ტოპ 3 ხარისხიანი სასუქი

მცენარეებისთვის ყურადღება სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოთლებს ჩამოყრიან, მოიწყენენ, დაჭკნებიან და გაქრებიან. ჩვენ კი ეს ვერსია არ გვაწყობს და სხვა გზა უნდა გამოვნახოთ. თუ მიწას მუდმივად დაატენიანებთ და სასარგებლო პრეპარატებით აავსებთ, პრობლემაც მოგვარდება. ამ ყურადღებას მცენარეები გრძნობენ და მადლიერებასაც კი გამოხატავენ. თვალწარმტაცად იშლებიან და თავს გვაწონებენ. ისეთ სიტყვებს ვამბობთ, თითქოს ადამიანებზე ვსაუბრობდეთ. თუმცა, მოვლა მართლაც რომ მნიშვნელოვანია.

რომელ კულტურას ერგება სასუქები ?

სასუქი არა მხოლოდ ყვავილების, არამედ სოფლის მეურნებისთვისაც გამოსადეგია. ციტრუსსა და მსგავსი სახის მცენარეებს აუცილებლად სჭირდება. ჩამოთვლილი სასუქები ყველა კულტურასთან თავსებადია. ამიტომ, ერთი და იმავე პრეპარატი შეგიძლიათ ყვავილებისთვისაც გამოიყენოთ და ხეხილის ბაღებისთვისაც.

ხარისხიანია თუ არა ჩამოთვლილი სასუქები ?

Holst.ge სხვადასხვა ბრენდის პრეპარატებს გთავაზობთ. Valagro, yara და idai nature ხარისხიან პროდუქტებს ქმნის. ერთმანეთისგან მწარმოებელი ქვეყნითაც განსხვავდება. იტალია, ფინეთი და ესპანეთი საუკეთესო სასუქებს გთავაზობთ. შემავალი ნივთიერებების პროცენტულობა ზომიერია. დიდი რაოდენობით არცერთი არ არის, ამიტომ, ბევრად სასარგებლოა.

Valagro - სასუქი - ბრექსილ მიქსი - 5 კგ.

პირველად Valagro - სასუქს წარმოგიდგენთ. იტალიური მიკროგრანულარული პრეპარატი საუკეთესო არჩევანია. მასში მაგნიუმის ოქსიდი, ბორი, სპილენძი, რკინა, მოლიბდენი, თუთია და მანგანუმი შედის. ყველა მათგანი საჭიროა და პროცენტულობაც ზუსტადაა გადანაწილებული. ზომიერება დაცულია, ზედმეტი ნივთიერება არცერთი არ არის.

Valagro BREXIL MIX

  • ბრენდი - VALAGRO
  • პროდუქტის ტიპი - მინერალურ-ორგანული სასუქი         
  • წონა (კგ) - 5   
  • მოცულობა - 5 კგ     
  • მოქმედი ნივთიერება - მაგნიუმის ოქსიდი - 6%; ბორი - 1.2%; სპილენძი - 0.8%; რკინა - 0.6%; მოლიბდენი - 1%; თუთია - 5%; მანგანუმი - 5%;   
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი     
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია       
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • მოცულობა
  • ხარისხი
  • მოქმედი ნივთიერებები
  • ყველა კულტურასთან თავსებადობა

Yara - გრანულირებული მინერალური სასუქი - 25კგ - იარამილა NPK 8-24-24

Yara - ს სასუქი ყველა კულტურასთან თავსებადია. ფინეთში დამზადებული პრეპარატი, ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მოცულობით საკმაოდ დიდია, ამიტომ, შეგიძიათ რამდენჯერმე გამოიყენოთ. გრანულირებული სასუქია და მარტივად გამოიყენებთ. ამავდროულად, ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

Yara yaramila

  • ბრენდი - Yara
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური სასუქი   
  • წონა (კგ) - 25.1         
  • მოცულობა - 25 kg   
  • მოქმედი ნივთიერება - 8% N (7%NH4 და 1% NO3 ),P2O5 24%, K2O-24%.S-2.8%,SO3-8%
  • პრეპარატული ფორმა - გრანულირებული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - YARA
  • მწარმოებელი ქვეყანა - ფინეთი       
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მოცულობა
  • ხარისხი

IDAI NATURE - თხევადი ორგანული სასუქი - 5 ლიტ - ფერტირეგ ექსტრა

Idai nature - ის თხევადი სასუქი ესპანური, ხარისხით კი საუკეთესოა. ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს და მცენარეებს სასარგებლო მინერალებით ავსებს. თხევადია და გამოყენებაც მარტივდება. სასუქი ყველა კულტურასთან თავსებადია. მოცულობით 5 ლიტრია. იმის გათვალისწინებით, რომ ერთ ჯერზე ბევრის გამოყენება სასურველი არ არის, პრეპარატს დიდხანს გექნებათ. ყველაფერთან ერთად კი ფასიც ხელმისაწვდომია.

Idai Nature Fertireg Extra

  • ბრენდი - Idai Nature
  • პროდუქტის ტიპი - ორგანული სასუქი     
  • წონა (კგ) - 5.2
  • მოცულობა - 5 ლ       
  • მოქმედი ნივთიერება - სულ ორგანული ნივთიერებები - 45.0%; სულ ორგანული ნახშირბადი (C) - 26.1%; სულ ამინომჟავები - 4.0%; ორგანული აზოტი (N) - 2.0%; სულ კალიუმის ოქსიდი (K2O) - 2.0%; pH5.5   
  • პრეპარატული ფორმა - თხევადი   
  • მწარმოებელი კომპანია - IDAI NATURE     
  • მწარმოებელი ქვეყანა - ესპანეთი     
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • სასარგებლო ნივთიერებები
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ყველა კულტურასთან თავსებადობა
  • მოცულობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება