| ტოპ 3 ყველაზე გამოსადეგი სარწყავი შლანგი |
| ტოპ 3 ყველაზე გამოსადეგი სარწყავი შლანგი |
სარწყავი შლანგი სულ შეიძლება დაგჭირდეთ. კონკრეტული სეზონი არ აქვს. ნებისმიერ დროს გამოიყენებთ, თუმცა, გარკვეულ პერიოდში უფრო ხშირად. მაინც როდის და სად? შლანგი იდეალურია ეზოსა და მსგავსი სივრცეებისთვის. მითუმეტეს, თუ ყვავილები გაქვთ, რადგან ხელსაწყოს მეშვეობით, მარტივად და სწრაფად მორწყავთ. გაზაფხული კი ზუსტად შესაფერისი სეზონია. მართალია, მცენარეებს წყალი სულ სჭირდება, მაგრამ სითბოში განსაკუთრებით. ამიტომ, სარწყავი შლანგი საჭირო ნივთია. მხოლოდ ეს არ არის. ინსტრუმენტი კიდევ ბევრ საქმეში გამოგადგებათ. მაგალითად, შეგიძლიათ ავტომობილის რეცხვისას დაიხმაროთ. შლანგის მეშვეობით მანქანას სწრაფად გარეცხავთ და დროს დაზოგავთ. ჩამოთვლილ მიზეზებს რომ თავი დავანებოთ, ხელსაწყოს კიდევ ბევრ სიტუაციაში გამოიყენებთ.
არჩევანი ფართოა, რაც ძალიან კარგია. თუ ერთი კონკრეტული მოდელი თქვენს საჭიროებებს ვერ მოერგო, მეორეს გადახედავთ და ა.შ. ბევრნაირი სარწყავი შლანგი არსებობს. ჩვენთან ყველანაირი სახის ინსტრუმენტს შეხვდებით. კონკრეტულად, საიტზე გადააწყდებით გრძელ, საშუალო სიგრძის, ან მოკლე შლანგს. სამივე სახის ხელსაწყოს მისი გამოყენების არეალი აქვს. პირველ კატეგორიაში შემავალი შლანგები, დიდი ტერიტორიისთვის გამოგადგებათ. ისეთებია, ნებისმიერ ადგილს რომ მიწვდება. მეორე და მესამე კატეგორიის ინსტრუმენტები კი საშუალო ან მცირე მანძილისთვისაა განკუთვნილი. გარდა ამისა, კიდევ ბევრი სხვაობაა, გზა და გზა ყველაფერს გიამბობთ.
ზოგიერთი სარწყავი შლანგი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობა და რა უნდა გაითვალისწინოთ შეძენისას ? ერთ - ერთი საყურადღებო მახასიათებელი შრეების რაოდენობაა. ზოგიერთი შლანგი 5 შრიანია, ზოგიც 3. მონაცემები მკვეთრად განსხვავდება. შეძენამდე აუცილებლად გადახედეთ, ამ და სხვა მონაცემებსაც, რათა ინსტრუმენტი სწორად შეარჩიოთ.
თუ ჯერ არ იცით, გეტყვით, რომ Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს. მართლაც ასეა, ჩვენთან ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ხელსაწყოების შესაძენად, სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. რა საჭიროა ცხოვრების გართულება, როცა ონლაინ მომსახურება არსებობს?! სიმარტივეს ფეხი უნდა ავუწყოთ. შეძენილ ნივთებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით. სადაც არ უნდა იყოთ, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი საკურიერო მომსახურება, ქვეყნის მასშტაბით, ყველგან ვრცელდება. თუ შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, საკურიერო მომსახურება უფასოა. გამოწერილი ნივთები კი თქვენამდე მალე მოვა. მოკლედ, ჩვენთან სრული კომფორტი დაგხვდებათ.
ხარისხი ყოველთვის გადამწყვეტია! ეს ფრაზა, ალბათ, ხშირად გაგიგიათ და სრულიად ვეთანხმებით. შეძენილი ხელსაწყოები გამძლე და მაღალი სამუშაო რესურსების მქონე უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში არაფერში გამოგადგებათ. სწორედ ამიტომ, მხოლოდ სანდო ბრენდების პროდუქტები უნდა შეიძინოთ. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში კი, ზუსტად ასეთი ინსტრუმენტებია. საიტზე განთავსებული ყველა ბრენდი, მაღალი სანდოობით გამოირჩევა.
Lux Garden - ის სარწყავი შლანგი სამ შრიანია. ინსტრუმენტს საკმაოდ მაღალი მონაცემები აქვს. სამუშაო წნევა 10 bar-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალს მძლავრი ნაკადით ანაწილებს. კონკრეტულ ხელსაწყოს არც სიგრძე დაეწუნება. შლანგი 25 m - ია. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ დიდი ტერიტორიაზე კარგად გამოიყენებთ. ხელსაწყო შორ მანძილსაც მიწვდება და ყველაფერში უპრობლემო იქნება.

უპირატესობები:
Lux garden-ი ფართო არჩევანს გთავაზობთ, ამიტომ, მხოლოდ ერთ მოდელზე არ შევჩერდებით და მეორესაც წარმოგიდგენთ. ამ კონკრეტულ შლანგს, კარგი მონაცემები აქვს. სამ შრიანია და მაღალი სამუშაო წნევით გამოირჩევა. ასევე, საკმაოდ გრძელია და დიდ ტერიტორიაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

უპირატესობები:
ბოლოს კი საშუალო სიგრძის მქონე შლანგით დავასრულოთ. სხვა მხრივ, ხელსაწყოს მაღალი მონაცემები აქვს. შრეების რაოდენობა და წნევა კარგ ნიშნულზეა. ამ ყველაფერთან ერთად, ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩევა.

უპირატესობები: