ტოპ 4 მძლავრი ჯაჭვური ხერხი

ხერხი რაიმე საქმიანობის გაკეთების, განხორციელებისა და ამის მარტივად შესრულების შესაძლებლობაა. რაიმე საქმიანობა შეიძლება იყოს ხეების მოჭრა, შემდგომ მათი ზომების მიხედვით დაჭრა, ყინულის გამოთლა და სხვა. ყოველივე ამისათვის საჭიროა სწორად შევარჩიოთ თუ რა ტიპის ხერხი გვჭირდება ბენზო ხერხი, ელექტრო ჯაჭვური ხერხი თუ სხვა. ჯაჭვური ხერხის ბაზარზე შემოტანამ მეტად გაამარტივა რთული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა. ვინაიდან, იგი საუკეთესოა ნებისმიერი ტიპის ხის მასალაზე სამუშაოდ, რაც მომხმარებელს აზოგვინებს დროსა და ენერგიას. დისკომფორტი შეიძლება დაკავშირებული იყოს ხერხის ხმასთან და წონასთან, მაგრამ, სწორად შერჩევის შემთხვევაში შესაძლებელია ამ დისკომფორტის მოხსნაც.

Crown-ის ბენზო ხერხი

Lux Garden-ის ბენზო ხერხი

DeWalt-ის მაღალხარისხიანი ბენზო ხერხი

ჯაჭვური ხერხის შეძენისას პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა ზომის გვჭირდება

ამისათვის თავიდან უნდა განისაზღვროს შესასრულებელი საქმიანობის სპეციფიკურობა. მაგალითად, უნდა შეაფასოთ მოსაჭრელი ხის, დასაჭრელი მორების ზომა და ამის მიხედვით განსაზღვროთ ჯაჭვური ხერხის ზომაც. ზოგადად, რაც უფრო ძლიერი და გრძელია ჯაჭვური ხერხის ჯაჭვი მით მეტად მძიმე და მოცულობითი იქნება თქვენი ხერხი. თუ თქვენ გსურთ მარტივი სამუშაოს გაკეთება ან დახვეწილი ზუსტი ჭრა ამისათვის უნდა მოიძიოთ მსუბუქი მოდელი. ვინაიდან, ხერხის წონა პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან თუ რამდენად მალე დაგეღლებათ ხელები მასზე მუშაობის განმავლობაში. ასევე, გასათვალისწინებელია ხერხის კორპუსი ვინაიდან ეს განსაზღვრავს მისი კომფორტულად გამოყენებას. უნდა იცოდეთ რომ არსებობს ორი სახეობის ბენზო ხერხი - სტარტერით და მექანიკური.

ჭრის სიმძლავრე პირდაპირ პროპორციულია ჯაჭვური ხერხის ძრავასთან. ვინაიდან ის განსაზღვრავს სიჩქარეს, რომლითაც მუშაობს დრუჟბა, და უძლებს ნებისმიერი სახის წინაღობას. ასევე ძრავის სიმძლავრე შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს შესასრულებელი საქმიანობის ტიპთან. ამდენად, დიდი მოცულობის სამუშაოსთვის საჭირო გახდება მეტი სიმძლავრე, მცირე სამუშაოსთვის კი პირიქით - ნაკლები. ძრავის სიმძლავრე ჩვეულებრივ cc (კუბური სანტიმეტრი) იზომება. რაც გულისხმობს იმას თუ რამდენ ჰაერს შეუძლია ძრავის გადაადგილება  ცილინდრის თითოეულ ციკლთან ერთად. მაგალითად, მასიური მუხის გასაჭრელად თქვენ უნდა შეარჩიოთ ჯაჭვური ხერხი, რომლის ძრავა იქნება 62cc და ა.შ.

მსუბუქი ჯაჭვური ხერხების ძრავის ზომები მერყეობს 24cc-დან 34сс-მდე. იგი გათვლილია ისეთი სამუშაოებისთვის როგორიცაა, პატარა ხეების მოჭრა, გასხვლა და სხვა.

საშუალო დატვირთვის სამუშაოსთვის გამოიყენება 34-46cc ძრავები. ეს ყველაზე მოთხოვნადი და გავრცელებული ტიპია ჯაჭვურ ხერხებს შორის. ვინაიდან იგი უმკლავდება ყველანაირ სახლის საშინაო საქმის გაკეთებას. მათი სამუშაო რესურსია დაახლოებით 20 საათი თვეში, ხოლო წონა არ უნდა აღემატებოდეს 4კგ-ს.

მძიმე სამუშაოსთვის კი პროფესიონალები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ცეხებში და ახორციელებენ რთულად შესასრულებელ საქმიანობას, იყენებენ ჯაჭვურ ხერხებს რომელის ძრავის ზომაც 46cc და მეტია. (მაგალითად, ხის კვანძების მოჭრა, მასიური ხეების მოჭრა და მორების დაჭრა). მსგავსი ტიპის ხერხი ამავდროულად შესაძლებელია გამოიყენოთ ხის დასამუშავებლად, იატაკისთვის, ჩარჩოებისთვის და ა.შ. სამუშაო რესურსი არის თვეში 300 საათზე მეტი. ჯაჭვის სიგრძე 40-დან 60სმ-მდე.

  • საუკეთესო ჯაჭვური ხერხი ?

ამაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ აქ გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები, შესასრულებელი საქმის სპეციფიკა, ხერხის ზომა, წონა, პრაქტიკულობა, ფასი. ისიც გასათვალისწინებელია რომ დღეს ბაზარზე ფართო არჩევანია ყველანაირი ხერხის. თუმცა მაინც გამოარჩევენ წამყვან ბრენდებს ესენია : Tolsen, Lux Garden,  Black&Decker, Crown და Dewalt. მათ პოპულარობას მაღალი ხარისხი, ინოვაციური და თითოეულ ინდივიდის მოთხოვნილებასთან შესაბამისი პროდუქტის წარმოებაა.

  • ბიუჯეტი

თუ თქვენთვის თანხა პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ უმჯობესია არჩევანი მაღალი ხარისხის, პოპულარული ბრენდის ბენზო ხერხზე შეაჩეროთ. მაგალითად ისეთზე როგორიცაა Crown. ჯაჭვური ხერხების საწყისი ფასი 300 ლარია და მერყეობს 1000 და ზემოთ. თუმცა, კარგი ხარისხის, პრაქტიკული ხერხის შესაძენად თქვენ დაგჭირდებათ მინიმუმ 500 ლარი. რაც გასათვალისწინებელი გარემოებაა.

  • მობილურობა

ხშირად უკმაყოფილებას იწვევს ბენზო ხერხის გადაადგილების საკითხი. ბენზო ხერხი ნამდვილად მობილური მოწყობილობაა და მისი გადაადგილება შესაძლებელია, თუმცა არც თუ ისე მსუბუქია. მაგალითად დიდი დრუჟბის ხეზე ატანა და მისი გასხვლა დიდი ალბათობით გაგიჭირდებათ. ელექტრო დრუჟბა მსუბუქია თუმცა მას სამუშაოდ კაბელი სჭირდება და ეს უკვე შეიძლება განვიხილოთ, როგორც გადაადგილებისთვის არაპრაქტიკული გარემოება. ყველაზე მსუბუქი და მობილური დრუჟბა დღესდღეობით ელემენტზე მომუშავეა. ამდენად, დრუჟბა რომელიც ელემენტზე მუშაობს მობილურობისა და წონის ასპექტში ნამდვილად უკონკურენტოა.

CROWN - ეს არის შვეიცარული, ინოვაციური ბრენდი , იგი მუდმივად ვითარდება და მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციას, რომელიც მორგებულია თითოეული მომხმარებლის მოთხოვნაზე, ისინი მუდმივად მუშაობის პროცესში არიან რადგან განავითარონ თავიანთი პროდუქცია და ყველანაირად ცდილობენ ადამიანებს ცხოვრება გაუადვილონ. აღნიშნული ბრენდის პროდუქცია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. სამშენებლო-სარემონტო ასევე საყოფაცხოვრებო საქმიანობის განხორციელებისას უდიდესი შეღავათია CROWN-ის ხელსაწყოს ქონა. საქართველოში ამ ბრენდის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ ჰიპერმარკეტ Holst.ge-ზე. CROWN სწორედ ის ბრენდია რომლის უმაღლესი ხარისხის ჯაჭვური ხერხები დიდი პოპულარულობით სარგებლობს, ვინაიდან იგი აწარმოებს ისეთი გამძლე პროდუქციას, რომლის ადეკვატურად გამოყენებისა და მოვლის შემთხვევაში დროს უძლებს.

CROWN CT20101-ჯაჭვური ხერხი საწვავზე 18"

Crown benzo kherkhi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - 18''
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 5.54
  • კვების წყარო - საწვავი
  • ძრავის მოცულობა - 45cc
  • ავზის მოცულობა - 0.55 l
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი

უმაღლესი და უკონკურენტო ჯაჭვური ხერხი CROWN- სგან, იგი საკმარისად მძლავრია ნებისმიერი მოცულობისა თუ სიდიდის სამუშაოსთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა

CROWN CT15165-ჯაჭვური ხერხი ელექტრო 2400W

Crown eleqtro jachvuri kherhi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელექტრო
  • სიმძლავრე - 2000W
  • ზომა - 15''
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) – 1.7
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 7200min

ვინაიდან, ელექტრო ჯაჭვური ხერხები შედარებით ახალი პროდუქტია ბაზარზე ხშირად მწარმოებლები არ ახდენენ კონტროლს თუ რა არის ჯაჭვური ხერხის სიმძლავრე როგორც ამას აკონტროლებენ მაგალითად ბენზო ხერხის შემთხვევაში. ელექტრო ჯაჭვური ხერხების სიმძლავრის მისათითებლად გამოიყენება შემდეგი ერთეულები: ვატი (W), ვოლტი (V) და ამპერები (A).  ძირითადად ჯაჭვური ხერხის ელექტროძრავის სიმძლავრე ვატებში გამოითვლება და იგი ტოლია დენისა (A) და ძაბვის (V) ნამრავლის. ამდენად მხოლოდ ელექტრო ხერხის ძაბვის ცოდნა არასაკმარისია მისი გამომავალი სიმძლავრის დასადგენად.

აღსანიშნავია ისიც რომ პატარა ჯაჭვურ ხერხს და ჯაჭვის სიგრძეს ნაკლები ენერგია სჭირდება ვიდრე ეს შეიძლება დასჭირდეს გაცილებით დიდ ხერხს. თუმცა თუ თქვენ აპირებთ შეიძინოთ ელექტრო ჯაჭვური ხერხი ამ შემთხვევაში მხოლოდ ძრავის სიმძლავრე არ უნდა შეაფასოთ. აქ გასათვალისწინებელია მთელი რიგი ძირითადი ფაქტორები.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე

Lux Garden ჯაჭვური ხერხი 18"

Lux-Garden benzo kherkhi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე - 2100W
  • ზომა - 18''
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 7.25
  • კვების წყარო - საწვავი
  • ძრავის მოცულობა - 54.6cc
  • ავზის მოცულობა - 0.5 l
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min       
  • მოტორი - 2 ტაქტიანი 
  • ღერძის სიგრძე - 18''

Lux Garden - არის ბრენდი რომელიც მომხმარებელს დაბალანსებულ ჯაჭვურ ხერხებს სთავაზობს. მისი ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი განაპირობებს ბრენდის პოპულარობას. თუ თქვენ ეძებთ ხერხს რომელიც გამძლე იქნება და თან მისაღებ ფასში მაშინ Lux Garden - ის ჯაჭვური ხერხი იდეალური ვარიანტია.  სწორედ ამიტომ აღნიშნული ბრენდი ხერხები ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია Holst.ge -ზე. მოცემული მოდელის ხერხი მძლავრი ძალით 2100 ვოლტს გამოიმუშავებს, რაც უზრუნველყოფს ნებისმიერი სამუშაოს შესრულებას (მასიური ხეების მოჭრა, დახერხვა და ა.შ). თუმცა ზუსტი და მცირე ჭრების შესასრულებლად ეს ხერხი ნამდვილად არ გამოგადგებათ. საწვავზე მომუშავე ხერხი, 2 ტაქტიანი მოტორითა და ბრუნვის სიჩქარით ძალიან პრაქტიკული და გამოსადეგი ხელსაწყოა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი სიმძლავრე
  • გამძლეობა

Dewalt DCM565P1-QW ელ. ხერხი ელემენტზე 18V 1X5.0Ah

Dewalt eleqtro jachvuri kherkhi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე
  • სიმძლავრე - 18V
  • ელემენტი - 5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1.25hrs
  • ზომა - 12''   
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) – 3.6
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • ბრუნვის სიჩქარე - 7668min

კომპლექტაცია:

  • 1 ელემენტი
  • დამტენი      

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი სიმძლავრე
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება