ტოპ 3 უმაღლესი ხარისხის შესაწამლი აპარატი

ზაფხული და ცხელი დღეები მძვინვარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარეებს ჩვენი ყურადღება სჭირდება. კი, მაგრამ რაში გამოიხატება ეს ყოველივე? პირველ რიგში, მიწის შემოწმებაში, ხომ არ გამოიფიტა, დატენიანებას თუ საჭიროებს და ა.შ. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის, ზოგჯერ საქმე უფრო სერიოზულადაა. ხშირად მცენარეებს სხვადასხვა პრეპარატის დახმარება სჭირდება. საუბარი შესაწამლი აპარატებისკენ მიგვყავს, რადგან ეს საქმის შესასრულებელი ერთადერთი კომფორტული გზაა. სპეციალური აპარატის მეშვეობით, მცენარეებს მარტივად შეწამლავთ და დისკომფორტს ვერცერთ წუთს ვერ იგრძნობთ.

როგორ მუშაობს შესაწამლი აპარატი?

თითქმის ყველა შესაწამლი აპარატი ძალიან კომფორტულია. თუმცა, არსებობს კიდევ უფრო მეტად კომპაქტური ინსტრუმენტები, რომლებსაც ბლოგში შემოგთავაზებთ. ხელსაწყო მარტივი აგებულებისაა. მხოლოდ შესაწამლი სითხის სიმძიმე თუ შეგიქმნით მცირეოდენ დისკომფორტს, თორემ თავად აპარატები საკმაოდ მსუბუქია. ინსტრუმენტს სპეციალური სითხის ჩასასხამი სივრცე აქვს და სწორედ აქ თავსდება სხვადასხვა ნივთიერება. შემდეგ კი შესაფრქვევი თავის მეშვეობით კარგად ნაწილდება. ყველაფერი იმაზე მარტივადაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის კი დაზუსტებით ვიცით, რომ ინსტრუმენტის დახმარებით სრულიად კომფორტულად იმუშავებთ.

რომელი განსხვავება უნდა გაითვალისწინო შერჩევის პროცესში?

მოცულობა ზუსტად ის მახასიათებელია, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ზოგიერთი შესაწამლი აპარატი მეტად ტევადია, ვიდრე სხვა მოდელები. სწორედ ამიტომ, შეძენამდე თვალი უნდა გადაავლოთ და ყურადღებით შეარჩიოთ. ჩვენი რჩევა კი ასეთია: თუ შესაწამლი აპარატი დიდი ტერიტორიისთვის გსურთ და ხშირად გამოყენება გიწევთ, მაშინ ტევადი ავზის მქონე ინსტრუმენტი შეიძინეთ. იმ შემთხვევაში, თუ მცირე სივრცისთვის გსურთ, მაგალითად, ეზოსთვის და ა.აშ. მაშინ ნაკლებად ტევადი ავზი გამოგადგებათ.

აქვს თუ არა შესაწამლ აპარატს ალტერნატივა?

იმით დავიწყოთ, რომ თუ კომფორტის მოყვარული ხარათ, მაშინ ალტერნატივა არ აქვს. შესაწამლ აპარატს მეტად მოსახერხებელ ინსტრუმენტს ვერ იპოვით. ხელსაწყოს დახმარებით სწრაფად და მარტივად იმუშავებთ. ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?!

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ის?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი უპირატესობებით სავსეა. პირველ რიგში, ეს იმაში გამოიხატება, რომ ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ყველას ერთხელ მაინც გვინატრია მსგავსი სერვისი, სახლიდან გასვლა რომ არ გჭირდება და რასაც მოინდომებ, ყველაფერი შენამდე მოდის. დანარჩენი არ ვიცით, მაგრამ ინსტრუმენტებს რომ უვნებელს ჩაგაბარებთ და თანაც სწრაფად, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ეს ყველაფერი არ არის და უპირატესობები გრძელდება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. ინსტრუმენტებს მხოლოდ თბილისში კი არა, რეგიონებშიც მოგაწვდით. ცალკე საკითხია ხელსაწყოების უმაღლესი ხარისხი. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ამ კუთხითაც გამორჩეულია. Holst.ge-ზე მხოლოდ რჩეული ბრენდებია განთავსებული. თითოეული ხელსაწყო დიდი რუდუნებითაა შერჩეული, შესაბამისად, ხარისხი საუკეთესოა. კიდევ ერთი უპირატესობა განვადებით სარგებლობის შესაძლებლობაა. თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, მაგრამ ხელსაწყო სასწრაფოდ გჭირდებათ, განვადება დამხმარე ძალაა. დამტკიცების შემთხვევაში გადასახდელ თანხას სასურველიი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად იხდით.

Lux Garden GSP-25L შესაწამლი აპარატი ბენზინზე

Lux Garden-ი ზოგადადაც ცნობილი ბრენდია, თუმცა, განსაკუთრებით ცნობილი შესაწამლი აპარატების კუთხითაა. ამ კონკრეტულ მოდელს რაც შეეხება, იდეალურად გამოიყენებთ. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ დიდი ტერიტორია გაქვთ შესაწამლი. ინსტრუმენტს საკმაოდ ტევადი ავზი აქვს, ამიტომ, წამდაუწუმ დამატება არ მოგიწევთ. ეს კი ძალიან კომფორტულია დიდხანს მუშაობის დროს, თუ მთელი დღის განმავლობაში მსგავსი ტიპის საქმით ხართ დაკავებული. ინსტრუმენტს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, შესაფრქვევი თავები და ქამარი.

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN     
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 10.2         
  • კვების წყარო - საწვავი         
  • მოცულობა - ბენზინის ავზი: 0.6 l   
  • კუბატურა - 26cc

კომპლექტაცია:      

  • შესაფრქვევი თავები
  • ქამარი

უპირატესობები:

  • ტევადი ავზი
  • კუბატურა
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარაანტია
  • კომპაქტურობა

Lux-Garden 16C-57 16L ელექტრო შესაწამლი აპარატი

მეორე შესაწამლი აპარატი ელემენტზე მუშაობს და ტევადი ავზი აქვს. ინსტრუმენტს შესაფრქვევი თავები, დამტენი და ქეისი მოყვება. დამატებითი ნივთების მეშვეობით, ბევრად უფრო კომფორტულად იმუშავებთ.

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი     
  • სიმძლავრე - 18V 2Ah
  • გარანტია - 1 წელი   
  • კვების წყარო - ელემენტზე 
  • მოცულობა - 16L       
  • წნევა - 0.2-0.4MPa     
  • წონა (კგ) - 3.9

კომპლექტაცია:      

  • შესაფრქვევი თავები
  • დამტენი
  • ქამარი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ტევადი ავზი
  • მაღალი ხარისხი       

Lux-Garden 16C-31 16L ელექტრო შესაწამლი აპარატი

Lux Garden-ი კიდევ ერთ შესაწამლ აპარატს გთავაზობთ. ხელსაწყო ძალიან კომფორტული და შედარებით მსუბუქია. ინსტრუმენტს შესაფრქვევი თავები, დამტენი და ქამარი ახლავს. სხვა შესაწამლი აპარატები კი შეგიძლიათ საიტზე იხილოთ.

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი     
  • სიმძლავრე - 12V 8Ah
  • გარანტია - 1 წელი   
  • კვების წყარო - ელემენტზე 
  • მოცულობა - 16L       
  • წნევა - 0.15-0.4MPa   
  • წარმადობა - 2.9 l/min
  • წონა (კგ) - 6.2

კომპლექტაცია:      

  • შესაფრქვევი თავები
  • დამტენი
  • ქამარი

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • კომპლექტაცია
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება