ტოპ 4 გამოსადეგი ელექტრო სახრახნისი

ხელსაწყოების უმეტესობა მძიმეა. თუ კი ინსტრუმენტი მაღალი სიმძლავრისაა, მაშინ წონაზეც აისახება. თუმცა, მძლავრი ხელსაწყოს საჭიროებისას, სხვა გზა არ არის. გამოყენების დროს კი ხელი იღლება და ძალა გვეცლება. ელექტრო სახრახნისის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ძლიეირი  მოდელიც კი საკმაოდ მსუბუქია. ინსტრუმენტში ერთმანეთს სიჩქარე, მაღალი კვების წყარო, რესურსი და კომპაქტურობა ერწყმის. სრულიად კომფორტულდ მუშაობაში, მოქნილი ვიზუალი და სიმსუბუქე ეხმარება.

რა არის ელექტრო სახრახნისი ?

ელექტრო სახრახნისი სამონტაჟო საქმიანობისთვის გამოიყენება. ინსტრუმენტის მეშვეობით ხრახნების დამაგრებას, ან მოხსნას შეძლებთ. კომპაქტური ხელსაწყო სხვადასხვა ზედაპირზე მუშაობს და მრავალფეროვანი ფუნქციებით გამოირჩევა. უშუალოდ საქმიანობის პროცესი რთული არ არის. ხარისხიანი ელექტრო სახრახნისი, ღრმად ჩამჯდარ ხრახნსაც შეუპოვრად ებრძოლება.

როგორია ხელსაწოს კვების წყარო ?

ელექტრო სახრახნისის კვების წყარო ელემენტია. ამ შემთხვევაში კი  თვალ - ყური გამძლეობას უნდა ვადევნოთ. ხარისხიანი ხელსაწყო ძალებს დიდიხანს ინარჩუნებს და შეუფერხებლად მუშაობს. რა მოხდება თუ სუსტი ელემენტი ექნება ? წარმოდგენაც კი საკმაოდ არასასიამოვნოა. ასეთ დროს, ელექტრო სახრახნისი სწრაფად იცლება და უუნარო ხდება. ძალაგამოცლილი ინსტრუმენტი აღარ ფუნქციონირებს. აღდგენითი პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება, მაგრამ საათობრივ ინტერვალს გააჩნია. სახრახნისის დატენვის ხანგრძლივობა ორი საათია. ამ დროის განმავლობაში, ფენიქსივით ცოცხლდება და ჩვეულ შესაძლებლობებს იბრუნებს.

რა საჭიროა კომპლექტაციაში შემავალი ნივთები ?

ელექტრო სახრახნისების უმეტესობას, ელემენტი, დამტენი და ჩანთა მოყვება. შეიძლება ქეისი ან საცვლელი პირები ახლდეს. ეს მოდელზე და მის საჭიროებებზეა დამოკიდებული. ელემენტი მეტად მნიშვნელოვანი ნივთია. რადგანაც ძირითადი კვების წყარო, სწრედ ეს უკანასკნელია, სათადარიგოდ ყოველთვის სჭრდება. თუ კი უეცრად პრობლემა შეექმნება, გამოუცვლით და საქმეც გამოსწორდება. ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ მაინც. ელექტრო სახრახნისს დამტენიც დასწირდება. ჩანთა კი უბრალოდ ნივთებს ამთლიანებს. ყველაფერს ერთად ათავსებთ და ძებნა აღარ გიწევთ. სხვადასხვა მასალასთან მუშაობისას, საცვლელი პირები გამოგადგებათ. ხელსაწყოების კომპლექტაცია განსხვავებულია. იმის მიხედვით, თუ რომელს რა პირი და ა.შ. სჭირდება. საბოლოოდ, თავის მოვალეობას ყველაფერი პირნათლად ასრულებს.

რომელ მასალაზე მუშაობს ელექტრო სახრახნისი ?

მარტივი აგებულების ხელსაწყო, ძირითადად, ხესა და მეტალს ბურღავს. მუშაობის სიღრმე განსხვავებულია. ეს ელექტრო სხრახნისის სიმძლავრესა და ფუნქციებზეა დამოკიდებული. ინსტრუმენტების უმეტესობა ხეზე უკეთ მუშაობს, ვიდრე მეტალზე. ამას მასალის სპეციფიკა განაპირობებს. ხის ზედაპირი მეტად რბილი და ერთგვაროვანია. აქედან გამომდინარე, უკეთ მუშავდება.  მართალია ნაკლები სიღრმით, მაგრამ დანარჩენებსაც კარგად უმკლავდება. რაც მთავარია, საქმეს ხარისხიანად ასრულებს.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

თუ ბლოგში თქვენზე მორგებული ხელსაწყო ვერ იპოვეთ, მაშინ Holst.ge - ის მთავარ გვერდზე უნდა დაბრუნდეთ. სტატიაში მხოლოდ ინსტრუმენტების მცირე ნაწილია წარმოდგენილი. საიტზე კი ბევრად მრავალფეროვნებაა. ამჯერად, Crown, Bosch- სა და Tolsen - ის ელექტრო სახრახნისებზე ვისაუბრებთ. ხელსაწყოებს ბევრი საერთო და განსხვავება აქვს. მაგალითად, სხვადახვაა სიმძლავრე, ბრუნვის სიჩქარე, წონა, კომპლექტაცია, მუშაობის სიღრმე, დატენვის ხანგრძლივობა და წონა. საერთო კი ხარისხი და მაღალი სამუშაო რესურსია.

CROWN CT22021HX-4C2 TB-ხრახნმჭერი 1/4" hexagonal 20V MAX 4Ah

Crown - ის ელექტრო სახრახნისი, ძლიერ ხელსაწყოებს შორის, ლიდერია. დანარჩენებისგან მაღალი მონაცემები გამოარჩევს. ინსტრუმენტი სწრაფად ბრუნავს და საქმეს მოკლე დროში ასრულებს. ამაში ხელს უნახშირო მოტორი უწყობს. კვების წყარო ელემენტია, დატენვის ხანგრძლივობა 2 საათი. ამ დროის განმავლობაში, სახრახნისი სრულად იმუხტება და შემდეგ 4 საათი მუშაობს. კომპლექტაციაში ორი ელემენტი, დამტენი და ჩანთა მოყვება. ჩამოთვლილი ნივთები სასიცოცხლოდ აუცილებელია. სახრახნისის ფასში კი ყველაფერი შედის. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია აქვს.

Crown saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ხრახნმჭერი
  • სიმძლავრე - 20v       
  • ელემენტი - 4Ah       
  • დატენვის ხანგრძლივობა - 2hrs     
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2100/0-3200min         
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 320Nm 
  • ვაზნის დიამეტრი - HEX 1/4"
  • ფუნქციები - რევერსი           
  • წონა (კგ) - 3.87          

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ელემენტი
  • დამტენი
  • ჩანთა

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია
  • ბრუნვის სიჩქარე

Bosch GSB 180 LI - ელექტრო სახრახნისი 18V;2x2,0Ah Case

Bosch - ის ელექტრო სახრახნისი, პირველ მოდელთან ჯანსაღ კონკურენციაშია. სიმძლავრის მხრივ, მკვეთრი განსხვავება არ არის. მაჩვენებელი მცირედით იკლებს. ხელსაწყოს დიდ პროექტებზე სამუშაოდ გამოიყენებთ. დატვირთვას უძლებს და ძალას მაქსიმალურად ინარჩუნებს. კვების წყარო ელემენტია. დასატენად კი მხოლოდ ორი საათი სჭირდება. ინსტრუმენტს რევერსის ფუნქცია და ერთ წლიანი გარანტია აქვს. ელექტრო სახრახნისი ხესა და მეტალზე მუშაობს. როგორც უკვე ვახსენეთ, ხის ზედაპირს მეტად, 35mm - ზე ბურღავს. კომპლექტაციაში ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი მოყვება. მაღალია ბრუნვის სიჩქარე და მომენტი. სახრახნისი იმდენად მსუბუქია, რომ წონით დისკომფორტის შექმნა შეუძლებელია. მარტივად კი Holst.ge - ზე შეიძენთ.

Bosch saxraxnisi

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18v       
  • ელემენტი - 2Ah       
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-500/0-1900min
  • ბრუნვის მომენტი - 21Nm/54Nm     
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 35mm/10mm   
  • ფუნქციები - რევერსი           
  • წონა (კგ) - 1.6

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • გამძლეობა
  • სიმსუბუქე
  • ბურღვის სიღრმე

TOLSEN TOL1429-79025 ხრახნმჭერი ელემენტზე 12V

Tolsen გამძლე ხელსაწყოებით პოზიციონირებს. გამონაკლისი არც ელექტრო სახრახნისია. ხარისხიანი მასალისგან დამზადებული ხელსაწყო, დიდიხანს ძლებს. მაინცდამაინც სიმძლავრით თავს ვერ წამოიწონებს, მაგრამ ფუნქციების კუთხით, ეს ნამდვილად შეუძლია. კომპლექტაციაში მხოლოდ ელემენტი მოყვება. ხელსწყო მსუბუქი და კომპაქტურად გამოსაყენებელია. ფაქტობრივად, მცირე საქმეებისთვის ზედგამოჭრილია. ხელმისაწვდომი ფასი მნიშვნელოვანი ფაქტორია. Tolsen - ის ელექტრო სახრახნისი ამ უპირატესობით სარგებლობს.

Tolsen saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12V       
  • ელემენტი - 1.5Ah     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2400min         
  • ბრუნვის მომენტი - 100Nm 
  • ვაზნის დიამეტრი - HEX 1/4''           
  • ფუნქციები - რევერსი           
  • წონა (კგ) - 1.22          

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 1 ელემენტი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • გარანტია
  • გამძლეობა

CROWN CT22024 MC - ელ.სახრახნისი 3.6V საცვლელი პირებით

Crown - ის პირველად განხილული მოდელი მძლავრი იყო, ეს კი პირიქით. დატენვასაც უფრო დიდ დროს ანდომებს. ამიტომ, თუ დამწყები ხართ მაშინ გამოგადგებათ. შედარებით მარტივ საქმეებს კარგად უმკლავდება. კომპლექტაციაში დამტენი, ქეისი და საცვლელი პირები მოყვება. მსუბუქ ხელსაწყოს ზუსტად ასეთივე ფასი აქვს. ამავდროულად, 6 თვიანი გარანტია მოყვება. კომფორტულად Holst.ge - ზე შეიძენთ. საიტიდან გამოიწერთ და უფასო მიტანით ისარგებლებთ. ელექტრო სახრახნისის გარდა, მომსხურებითაც კმაყოფილი იქნებით.

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 3.6v
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 3.5hrs
  • გარანტია - 6 თვე
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 200min
  • ბრუნვის მომენტი - 3.5Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1/4''      
  • ფუნქციები - რევერსი
  • წონა (კგ) - 1.15

კომპლექტაცია:

  • დამტენი
  • ქეისი
  • საცვლელი პირები

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ხარისხი
  • ფუნქციები
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმსუბუქე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება