| ტოპ 3 წყლის ტუმბო, რომელიც უნდა შეიძინო |
| ტოპ 3 წყლის ტუმბო, რომელიც უნდა შეიძინო |
წყლის ტუმბო სპეციფიკური ხელსაწყოა, ამიტომ, სწორად უნდა შეარჩიოთ. თუმცა, ეს პრობლემა არ არის, ჩვენ დაგეხმარებით. სხვა მხრივ კი, საჭირო ინსტრუმენტია. ხელსაწყო ყველაფერს გაგიმარტივებთ და ისეთ შრომატევად საქმეს ჩამოგაშორებთ, როგორიცაა წყლის სიღრმიდან ზედაპირზე ამოტანა ან მისი სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილება. ამ საქმეს ზედმიწევნით კარგად ასრულებს, წუნს ვერაფერში უპოვით.
წყლის ტუმბოები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ამ სხვაობებს კი ყურადღება უნდა მიაქციოთ, რათა გამოუსადეგარი ხელსაწყო არ შეიძინოთ. ეს როგორ? არსებობს ზედაპირის და ჩასაძირი წყლის პომპა. თითოეული სახის ხელსაწყო სხვადასხვა საქმისთვის გამოიყენება. პირველ კატეგორიაში შემავალი ინსტრუმენტები, ზედაპირზე მონტაჟდება და წყალს სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს. ამ ტიპის ხელსაწყოებს ყველგან კარგად გამოიყენებთ, მაგრამ განსაკუთრებით აგარაკებსა და დიდ სახლებში. ბევრ ადგილას წყლის გადანაწილება, საკუთარი ძალებით, რთულია, ინსტრუმენტი კი ამ საქმეს თავად შეასრულებს და თქვენ გარჯა აღარ მოგიწევთ. რაც შეეხება ჩასაძირ წყლის პომპებს, სიღრმეში მონტაჟდება და ფუნქცია წყლის ზედაპირზე ამოტანაა. მთავარი ეს არის, სწორედ ამიტომ გმართებთ ყურადღება, რომ ორი სახის პომპა, ერთმანეთში არ აგერიოთ და შემთხვევით, არასწორი მოდელი არ შეიძინოთ.
ინსტრუმენტის შერჩევისას, უდიდესი მნიშვნელობა ხარისხს ენიჭება. სწორედ ამის მიხედვით ვყიდულობთ, ამა თუ იმ პროდუქტს. დიახ, ეს მართლაც საყურადღებო საკითხია. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში, მხოლოდ რჩეული ბრენდების ინსტრუმენტებს გადააწყდებით. მრავალჯერ გატესტილი ხელსაწყოები, ზუსტად ვიცით რომ კარგია, რადგან სხვა შემთხვევაში, ჩვენთან ვერ მოხვდებოდა. ასე რომ, ამ საკითხზე არ იდარდოთ, გვენდეთ და კარგ შედეგს თავად იხილავთ.
Holst-ის კიდევ ერთი უპირატესობა, სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობაა. ხელსაწყოები შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან გამოიწეროთ. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ, მაქსიმალურად სწრაფად მოგიტანთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მომსახურება უფასოა. დაგვეთანხმებით, რომ ასე ბევრად კომფორტულია, ვიდრე ადგილზე მისვლა, სალაროს რიგში დგომა და კიდევ სხვა ბევრი უსიამოვნო გზის გავლა. ონლაინ შოპინგით კი უამრავ დროს ზოგავთ.
ისეთი შემთხვევა თუ გქონიათ, როცა რაიმე კონკრეტული ნივთი სასწრაფად დაგჭირვებიათ, მაგრამ ერთიანი თანხა არ გქონიათ, რომ მაშინვე შეგეძინათ? ასეთი უსიამოვნო სიტუაცია, ერთხელ მაინც ყველას გამოგვიცდია. გამოსავალი ყველაფრიდან არსებობს, მათ შორის, ამ უკანასკნელიდანაც. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. დამტკიცების შემთხვევაში, ნივთი იმავე დღეს იგზავნება. დასაფარ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად იხდით. ეს მარტივი გზა, თავიდან ცუდ სიტუაციას აგარიდებთ.
Holst.ge- ზე შეძენილ ყველა ხელსაწყოს, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. რა არის და რისთვის გამოიყენება საგარანტიო ტალონი ? ეს კითხვა ხშირად ისმის და მის გარშემო, ბევრი მცდარი ინფორმაცია არსებობს. მოკლედ, თუ კი ხელსაწყოს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, ტალონი სწორედ ამ დროს უნდა გამოიყენოთ. ინსტრუმენტთან ერთად, სერვის ცენტრში მიიტანთ, სადაც შეაკეთებენ ან ახლით ჩაანაცვლებენ.
Leo-ს პომპა ზედაპირზე მონტაჟდება და სუფთა წყლის გადასანაწილებლად გამოიყენება. ხელსაწყო მძლავრია და გამართულად მუშაობს.

უპირატესობები:
მეორე ზედაპირის წყლის ტუმბო, გამძლე და ფუნქციურად გამართულია. ვერაფერს დაუწუნებთ, კარგად მუშაობს, ამიტომ, რეკომენდაციას ვუწევთ.

უპირატესობები:
Schpindel-ის წყლის პომპა, ოდნავ განსხვავებულია. ხელსაწყო თავსებადია ელექტრო დრელთან. ასევე, მაღალი სამუშაო რესურსები და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ინსტრუმენტი ზედაპირზე მონტაჟდება და წყალს სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს.

უპირატესობები: