ტოპ 4 გამძლე ონკანი |
ტოპ 4 გამძლე ონკანი |
თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ტანსაცმელი წყლის წვეთებით იფარება და იდილიაც ირღვევა. ფუჭდება ხასიათი და იმატებს ბრაზი. ონკანის მოშვება ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ გრძნობასთან კავშირდება. ფიქრებში წასულს გვავიწყდება, რომ დასაწყისისთვის მცირედი გადაწევაც საკმარისია. ამ უსიამოვნების თავიდან აცილება როგორ შეიძლება ? ამ პრობლემის მოგვარებაში Holst.ge- ის ონკანები დაგეხმარებათ. ტანსაცმელზე დახედვისას შვებას იგრძნობთ და ლაღად ამოისუნთქავთ.
Holst.ge მრავალ ბრენდს აერთიანებს. ხელსაწყოების განსხვავებების მიუხედავად, საერთო თანაკვეთებიც არსებობს. პირველ რიგში, თითოეული მათგანი ხარისხით ერთიანდება. ამ თვისების გარეშე კი არაფერი გამოვიდოდა. ამჯერად, ბრენდ Kettler- ს წარმოგიდგენთ. რადგანაც სხვადასხვა სივრცისთვის, ერთი და იმავე ონკანი არ გამოდგება, ბრენდი თითოეულს მოერგო. ამიტომ, სამზარეულოს, აბაზანისა და ხელსაბანის გამძლე შემრევს გთავაზობთ. Kettler დიდი ხანია ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს. ამას მომხმარებელთა კმაყოფილება განაპირობებს, ნდობა კი ხარისხითა და სწორი კომუნიკაციით მოიპოვა. ბრენდის ხელსაწყოები ნებისმიერ მომენტში კომფორტს გაგრძნობინებთ.
დამაბრკოლებელი ფაქტორები ორმაგად უსიამოვნოა სამზარეულოში. როცა საქმის კეთება ელვის სისწრაფით გსურს, მაგრამ ონკანი წყლის წნევის აკრეფვას დიდ დროს ანდომებს. ამ უსიამოვნებამ შესაძლოა მთელი დღის განწყობა გააფუჭოს. გამოსავალი Kettler- ის მძლავრი ონკანია. დამატებით მახასიათებლად ლულის დაგრძელების ფუნქცია აქვს. სასურველ ზომაზე დაყენებით, საქმეს მარტივად მოერევით. უჟანგავი ფოლადის კორპუსი, ზედმეტ პრობლემას თავიდან აგარიდებთ. წყალი უხარისხო მეტალს ფერს უცვლის და გასასუფთავებელი ხშირად ხდება. ამავდროულად, შესაძლებელია არც კი მოშორდეს. სწორედ ამიტომ, უჟანგავობა დიდი უპირატესობაა. კორპუსზე ერთწლიანი გარანტია აქვს და წონითაც მსუბუქია. ეს უკანასკნელი კი კომპაქტურს ხდის და მარტივადაც მონტაჟდება.
უპირატესობები:
თუ წინა მოდელის მახასიათებლები თქვენს საჭიროებებს ვერ მოერგო, იქნებ ალტერნატივა დაგეხმაროთ. მეორე სამზარეულოს შემრევს სილიკონის ცხვირი აქვს. ლულა ამ შემთხვევაშიც მოძრაობს და კომპაქტურს ხდის. კერამიკული კარტრიჯი მეტ გამძლეობას მატებს. კორპუსი უჟანგავი ფოლადისგან შედგება. ამიტომ, რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ონკანი პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს. თუ სახლში ყველაფრის ერთმანეთთან შესაბამისობა გხიბლავთ, წესით გამონაკლისი არც სამზარეულო უნდა იყოს. თეთრი ფერის ონკანი კი, ნებისმიერ კედელსა და ინტერიერს დაამშვენებს. შემრევს ერთწლიანი გარანტია და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხარისხიანი პროდუქტის ხელსაყრელ ფასად შეძენა რთულია. Holst.ge კი ამის შესაძლებლობას გაძლევთ.
უპირატესობები:
არანაკლებ მნიშვნელოვანია აბაზანის შემრევის სწორად შერჩევაც. Kettler- ის ონკანს ცინკის კორპუსი და კერამიკული კარტრიჯი აქვს. სწორედ ეს მატებს გამძლეობას. დამატებით კომპლექტაციაში შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი მოყვება. სააბაზანო წარმოუდგენელია ამ ნივთების გარეშე, ამიტომ, ცალკე შეძენა აუცილებლად დაგჭირდებათ. თუმცა, Kettler ონკანთან ერთად, ყველაფერს ერთ კომპლექტად გთავაზობთ. თუ დამატებითი ნივთების ყიდვას ისედაც აპირებდით, თქვენს ხელთ საუეთესო შემოთავაზებაა. ყველაფერს კი შემრევის ხელმისაწვდომი ფასიც ემატება.
უპირატესობები:
ხელსაბანის შემრევს მეტი დატვირთვა აქვს, ამიტომ ყველანაირად გამართული უნდა იყოს. ვინ იცის დღეში რამდენჯერ ვიქრობთ ხელიდან მიკრობებს? აქედან გამომდინარე, ხშირ დატვირთვას თავისუფლად უნდა გაუძლოს. დასაწყისში ნახსენები პრობლემა ყველაზე მეტად, თავს აბაზანაში იჩენს, კერძოდ, ხელსაბანთან. წყლის წვეთები ყველაფერზე კვალს ტოვებს. ამიტომ, ზედმეტი საქმე რომ თავიდან აიცილოთ, კარგი ონკანის პოვნაა საჭირო. Kettler- ის ხელსაბანის შემრევი ხარისხითა და კომპაქტურობით გამოირჩევა. კომპლექტაციაში მოქნილი მილი მოყვება. ხელსაწყოს დამაგრებით მეტად გამოსადეგი ხდება. დანარჩენების მსგავსად, კერამიკული კარტრიჯი აქვს. კორპუსი კი, ცინკისგანაა დამზადებული. ერთწლიანი გარანტია, ქარხნულუ წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, ხელსაყრელი გამოსავალია. ონკანს დახვეწილი დიზაინი და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
უპირატესობები:
თთოეულ სველ წერტილს შესაბამისი ონკანი სჭირდება. კერძოდ, არსებობს სამზარეულოს, აბაზანის, ხელსაბანის, გამშვებისა და ბიდეს შემრევი. არჩევანი ყველა მიმართულებით მრავალფეროვანია. ამჯერად, მხოლოდ სამი მათგანი განვიხილეთ, თუმცა Holst.ge- ზე დანარჩენებსაც მარტივად იპოვით.
ონკანებს განსხვავებული მახასიათებლები აქვს. რაც ყველას უნდა აერთიანებდეს ხარისხია. გამძლე შემრევის შეძენა, ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა. როცა თქვენთვის სასურველ ბრენდს შერჩევთ, მახასაითებლებს ყურადღებით გადაავლეთ თვალი. გაითვალისწინეთ კარტრიჯის ტიპი, კერამიკული გსურთ თუ სხვა მასალისგან დამზადებული. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია კორპუსი, გარანტია, ხელსაწყოს ზუსტი პარამეტრები და ა.შ. ზოგიერთ მათგანს კომპლექტაციაში დამატებითი ნივთები მოყვება. მაგალითად, აბაზანის შემრევს შხაპის ყურმილი, სშხაპე მილი და კედლის სამაგრი. თუ ეს ყველაფერი ისედაც გჭირდებოდათ, ნივთების ონკანის ფასში გაერთიანება, კარგი შემოთავაზებაა.
უხარისხო ონკანების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მარტივად ზიანდება და სისტემაც მწყობრიდან გამოდის. გაფუჭებული ონკანი დიდი თავსატეხია. თუ გამოჟონილმა წყალმა მეზობლამდე ჩააღწია, მაშინ საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე წარმოსადგენი იყო. გარდა ამისა, ხშირად განმეორების შემთხვევაში წყალი რემონტსაც შეარყევს და ყველაფერი თავიდან შესაკეთებელი იქნება. უხარისხო ონკანები მარტივად ფუჭდება, ამიტომ, ახლის ყიდვა დაგჭირდებათ და პრობლემა მოჯადოვებული წრესავით იტრიალებს. გამოსავალი მხოლოდ ხარისხიანი ონკანია. გამძლეობა დიდხანს და ეფექტურად ამუშავებს.
თუ სხვა ხელსაწყოებზე ვამბობთ, რომ სიმსუბუქე კომფორტს მატებს, ონკანზე დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. მთავარია კარგად დამონტაჟდეს და სივრცეს უპრობლემოდ მოერგოს.
ონკანებს ბევრ ადგილას გადააწყდებით, მაგრამ საუკეთესოს გამორჩევა რთულია. მახასიათებლების შედარება და ყველაფრის აწონ-დაწონვაა საჭირო. მაღაზიაში მყოფმა კი ყველაფერი გაცილებით სწრაფად უნდა გადაწყვიტოთ. მეორე პრობლემა დროის უქონლობაა. გადატირთული გრაფიკისას თავისუფალი წუთების გამონახვა რთულია. საღამოს კი როცა სახლში მისვლას არაფერი გვირჩევნია, ონკანის საყიდლად შერბენა ვის ახსოვს ? ამიტომ, სამყარო სხვა ტემპით ამოძრავდა. ყველაფერი გაციფრულდა, გამარტივდა. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, სადაც ხარისხიანი ხელსაწყოები და სასიამოვნო მომსახურება დაგხვდებათ. ინსტრუმენტებს ნებისმიერ დროს შეარჩევთ და გამოიწერთ. მთელი საქართველოს მასშტაბით, 50 ლარზე მეტ შენაძენზე, უფასო მიტანა ვრცელდება.