| ტოპ 3 თქვენზე მორგებული ჰაერის კომპრესორი |
| ტოპ 3 თქვენზე მორგებული ჰაერის კომპრესორი |
ჰაერის კომპრესორი აუცილელად უნდა გქონდეთ, თუ ავეჯის საწარმოს, საამქროს ან მსგავსი ტიპის დაწესებულებას ფლობთ. ხელსაწყო საქმეს გაგიმარტივებთ, მუშაობა ბევრად უფრო კომფორტული იქნება. რაც მთავარია, ყველაფერი სწრაფად შესრულდება, დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ, ერთ-ერთი უპირატესობა ესაა. საქმეს კი მართლაც ხარისხიანად ასრულებს, წუნს ვერ უპოვით. თუმცა, ხელსაწყოს შეძენამდე, რამდენიმე მახასიათებელი უნდა გაითვალისწინოთ. ასე უფრო უკეთ განსაზღვრავთ, თუ რომელი კომპრესორი გჭირდებათ. ამ საკითხებში ჩვენ გაგარკვევთ და ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ.
ინსტრუმენტს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საქმე აქვს ჩაბარებული, კერძოდ, სხვა ხელსაწყოების ამუშავება. დიახ, ამ ყველაფერზე კომპრესორია პასუხისმგებელი. ის სხვა ინსტრუმენტებს იმაგრებს და მაღალი წნევის მეშვეობით ამუშავებს. რომ არა კომპრესორი, საქმე სანახევროდ ან შეიძლება სულაც ვერ შესრულებულიყო.
ინსტრუმენტის შერჩევისას, ბევრი საკითხი უნდა გაითვალისწინოთ, ყურადღებას ყველა დეტალი ითხოვს, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხებიც, რომლებიც პრიორიტეტულია. ზუსტად ასეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლებია: სიმძლავრე და მოცულობა. რა ინფორმაციას გვაძლევს თითოეული მათგანი? ჰაერის კომპრესორები, ძირითადად, სამი სახისაა: მაღალი, საშუალო და დაბალი სიმძლავრის მქონე. ასევეა ავზის მოცულობის მხრივ და არსებობს დიდი, საშუალო და პატარა მოცულობის ჰაერის კომპრესორები. რაც უფრო მაღალია ინსტრუმენტის მონაცემები, მით მეტ ხელსაწყოს იერთებს და ამუშავებს. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, რომ დიდი საწარმოებისთვის მძლავრი და ტევადი კომპრესორი შეიძინოთ. ასე საქმე ბევრად სწრაფად და მარტივად შესრულდება. მცირე საამქორებისთვის კი, დაბალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტი გამოგადგებათ. საშუალო დონის საქმეს, ასეთი ხელსაწყოები კარგად ერგება.
კომპრესორი მსუბუქიაო რომ ვთქვათ, ტყუილი იქნება. ინსტრუმენტი საკმაოდ მძიმეა და მაღაზიიდან სახლში წაღება ზოგჯერ პრობლემაა. Holst.ge- ზე შეძენის შემთხვევაში, ამ ყველაფერზე ფიქრი არ მოგიწევთ. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან, ნივთებს იწერთ და თქვენამდე მარტივად მოდის. მაღაზიაში წასვლა, რიგში დგომა და სხვა უსიამოვნებები არ გიწევთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. გარდა ამისა, Holst- ი კიდევ ბევრ უპირატესობას ფლობს. ხარისხიანი ხელსაწყობი აღნიშვნას იმსახურებს. ჩვენთან თითოეულ ინსტრუმენტს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და დიდხანს ძლებს. ეს კი თავისთავად დიდი უპირატესობაა. ახლა კი რამდენიმე ჰაერის კომპრესორი დეტალურად განვიხილოთ.
მძლავრ და დიდი ავზის მქონე კომპრესორს ხომ არ ეძებთ? თუ კი, მაშინ ეს მოდელი იდეალურია და კარგად გამოიყენებთ. ხელსაწყოს მაღალი ბრუნვის სიჩქარე, წარმადობა, მოცულობა, სიმძლავრე და წნევა აქვს. სხვა არც არაფერი სჭირდება, იმისთვის, რომ რთული საქმე შეასრულოს. კონკრეტული კომპეროსი ყველანაირ სამუშაოს გაუმკლავდება. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. საინტერესოა, რა დროს შეიძლება დაგჭირდეთ ? საგარანტიო ტალონი მაშინ გამოგადგებათ, თუ ხელსაწყოს ქარხნული დეფექტი ექნება. ასეთ შემთხვევაში ინსტრუმენტი სერვის ცენტრში უნდა წაიღოთ და პრობლემასაც სწრაფად გადაჭრით.

უპირატესობები:
მეორე ჰაერის კომპრესორი საშუალო სიმძლავრისაა და ასეთივე ავზი აქვს. უჯობესი იქნება, თუ ძალიან არ გადატვირთავთ. ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსები აქვს და ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

უპირატესობები:
24 ლიტრიანი ჰაერის კომპრესორი, მარტივ სამუშაოებს კარგად უმკლავდება, სიმძლავრეც ხელს უწყობს. Schpindel-ის ამ ხელსაწყოს სრულ რეკომენდიაცას ვუწევთ.

უპირატესობები: