ტოპ 4 გამძლე წყლის ტუმბო |
ტოპ 4 გამძლე წყლის ტუმბო |
მთავარი მონდომებაა, თორემ საქმის გამარტივებას კი არა, კოსმოსში გაფრენასაც შეძლებთ. აი, ასეთი ამბის შემდეგ, თქვენზე მორგებულ ხელსაწყოს , როგორ ვერ იპოვით?! ისეთს, რომელიც სიღრმიდან წყლის ამოტანაში დაგეხმარებათ და პროცესს სასიამოვნოს გახდის. დღეს ყველაფერი შესაძლებელია და მათ შორის ისიც, რომ მოსაწყენი საქმე წყლის ტუმბოს გადააბაროთ. ხელსაწყო სამუშაოს სპეციფიკას კარგად ფლობს, თითოეული წვრილმანი შესწავლილი აქვს და ხელს არაფერი უშლის. ამიტომ, ბილომდე ენდეთ და შედეგსაც არ დააყოვნებს.
ჭიდან წყლის საკუთარი ძალით ამოტანა, წარმოუდგენლად რთულია. სიმძიმე ხელს ძალას აცლის და ბოლო წუთები განსაკუთრებით ჭირს. სითხით სავსე ჭურჭელი კი შუა გზაზე ჩერდება და ადგილიდან ვეღარ ვძრავთ. არათუ შესასრულებლად, წარმოსადგენადაც კი რთულია. აი, ტუმბო სწორედ ამ პრობლემას გადაჭრის. მისი ფუნქცია ზედაპირზე წყლის ამოტანა ან სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილებაა. იმდენად დაოსტატებულია, რომ საქმეს სწრაფად და ხარისხიანად ასრულებს. თქვენ კი დასაწყისში ნახსენები მტაჯველი წუთები, შეგიძლიათ სამუდამოდ დაივიწყოთ.
ხელსაწყოებს სხვადასხვა საქმე ევალება. როგორც უკვე ვახსენეთ, ნაწილს წყალი ზედაპირზე ამოაქვს, ზოგი კი სასურველი მიმართულებით ანაწილებს. სწორედ ამიტომ, წყლის ტუმბოები არსებობს: ჩასაძირი და ზედაპირის. დამონტაჟების ტექნიკა ოდნავ განსხვავებულია. ჩასაძირი წყლის პომპა სიღრმეში უნდა მოთავსდეს, რადგან წყალი ამოიტანოს. მეორე სახის ტუმბო კი ზედაპირზე მონტაჟდება და გამანაწილებლის ფუნქციას ითავსებს. წყალს სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს. გამოსაყენებელად ორივე კომფორტულია. ხელსაწყოები რთულ საქმეს ასრულებს, მაგრამ ძალას მუდამ ინარჩუნებს და ეფექტურადაც მუშაობს.
ავზიანი ხელსაწყოების შემთხვევაში, პირველ რიგში, ყურადღება სწორედ ტევადობას ექცევა. ეს მნიშვნელოვანი მახასიათებელი ბევრ რამეზე მეტყველებს. მოცულობის ცოდნით უამრავი რამის გაგებას შეძლებთ. წყლის ტუმბოს შემთხვევაშიც ასეა. ზოგადად, ტევადი პომპა უკეთესია. მეტ წყალს იტევს და დატვირთულ რეჟიმშიც არ იმუშავებს. როცა ხელსაწყო პატარა ტევადობისაა და ბევრი წყალი გჭირდებათ, მუშაობა ხშირად მოუწევს. სწორედ ამიტომ, ასეთ ვითარებაში დიდი ავზის მქონე ხელსაწყო გამოგადგებათ. ეს თქვენს საჭიროებაზეა დამოკიდებული.
არჩევანი ამ შემთხვევაშიც გაქვთ. წყლის ტუმბოებს სხვადასხვა ენერგია ამუშავებს. ნაწილი საწვავზე მუშაობს, ნაწილს კი სტანდარტული კვების წყარო აქვს. თუ რომელი სჯობს, ამის თქმა რთულია. დადებითი და უარყოფითი მხარე ყველაფერს აქვს. არჩევანი კი საკუთარი ინტუიციით გააკეთეთ.
ცხადია, სიმძლავრის მაჩვენებელი სხვადასხვაა. თითოეულ ხელსაწყოს ინდივიდიუალური მახასიათებელი აქვს. ზოგიერთი მეტად მძლავრია, ზოგიც კი საშუალოდ. წყლის ტუმბოებს სიმძლავრე უკეთ მუშაობაში ეხმარება. ასევე, მეტ ეფექტურობას უნარჩუნებს და სისწრაფის უნარსაც აუმჯობესებს. თუ ხელსაწყოს გამოყენება ხშირად მოგიწევთ, მაშინ ფიქრად არც ღირს და მაქსიმალურად მძლავრი ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ ხშირი დატვირთვით არ იმუშავებს, საშუალო მაჩვენებლიანიც გამოდგება.
ამჯერად, ერთ საუკეთესო ბრენდზე უნდა მოგიყვეთ. Schpindel - ის სამშობლო გერმანიაა. ამიტომ, თავის დროზე მასზე გულდასმით მუშაობდნენ. თითოეულ ნაწილს სათანადოდ არჩევდნენ და რუდუნებით აწყობდნენ. საბოლოოდ, დახვეწილი და გამძლე ხელსაწყოები წარმოგვიდგინეს. დროის სვლის მიუხედავად, ხარისხი უცვლელი დარჩა. მომხმარებლების ნდომა კი ორმაგად გაიზარდა. სწორედ ამ ბრენდის წყლის ტუმბოებს წარმოგიდგენთ. ამავდროულად, Schpindel ფართო არჩევანს გთავაზობთ. სასურველი წყლის ტუმბოს პოვნა, წესით არ უნდა გაგიჭირდეთ. შევეცდებით ყველაფერი გაგიმარტივოთ.
როცა წყლის ტუმბოებზე ვსაუბრობთ, გამძლეობა მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ბუნებრივია კითხვა გაგიჩნდებათ: რომელი ხელსაწყოს შემთხვევაში არ არის საჭირო ? მართალია, ნებისმიერი ინსტრუმენტი გამძლე უნდა იყოს, მაგრამ წყლის პომპა ორმაგად. სიმძიმეს უნდა გაუძლოს და წყალთან ურთიერთობის დროსაც კი პირველადი სახე შეინარჩუნოს. საკმაოდ რთული მისია აკისრია, თუმცა, Schpindel - ის ტუმბოები ყველაფერს უმკლავდება. განსაკუთრებით ეს კონკრეტული მოდელი. ავზის მოცულობით საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას. ტევადობა მისი მთავარი უპირატესობაა. დიდი რაოდენობით წყალს იტევს და ეფექტურადაც მუშაობს. სიმძლავრის კუთხითაც გამორჩეულია. წონით 25 კილოგრამია. კვების წყარო კი საწვავია. ენერგიას სწორედ აქედან იღებს. ამოტუმბვის სიღრმე 8m - ია. ეს მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია.
უპირატესობები:
Schpindel - ის მეორე წყლის ტუმბო ზედაპირისაა. ჩასაძირად ვერ გამოიყენებთ. ზედაპირზე მონტაჟდება და ასე საქმიანობს. სხვადასხვა ადგილს წყლით ამარაგებს. წონით მეტად მსუბუქია, 9.65 კილოგრამი. თუმცა, უფრო მძიმეც რომ იყოს, დიდად ხელს მაინც არაფერში შეგიშლიდათ. ინსტრუმენტს სიმაღლის კარგი მაჩვენებელი აქვს. გამომსვლელი და შემომსვლელიც ნორმალურ ნიშნულზეა. თავად ხელსაწყო ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული და მაღალი სამუშაო რესურსი აქვს. ასევე, ერთ წლლიანი გარანტია მოყვება. იმ შემთხვევაში, თუ თავს ქარხნული დეფექტი იჩენს, საგარანტიო ტალონი პრობლემას გადაგიჭრით.
უპირატესობები:
დროა ჩასაძირ წყლის პომპაზე ვისაუბროთ. თქვენს წინაშე სწორედ ასეთი ხელსაწყოა. სანამ მახაისათებლებზე გადავალთ, მანამდე სასიამოვნო ამბავს გეტყვით. სხვა წყლის პომპებთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ამიტომ, თუ სხვა შემთხვევაში ეს დამაბრკოლებელი იყო, ახლა ასე აღარ იქნება. გარდა ამისა, ხელსაწყო ბევრი დადებითი თვისებით ხასიათდება. ერთ წლიანი გარანტია მოყვება, კომპაქტური გამოსაყენებელია და მაღალი რესურსები აქვს. ყველაზე მძლავრიაო ვერ ვიტყვით, მაგრამ მისთვის საკმარისი ძალა აქვს.
უპირატესობები:
საქმე ისევ ზედაპირის ტუმბოსა და მაღალ ხარისხთან გვაქვს. Schpindel შემოთავაზებებს აგრძელებს და ამჯერადაც ყველანაირად გამართულ ინსტრუმენტს წარმოგიდენთ. სიმძლავრე, სიმაღლე, წარმადობა და სხვა მონაცემები მწყობრშია. წყლის ტუმბო მარჯვედ მუშაობს. იშვიათად, პრობლემა რომ შეექმნას. საკმაოდ მსუბუქი და დასამონტაჟებლადაც მარტივია. სხვების მსგავსად, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. მაღალი რესურესები აქვს და რაც მთავარია, კომფორტული გამოსაყენებელია.
უპირატესობები: