ტოპ 4 ფრეზი, რომლითაც კარგად იმუშავებ |
ტოპ 4 ფრეზი, რომლითაც კარგად იმუშავებ |
ფრეზი ის ხელსაწყოა, ხესა და ბეტონს რომ ამუშავებს. საქმეს შუა გზაზე კი არ ტოვებს, არამედ გულმოდგინედ ასრულებს და უკმაყოფილოს არავის ტოვებს. ჯერ არ გვინახავს ისეთი ადამიანი, რომელიც ფრეზის მუშაობით იმედგაცრუებულია. ოღონდ მთავარი ის არის, რომ სწორად უნდა შევარჩიოთ და ხელსაწყოს მონაცემები საქმის დონეს შევუსაბამოთ. ეს პრობლემა სულაც არ არის, ამ საკითხში ჩვენ გაგარკვევთ.
ინსტრუმენტი ყველგან შეიძლება დაგჭირდეთ, სადაც საქმე ხისა და ბეტონის დამუშავებას შეეხება, თუმცა, არსებობს დაწესებულებები, სადაც ელექტრო ფრეზი აუცილებელია. მაგალითად, ავეჯის საამქროში ხელსაწყო საჭიროა და თუ გინდათ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, ფრეზი უნდა დაიხმაროთ. ინსტრუმენტის გარეშე შორს ვერ წავალთ, რადგან მასალისთვის სრულყოფილი სახის მისაცემად, ფრეზი ერთადერთი გზაა. გარდა ამ დაწესბულებისა, ხელაწყოს დახმარება სხვა ადგილასაც მოგიწევთ. მოკლედ, ყველგან გამოიყენებთ, სადაც ხესა და ბეტონზე გიწევთ მუშაობა.
კონცენტრაცია სიმძლავრისკენ უნდა მომართოთ. ეს სწორედ ის მახასიათებელია, რომელზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ. ასეთი მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ მასზე უამრავი რამეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ჯერ უნდა განსაზღვროთ, თუ როგორ საქმეს ეჭიდებით, რთულს თუ მარტივს. პირველ შემთხვევაში მძლავრი ფრეზი დაგჭირდებათ. ზუსტად ისეთი, რომელსაც შრომატევადი და დიდხნიანი საქმე არ აშინებს. მსგავსი ხელსაწყო შეუფერხებლად იმუშავებს და ყველას ეს გვინდა. თუ კი თქვენი ყოველდღიურობა ამ საქმეს მოიცავს, მაშინ ჩვენი რჩევაა, რომ მძლავრი ინსტრუმენტი შეიძინოთ. არსებობს მეორე შემთხვევა, როცა დიდი მონაცემების მქონე ფრეზი საჭირო არ არის. ეს ძირითადად, იმ შემთხვევაშია, როცა მცირე საქმე გაქვთ. ვთქვათ, მაშინ როცა ხელსაწყოს მთელი დღე მუშაობა არ მოუწევს და ძალიან არ გადაიტვირთება. მსგავსი სიტუაციებისთვის, საშუალო ან დაბალი სიმძლავრე მისაღებია.
მეორე მნიშვნელოვანი დეტალი მუშაობის სიღრმეა. ეს მახასიათებელიც ისეთივე გასათვალისწინებელია, როგორც სიმძლავრე. ძირითადად, ორი სახის ფრეზი არსებობს. პირველ კატეგორიაში სიღრმისეულად მომუშავე ისტრუმენტი შედის. ასეთი ხელსაწყო მასალას ღრმად ამუშავებს. მეორე კატეგორიას კი, ზედაპირზე მომუშავე ფრეზი იკავებს. ამ ტიპის ინსტრუმენტები ხესა და ბეტონს, შედარებით ზედაპირულად ამუშავებს. სწორედ ამიტომ უნდა მიაქციოთ ყურადღება და თქვენის საქმისთვის შესაფერისი ფრეზი შეიძინოთ.
ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებლებს შორის, ადგილი ბრუნვის სიჩქარესაც უნდა გამოვუნახოთ და აცილებლად ვახსენოთ. კარგი იქნება, თუ სხვადასხვა მოდელის მონაცემებს ერთმანეთს შეადარებთ და სწორედ ასე შეარჩევთ. ზოგიერთ ინსტრუმენტს მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს, ზოგს კი პირიქით, საშუალო ან დაბალი. თუ კი საქმის სწრაფად შესრულება გსურთ და ამავდროულად გასაკეთებელი ბევრია, მაშინ მაღალი ბრუნვის სიჩქარის მქონე ფრეზი დაგჭირდებათ. ასე დღის განმავლობაში უფრო მეტ საქმეს მოასწრებთ და თან უპრობლემოდ. თუ კი არსად გეჩქარებათ და სულდათქმულად მუშაობა შეგიძლიათ, საშუალო მონაცემებიც მისაღები იქნება. ასეთი ხელსაწყოები, ძირითადად, შედარებით მარტივი საქმეებისთვისაა განკუთვნილი. სიჩქარეს აუცილებლად თვალ-ყური ადევნეთ და ამ წესის მიხედვით შეიძინეთ.
მრავალფეროვანი და ხარისხიანი ხელსაწყოებისთვის, Holst.ge არსებობს. ჩვენთან ყველანაირი სახის ელექტრო, თუ ხელის ინსტრუმენტებს გადააწყდებით. ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევთ, ხელსაწყოები კარგად შეარჩიოთ, მონაცემები ერთმანეთს შეადაროთ და რომელიც მოგეწონებათ, ის შეიძინოთ. ამ ყველაფერთან ერთად, ხარისხზე პასუხისმგებლები ვართ. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ადგილს მხოლოდ საუკეთესო ბრენდები და ხელსაწყოები იკავებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უხარისხო ინსტრუმენტებს აქ ვერ იპოვით. გარდა ამისა, ნივთების შესაძებად სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საიტიდან ხელსაწყოებს იწერთ და სულ ეს არის. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება, ამიტომ, ნივთებს ყველგან მოგაწვდით. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი, მიტანა უფასოა.
როცა მძლავრ ფრეზზე ვსაუბროთ, ეს კონკრეტული მოდელი აცილებლად უნდა ვახსენოთ. ხელსაწყო ყველანაირად გამართულია და ამავდროულად, მაღალი მონაცემები აქვს. ელექტრო ფრეზი მძლავრია და რთული საქმეებისთვის გამოდგება. სხვა მონაცემებიც ხელს უწყობს, მაგალითად, ბრუნვის სიჩქარე და მუშაობის სიღრმე. ხელსაწყოს არაფერი გაუჭირდება, არც დატვირთული რეჟიმით მუშაობა და არც შრომატევადი საქმის შესრულება. ინსტრუმენტს დამატებითი ნივთები ახლავს, კერძოდ, გადამყვანი, მიმმართველი, ადაპტერი, მტვრის შესაგროვებელი ადაპტერი და პარალელური მისაბჯენი. ჩამოთვლილ ხელსაწყოებს სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენებთ. რამდენიმე ნივთი აუცილებლად დაგჭირდებათ და ცალკე შეძენა აღარ მოგიწევთ, ყველაფერი კომპლექტში ერთიანდება.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Crown- ი მრავალფეროვანი შეთავაზებებითაა ცნობილი, ამიტომ, მეორე ფრეზი საშუალო მონაცემების მქონეა. ისეთივე მძლავრი არ არის, როგორიც პირველი, მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზე დგას. ბრუნვის სიჩქარისა და მუშაობის სიღრმის კუთხით, ყველაფერი რიგზეა. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია ახლავს. ეს კი იმ უსიამოვნო სიტუაციისთვისაა, როცა თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. ასეთ შემთხვევაში საგარანტიო ტალონი გიშველით და სერვის ცენტრში წარდგენისას პრობლემას მოაგვარებს. ფრეზს კომპლექტაცია მოყვება, კერძოდ, გადამყვანი, მიმმართველი, ადაპტერი, მტვრის შესაგროვებელი ადაპტერი და პარალელური მისაბჯენი.
კომპლექტაცია:
უპირატესოობები:
ეს საშუალო მონაცემების მქონე ფრეზი, შედარებით მარტივი საქმეებისთვისაა განკუთვნილი. გადატვირთვა და დიდხანს მუშაობა დიდად არ უყვარს, მაგრამ რასაც სწვდება, ყველაფერს გულდასმით ასრულებს. ინსტრუმენტს დამატებით ნივთები მოყვება.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
გირჩევთ, ეს კონკრეტული ფრეზი მარტივ საქმეებზე დაიხმაროთ. ასეთი სამუშაოები ნამდვილად კარგად გამოსდის. ინსტრუმენტი ზედაპირულად უკეთ მუშაობს, ამიტომ, ესეც გაითვალისწინეთ. ხელსაწყოს საცვლელი პირი, ადაპტერი, მტვრის შესაგროვებელი ადაპტერი და პარალელური მისაბჯენი მოყვება. ფრეზს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. სახლიდან გაუსვლელად კი ჩვენთან, Holst.ge - ზე შეიძენთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: