ტოპ 4 გაყიდვადი ელექტრო სახრახნისი

მხოლოდ სიძლიერე არაფერია, თუ ხელსაწყო დისკომფორტს შექმნის. ამიტომ, ყველაფერი უნდა დაბალანსდეს. მაღალ მონაცემებთან ერთად, ინსტრუმენტის კომპაქტურობაა საჭირო. ზუსტად ისე, როგორც ჩამოთვლილი ელექტრო სახრახნისები ხასიათდება.  გარდა იმისა, რომ მუშაობის მაღალ ტექნიკას ფლობს, სხვა უპირატესობებიც აქვს. სახრახნისით საქმიანობისას მთების გადადგმა სულაც არ გჭირდებათ. ყველაფერი ბევრად მარტივია. მთავარია მუშაობის პრინციპი იცოდეთ. თუ არ იცით, პრობლემა არც ეს არის. შეფუთვაზე დატანილი მინიშნებებით, სპეციფიკას გაეცნობით და ალღოსაც მარტივად აუღებთ.

რისთვის გამოიყენება ელექტრო სახრახნისი ?

ერთი რამ აბარია და არაჩვეულებრივად უმკლავდება. საქმე ხრახნების დამაგრებას ეხება. ამის გაკეთება სხვადასხვანაირად შეუძლია. როგორც ზედაპირზე, ასევე სიღრმეშიც ხარვეზების გარეშე ხრახნის. იმისთვის რომ ელექტრო სახრახნისი დაგჭირდეთ, პროფესიონალობა გადამწყვეტი სულაც არ არის. ნებისმიერ მომენტში, სახლსა თუ გარეთ, შეიძლება გამოიყენოთ. ამიტომ, დროა ხელსაწყო ერთად შევარჩიოთ.

რა მასალაზე მუშაობს ხელსაწყო ?

პირველ რიგში, სახრახნისი ყველანაირ მასალაზე არ მუშაობს და აუცილებლად გაითვალისწინეთ. სხვა ზედაპირზე გამოყენებამ, შესძლოა დააზიანოს ან სულაც სამუდამოდ გამოუსადეგი გახადოს. ხესა და მეტალზე კი მუშაობა თავისუფლად შეიძლება. ძირითადად, სწორედ ამ ორი მასალისთვისაა განკუთვნილი. თითოეულს განსხვავებული სიღრმით ამუშავებს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ხესთან უფრო მეგობრობს. მეტალს კი შედარებით ნაკლებად ბურღავს.

რამდენად ძლიერია კვების წყარო ?

ჩამოთვლილი ელექტრო სახრახნისები ელემენტზე მუშაობს. აქ კი ერთი მთავარი მოთხოვნა, გამძლეობა იკვეთება. მის გარეშე არაფერი გამოვა. ხელსაწყომ დიდხანს და გამართულად უნდა იმშაოს. ამაში კი უპირველესად კვების წყარო ეხმარება. შესაბამისად, ძლიერი უნდა იყოს. რადგანაც საქმე ელემენტს ეხება, გამძლეობა აუცილებელია. ქვემოთ განხილული ხელსაწყოები კი იმედებს არ გაგიცურებთ.

სად უნდა შეიძნოთ ხარისხიანი ელექტრო სახრახნისი ?

როცა საქმე ხარისხიან ხელსაწყოებს ეხება, მუდამ Holst.ge გაგახსენდებათ. ამიტომ, თუ ჩვენთან არაფერი შეგიძენიათ, დროა ყველაფერი თავად გამოსცადოთ. საიტზე კი თქვენი კომფორტისთვის ბევრი რამ დაგხვდებათ. პირველ რიგში, ხარსიხიანი ხელსაწყოები და მრავალფეროვანი არჩევანი. სხვა მხრივ კიდევ ბევრია. მაგალითად, შეგიძლიათ ნივთები სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს შეიძინოთ. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, ამიტომ, მხოლოდ საიტიდან გამოწერაა შესაძლებელი. ამით კი უმთავრესს, დროს, დაზოგავთ. 50- ლარზე მეტ შენაძენზე კი საკურიერო სერვისი უფასოა. მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. ნივთები რამდენიმე დღეში თქვენთანაა. დიდი დრო არც რეგიონებში გამოგზავნას სჭირდება.

ბრენდები, რომლებიც Holst.ge - ზე დაგხვდებათ

ამჯერად, ოთხ ერთმანეთისგან განსხვავებულ ბრენდს წარმოგიდგენთ. ხელსაწყოებს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და არც მოტივაცია აკლია. ამავდროულად, საქმე თქვენც გაგიმარტივდებათ და მუდამ მხიარულად შეასრულებთ. ზუსტად ამას ვგულისხმობდით, დასაწყისში ნახსენებ ამბავში. ხარისხისა და კომპაქტურობის ერთიანობა, სამუშაო მოტივაციითაც გვავსებს. წარმოდგენილი ბრენდებია: Dewalt, Crown, Tolsen და Black and decker. დროა დეტალურადაც განვიხილოთ. 

Dewalt - DCF840N-XJ ელ.სახრახნისი დარტყმით 18V

ელექტრო სახრახნისები სიმძლავრით ფასდება. ცხადია, მხოლოდ ამით არა და გასათვალისწინებელი ბევრი მახასაითებელია, მაგრამ ძალა უმთავრესია. სწორედ ამიტომ, პირველად მძლავრ ხელსწყოს გთავაზობთ. 18 V საკმაოდ დიდი ენერგიაა. Dewalt - ის სახრახნისი რთულად დასამორჩილებელ ხესა და მეტალზე გამოგადგებათ. მასალას ღრმად და ხარისხიანად ბურღავს. პრობლემა არც გადატვირთული მუშაობაა. ზოგჯერ ინსტრუმენტი მთელი დღის განმავლობაში გვჭირდება. სახრახნისისგან კი დიდი ძალაა საჭირო. ყველა ვერ უძლებს, მაგრამ კონკრეტული ხელსაწყოსთვის დაშვებულია. ინსტრუმენტი ყველას გამოაგდბეა, მაგრამ განსაკუთრებით პროფესიონალებს. დამწყებთათვის კი დაბალი სიმძლავრის სახრახნისიც საკმარისია. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

Dewalt eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18v       
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1   
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-900/3100min   
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 447Nm 
  • ვაზნის დიამეტრი - HEX 1/4"
  • ფუნქციები - რევერსი

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • უნახშირო მოტორი
  • სიმსუბუქე
  • ძლიერი ელემენტი
  • გარანტია

CROWN CT21055L-ელექტრო სახრახნისი 14,4v

შემდეგი Crown - ის ელექტრო სახრახნისია. ისეთი მძლავრი, როგორიც განხილული ხელსაწყო, ვერ არის, მაგრამ მაინც საკმარისი ძალა აქვს. 14,4 V საშუალო სიმძლავრეა. კვების წყარო ელემენტია. ამ მხრივ კი საქმე საქებრად აქვს. ელემენტი დიდხანს ძლებს და შეფერხებების გარეშე მუშაობს. კომპლექტაციაში საჭირო ნივთები მოყვება. თითოეული ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ. ესენია: ორი დამატებითი ელემენტი, დამტენი და ქეისი. სახრახნისი ხესა და მეტალზე მუშაობს. ორივეს საკმაოდ ღრმად ბურღავს, მაგრამ ხეს უფრო მეტად, 28 mm- ზე. ინსტრუმენტი მსუბუქია და წონა პრობლემური არასდროს იქნება.

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 14.4V   
  • ელემენტი - 1.5Ah     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1.02         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1400min
  • ბრუნვის მომენტი - 19/30Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 28mm/10mm   
  • ფუნქციები - რევერსი           

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ქეისი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • გამძლეობა
  • გარანტია
  • ბრუნვის სიჩქარე

TOL1781-79036 ხრახნმჭერი ელემენტზე 12V

Tolsen გვარწმუნებს, რომ მაქსიმალურად კომფორტული ხელსაწყოები აქვს. ამის განსაზღვრა კი მარტივია. რა თქმა უნდა, არ ტყუის , რადგან დახვეწილ ვიზუალსა და ძლიერ მონაცემებს აერთიანებს. კონკრეტული სახრახნისი 12 V -იანია. მართალია უმაღლესი მაჩვენებელი არ არის, თუმცა, შესაბამის საქმეს კარგად ასრულებს. ამაში კი შედარებით მარტივი სამუშაო იგულისხმება. ხესა და მეტალს საშუალო სიღრმით ბურღავს. კვების წყარო ელემენტია. ამიტომ, შესაბამისი კომპლექტაცია მოყვება, კერძოდ, დამტენი. დამუხტვის ხანგრძლივობა ერთი საათია. ამ დროის განმავლობაში, რესურსებს იღდგენს და პირვანდელ ძალას იბრუნებს. ხელსაწყო მსუბუქია, რაც გამოყენებას ამარტივბს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის გამოვლენისას, ტალონი მშველელი იქნება. კიდევ ერთი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია.

Tolsen eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12v       
  • ელემენტი - 1.5Ah     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1.32         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1500     
  • ბრუნვის მომენტი - 28Nm   
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 21mm/10mm   
  • ფუნქციები - რევერსი           

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამტენი
  • ელემენტი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • კომპლექტაცია
  • სამუშაო რესურსი

B&D CS3651LC-XK-ელ. სახრახნისი 3.6V

Black and decker - ის ჯერიც დადგა. ბრენდი ბევრნაირი სახის ხელსაწყოებს გთავაზობთ. ამჯერად კი დაბალი სიმძლავრის ელექტრო სახრახნისს წარმოგიდგენთ. სხვების მსგავსად მაღალი მონაცემები არ აქვს, მაგრამ ხარისხიანია. კომპლექტაციაში ელემენტი და დამტენი მოყვება. დამუხტვის ხანგრძლივობა 15 საათია. ენერგიას კი დიდხანს ინარჩუნებს. სახრახნისი მსუბუქი და კომპაქტურია. ნორმალური სიღრმით ბურღავს და მუდამ ოსტატურად მუშაობს. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია აქვს. თუ დამწყები ხართ, Black and decker - ის სახრახნის საუკეთესოდ გამოიყენებთ.

BlackDecker eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 3.6V     
  • ელემენტი - 1.5Ah     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 15hrs   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1.24         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-180min
  • ბრუნვის მომენტი - 5Nm     
  • ვაზნის დიამეტრი - HEX 1/4''           
  • ფუნქციები - რევერსი           

დამატებითი კომპლექტაცია:

  • 1 ელემენტი
  • დამტენი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება