სასუქი მცენარეებისთვის აუცილებელია და მარტივად ავხსნით თუ რატომ. მიწას საკმარისი ტენი და დამატებითი ნივთიერებები სჭირდება, რათა ვიტამინებით შეივსოს და მცენარის ზრდას ხელი შეუწყოს. ამ ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, დახმარება სჭირდება. სასუქები სწორედ ამისთვის არსებობს. პრეპარატები მინერალურ ნივთიერებებს შეიცავს და მიწას ატენიანებს. მცენარეს კი, სწრაფად ზრდასა და უკეთ განვითარებაში ეხმარება.

როგორ უნდა შეარჩიოთ სასუქი სწორად ?

სასუქების შერჩევისას ბევრი კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოთ, მაგრამ ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ რამდენიმეს გამოვყოფთ. პირველ რიგში, თვალი მოქმედ ნივთიერებებს უნდა მიადევნოთ. სასუქებს განსხვავებული შემცველობა აქვს და აუცილებლად უნდა გადახედოთ. პრეპარატი კი იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, თუ რა ნივთიერება ესაჭიროება უფრო მეტად თქვენს მცენარეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებ სარგებელს მივიღებთ.

რომელ კულტურასთანაა თავსებადი სასუქები ?

მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი სწორედ ესაა. შეიძლება კონკრეტული სასუქი მცენარეებისთვის იყოს განკუთვნილი, ან მხოლოდ ციტრუსისთვის და ა.შ. ამიტომ, უმჯობესია იცოდეთ, თუ რისთვის გჭირდებათ. ჩვენი სასუქები, ძირითადად, ყველა კულტურასთან თავსებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მიმართულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. თითოეულ სასუქის მახასიათებლებში დეტალურ ინფორმაციას ამოიკითვათ, ამიტომ, უმჯობესია შეძენამდე გადახედოთ.

ფორმის მიხედვით როგორი სასუქები არსებობს ?

მრავალნაირი პრეპარატი არსებობს, მათ შორის, ფორმის მხრივაც. ზოგიერთი მინერალურ-კრისტალურია, შეიძლება ფოთლოვანი იყოს, ანდაც გრანულარული ან ორგანული. ძირითადად, ამ ფორმით გვხვდება. ასევე, არსებობს თხევადი სახითაც. თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს, ამიტომ ვერცერთს გამოვყოფთ. ყველა კარგია და თავად უნდა გამოსცადოთ.

რა მოცულობისაა სასუქები ?

სხვადასხვა მოცულობის მქონე სასუქები არსებობს. შეიძლება 25- იანი იყოს, ანდაც 1 კგ-იანი. თუ რომელი უნდა შეიძინოთ, ამის განსაზღვრა მარტივია. ყველაფერი საქმის მასშტაბიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ. თუ დიდი ტერიტორიისთვის გჭირდებათ, ცხადია 25 კილოგრამიანი სასუქია მიზანშეწონილი. ამ მოცულობაში იმდენი რაოდენობაა, რომ დიდ მასშტაბებს თავისუფლად გაწვდება. მაგალითად, რამდენიმე ყვავილისთვის 1 კგ- იანიც საკმარისი იქნება. სწორედ ამაზე დაყრდნობით განსაზღვრეთ და არჩევაც გაგიმარტივდებათ.

მითი სასუქების შესახებ

ამბობენ, რომ სასუქები არაჯანსაღია და ასეთივე ნაყოფს ზრდის. ერთი მხრივ შეიძლება მართალიცაა, მაგრამ აქ მთავარი საკითხი სასუქის ხარისხია. დაბალი სტანდარტებით დამზადებული პრეპარატი მართლაც საზიანოა. ამიტომ, არჩევანი ხარისხან პროდუქტზე უნდა შეაჩეროთ. ამ შემთხვევაში კი, საფრთხე ქრება და საშიში არაფერია. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა დოზით გამოიყენებთ. გადაჭარბებული რაოდენობით გამოყენება არ შეიძლება და ნორმები ზუსტად უნდა დავიცვათ.

რომელ ბრენდებს გთავაზობთ Holst.ge ?

ერთი სასიამოვნო ამბავი გვაქვს და ახლავე გეტყვით. ჩვენთან მხოლოდ რჩეული სასუქები დაგხვდებათ. აქ უხარისხო პრეპარატას ვერ ნახაავთ. ყველა სანდოა, ამიტომ, თამამად მიენდეთ. Holst.ge - ზე ისეთ ბრენდებს გადააწყდებით, როგორებიცაა: Valagro, Lebosol, Yara და სხვა მრავალი. იტალიურ, გერმანულ და ფინურ სასუქებს ბადალი არ ჰყავს. თითოეული პრეპარატი მაღალი სტანდარტებითაა დამზადებული და უმაღლესი ხარისხისაა. სასუქები მიწას მინერალებით ავსებს და ჯანსაღ მცენარეს ზრდის.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge - ის ?

Holst.ge ონალინ ჰიპერმარკეტია და ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. რა კარგად ჟღერს არა  ? დიახ, მართლაც ასეა. ხელსაწყოებისა თუ სასუქების შეძენისას, მაღაზიაში წასვლა საჭირო არ არის. ციფრულ ეპოქაში ყველაფერი მარტივადაა. რამდენიმე ნაბიჯი და ნივთები კალათში მოხვდება, შემდეგ კი თქვენთან. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. ჩვენი კურიერები მზესა თუ ავდარში, მთასა თუ ბარში, თქვენთან გაჩნდებიან და ინსტრუმენტებს უვნებელს ჩაგაბარებენ. ყველაფერი იმაზე მარტივადაა, ვიდრე წარმოიდგენდით. ამიტომ, დაივიწყეთ მაღაზიაში წასვლა, რიგში დგომა, დროის ფუჭად კარგვა და სხვა უსიამოვნო მოვლენები. Holst.ge - ის მეშვეობით ყველა ზემოთ ჩამოთვლილს თავიდან აირიდებთ და ხელსაწყოებს კარის ზღურბლთან მიიღებთ.

Valagro - სასუქი - მასტერი 18.18.18 - 25 კგ

Valagro  იტალიური ბრენდია და ხარისხიანი პროდუქტით გამოირჩევა. ამჯერად, მინერალურ- კრისტალურ სასუქს გვთავაზობს. პრეპარატი სასარგებლო ნივთიერებებითაა გაჯერებული. მიწას კარგად ატენიანებს და მცენარის სიჯანსაღეს ხელს უწყობს. სასუქი ყველა კულტურასთან თავსებადია, ამიტომ, შეგიძლიათ ნებისმიერი მიმართულებით მოიხმაროთ. კიდევ ერთი უპირატესობა მოცულობაა. 25 კილოგრამიან სასუქს მრავალჯერ გამოიყენებთ. ასევე, დიდი ტერიტორიისთვისაც გამოგადგებათ. სწორედ ასეთი მასშტაბისთვისაა განკუთვნილი.

Valagro MASTER

  • ბრენდი - VALAGRO
  • მოცულობა - 25 კგ   
  • პრეპარატული ფორმა - კრისტალური სასუქი       
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია       
  • კულტურა - ყველა   
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - კრისტალური სასუქი
  • წონა (კგ) – 25

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • მოცულობა
  • მინერალურ-კრისტალური ტიპი
  • ყველა კულტურასთან თავსებადობა

Lebosol - სასუქი - PK-მაქსი - 5 ლ

მეორე ბრენდი Lebosol - ია. სასუქი მინერალურ- ფოთლოვანი ფორმისაა და მაღალი სარგებლიანობა აქვს. პრეპარატი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, როგორებიცაა: ამინომჟავები, ჰიდროლიზებული მცენარის ცილები და სხვა. გერმანული სასუქი გამორჩეულია და ყველა კულტურასთან თავსებადია. საკმაოდ დიდი მოცულობისაა, ამიტომ, თუ პატარა მასშტაბისთვის გირდებათ, რამდენჯერმე მოიხმართ. პრეპარატი თხევადი ფორმისაა და მარტივი გამოსაყენებელია.

Lebosol

  • ბრენდი - Lebosol       
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - ფოთლოვანი სასუქი 
  • წონა (კგ) - 8.05         
  • მოქმედი ნივთიერება - მინ.20% ამინომჟავები, მცენარის ცილები ჰიდროლიზებული 20-ზე მეტი სახის ამინომჟავასთან და პეპტიციდთან   
  • პრეპარატული ფორმა - თხევადი   
  • მწარმოებელი კომპანია - Lebosol     
  • მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია     
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • მოქმედი სასარგებლო ნივთიერებები
  • ნებისმიერ კულტურასთან თავსებადობა
  • პრეპარატული ფორმა

Yara - გრანულირებული მინერალური სასუქი - 40კგ - იარამილა NPK 9-12-25

კიდევ ერთი კარგი სასუქი უნდა წარმოგიდგინოთ. ბრენდი Yara ბევრი უპირატესობით გამოირჩევა. ერთ-ერთი კი გრანულირებული ფორმა და ხარისხია. პრეპარატს მაღალი სარგებლის მოტანა შეუძლია. ფინური სასუქი ნებისმიერ კულტურასთან თავსებადია. მთავარი ხაზი კი, მაინც მოქმედ ნივთიერებებზე გადის. მახასიათებლებში ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი. თითოეულ ნივთიერებას ზომიერი დოზით შეიცავს და გადაჭარბებული არცერთი აქვს. მოკლედ, ყველაფერი ზუსტადაა გაწერილი და უარყოფითი მხარის პოვნა რთულია. სასუქი ნამდვილად სანდოა და ხარისხიანია.

Yara Yaramila

  • ბრენდი - Yara
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - გრანულარული სასუქი         
  • წონა (კგ) - 40.1         
  • მოცულობა - 40 kg   
  • მოქმედი ნივთიერება - 9% N (2.6%NH4 და 6.4% NO3 ),P2O5 12%, K2O-25%.S-2.6%,SO3-6.5% ,MgO-2%     
  • პრეპარატული ფორმა - გრანულირებული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - YARA       
  • მწარმოებელი ქვეყანა - ფინეთი       
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გრანულირებული ფორმა
  • ხარისხი
  • მოქმედი ნივთიერებები

Valagro - სასუქი - ბრექსილ მიქსი - 1 კგ.

ისევ Valagro- ს სასუქით დავასრულოთ. კონკრეტული პრეპარატი პირველისგან განსხვავებულია. პირველ რიგში, სხვაობა მოქმედ ნივთიერებებში იკვეთება. სასუქი მაგნიუმის ოქსიდს, ბორს, სპილენძს, რკინას, მოლიბდენს, თუთიასა და მანგანუმს შეიცავს. თითოეული ნივთიერება სასარგებლოა და მიწას კარგად ატენიანებს, მინერალებით ავსებს, მცენარეს განვითარებაში ეხმარება. სასუქი ყველა კულტურასთან თავსებადია, ამიტომ, არ შეიზღუდოთ. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს და Holst.ge - ზე შეგიძლიათ მარტივად შეიძინოთ.

Valagro BREXIL-MIX

  • ბრენდი - VALAGRO
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - ორგანული სასუქი     
  • წონა (კგ) - 1   
  • მოცულობა - 1 კგ     
  • მოქმედი ნივთიერება - მაგნიუმის ოქსიდი - 6%; ბორი - 1.2%; სპილენძი - 0.8%; რკინა - 0.6%; მოლიბდენი - 1%; თუთია - 5%; მანგანუმი - 5%;   
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი     
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია       
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • მაღალი სარგებლიანობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მოცულობა
  • ყველა კულტურასთან თავსებადობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება