სამუშაოებისთვის გამოგადგებათ. შეიძლება გადატვირთულ რეჟიმს ვერ გაუძლოს, მაგრამ მცირეხნიანი საქმისთვის იდეალურია. ასევე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მუშაობის სიღრმე და ბრუნვის სიჩქარე. ძირითადად, ამ ორ მახასიათებელზეც იმავე წესი ვრცელდება, რაც სიმძლავრეზე. ამიტომ, გირჩევთ, ყველაფერს გულდასმით გადახედოთ.

რატომ უნდა შეიძინოთ ცირკული ხერხი Holst.ge- ზე ?

ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ეს სიმარტივესა და კომფორტში გამოიხატება. Holst.ge- ზე შეძენის შემთხვევაში, სახლიდან გასვლა არ მოგიწევთ. სასურველ ნივთებს იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიწოდება, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასოა. ამ მეთოდით ბევრ დროს ზოგავთ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მხოლოდ ეს არ არის. Holst.ge - ზე უმაღლესი ხარისხის ბრენდებია წარმოდგენილი. მრავალჯერადი ტესტირების შედეგად გადარჩეული ხელსაწყოები, ისეთები, რომლებმაც ყველა გამოცდა ჩააბარა. კიდევ ერთი უპირატესობა ფართო არჩევანია. ჩვენთან მხოლოდ ერთსა და ორ ინსტრუმენტს კი არა, ბევრად მეტს იხილავთ. არჩევნის საშუალება კი ნამდვილად კარგია. მგონი, კითხვაზე თუ რატომ Holst.ge?, პასუხი ნათელია. გზა და გზა კიდევ ბევრ უპირატესობას აღმოაჩენთ. ახლა კი კონკრეტული ხელსაწყოების განხილვაზე გადავიდეთ.

STANLEY SC16-RU ცირკული ხერხი 1600W 190mm

Stanley -ი ბუმბერაზი ბრენდია. ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება, ყველამ იცის, თუ რა ხარისხან ხელსაწყოებს აწარმოებს. ზუსტად ასეა ცირკული ხერხის შემთხვევაში. კონკრეტული მოდელი მძლავრია, საკმაოდ ღრმად მუშაობს და ბრუნვის სიჩქარეც მაღალია. მოკლედ, ყველაფერი აქვს იმისთის, რომ რთულ საქმეზე მუშაობის ამბიცია ჰქონდეს. მართლაც რომ ყველა სირთულეს იდეალურად უმკლავდება.

STANLEY cirkuli xerxi

  • ბრენდი - STANLEY 
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი         
  • სიმძლავრე - 1600W
  • ზომა - 190mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-5500min         
  • მუშაობის სიღრმე - 45° - 50mm; 90° - 65mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ბრუნვის სიჩქარე
  • მუშაობის სიღრმე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა

CROWN CT15188-ცირკული ხერხი 190mm 1500W

Crown- ის ცირკული ხერხი საშუალო სიმძლავრისაა და კარგი იქნება, თუ ძალიან არ გადატვირთავთ. საქმეს კი თავს კარგად ართმევს, გულდასმით მუშაობს და შედეგსაც საუკეთესოს დებს.

Crown cirkuli xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი         
  • სიმძლავრე - 1500W
  • ზომა - 190mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 4.4
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-5500min         
  • მუშაობის სიღრმე - 45° - 66mm/ 90° - 46mm

კომპლექტაცია:      

  • პარალელური მისაბჯენი
  • საცვლელი პირი

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია

TOLSEN TOL1637-79532 ცირკული ხერხი 1300w,185mm

Tolsen- ის კონკრეტული ცირკული ხერხი, შედარებით დაბალი სიმძლავრისაა. გირჩევთ, მსუბუქი საქმეებისთვის შეიძინოთ. ინსტრუმენტს თან ახლავს პარალელური მისაბჯენი და გარანტია.

Tolsen cirkuli xerxi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი         
  • სიმძლავრე - 1300W
  • ზომა - 185mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 4.6
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 5000min
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°
  • მუშაობის სიღრმე - 0-65mm 

კომპლექტაცია:      

  • პარალელური მისაბჯენი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • კომპლექტაცია
  • ფუნქციები
  • ერთ წლიანი გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება