ტოპ 4 მოთხოვნადი გარე განათების სანათი

განათებული სახლის ფანჯრიდან, წყვდიადის დანახვა მელანქოლიას იწვევს. ამიტომ, გარე სანათების სწორად შერჩევაც ისეთივე საყურადღებოა, როგორც შიდა. დადებითი ატმოსფერო ყველგან თანაბრად უნდა იგრძნობოდეს. განათებული გარემო ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სიბნელით მოცული. სივრცისთვის თვალის გასწორება და უკეთ აღქმაც, ბევრად მარტივდება.

რა დაგხვდებათ Holst.ge- ზე?

რომელი ბრენდი გახსენდებათ პირველი, როცა საქმე განათებას ეხება ? Linus და Ledex უპირობოდ ლიდერობს. ორივე მათგანის მთავარი იარაღი, ხარისხი და მაღალი სამუშაო რესურსია. ძლიერი მონაცემები უკეთ ფუნქციონირებაში ხელს უწყობს და სანათებიც შეუსვენებლად მუშაობს. მრავალფეროვნება საქმეს კიდევ  უფრო ამარტივებს. ორივე ბრენდი ერთმანეთისგან განსხვავებულ პროდუქტს გთავაზობთ. თუ მეტს არა, ერთს მაინც იპოვით, თქვენს გემოვნებაზე ბოლომდე მორგებულს.

LINUS LED პროჟექტორი 100w 6500k IP65 premium

პროჟექტორს მძლავრი გარე განთებისთვის იყენებენ. სივრცეს დიდ პერიმეტრზე ანათებს და ყველაფერს დღესავით ნათელს ხდის. სწორედ ასეთია Linus- ის ხელსაწყო. ამის საშუალებას მაღალი სიმძლავრე და სამუშაო რესურსი აძლევს. პროჟექტორმა დიდხანს და შეუფერხებლად უნდა იმუშაოს. ამისთვის რა სჭირდება ? ყველა ის თვისება, რომელიც Linus Led- ს ახასიათებს. გარე განათების სანათს მაღალი ფერის ტემპერატურა და ე.წ. თბილი ნათება აქვს. ამავდროულად, ენერგოეფექტურია და ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

LINUS LED projeqtori

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი   
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 6500K         
  • განათების სიმძლავრე - 6500 lm     
  • გაშლის კუთხე - 120°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+               
  • სიმძლავრე (W) – 100
  • წონა (კგ) - 2.9

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • განათების ხარისხი
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ენერგოეფექტურობა

LINUS LED ლამპიონი 50w 4000k IP65 gray

Linus Led ლამპიონი ნაცრისფერია და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. გარემოს კარგად განათებისთვის, ყველა რესურს ფლობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასაითებელი განათების სიმძლავრეა. ლამპიონი ნებისმიერი სიმაღლიდან ეფექტურად უნდა ანათებდეს, ამიტომ, ნათების თანაბრად გადანაწილება სჭირდება. სწორედ ამაში მდგომარეობს მისი ფუნქციაც. ამისთვის სიმძლავრე და გაშლის კუთხის მაღალი მაჩვენებელია საჭირო. Linus Led ლამპიონს ზუსტად ეს ფუნქციები აქვს, ამიტომ, მისი შეძენა თამამად შეგიძლიათ.

linus lampioni

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - ლამპიონი       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 4000K         
  • განათების სიმძლავრე - 5000 lm     
  • გაშლის კუთხე  - 120°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+               
  • სიმძლავრე (W) – 50
  • წონა (კგ) - 2.9

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • სიმსუბუქე
  • ხელმისაწვდომი ფასი

LEDEX LED პროჟექტორი 20W RGB

Ledex- ის პროჟექტორს ერთი განსხვავებული ფუნქცია აქვს. კონკრეტულად, სანათზე ფერები პულტის მეშვეობით იცვლება. სამყარო სიმარტივისკენ მიდის და რა საჭიროა თავის გაწვალება? სხვა შემთხვევაში პროჟექტორთან მისვლა და ნათების შეცვლა მოგიწევდათ. ეს კი უკვე დისკომფორტს ქმნის. ამის სანაცვლოდ, ახლა  უკვე ფერების შეცვლა პულტის მეშვეობით, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ. Ledex-ის პროჟექტორი სიმსუბუქითაც გამოირჩევა. ზოგადად, მძიმე და რთულად დასამორჩილებელი არცერთი არ არის, თუმცა ეს მოდელი უფრო მარტივად გადასაადგილებელია. მაღალი სიმძლავრიდან გამომდინარე, ნათება დიდ ტერიტორიას წვდება. გარე განათების სანათს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

LEDEX RGB LED projeqtori

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - RGB
  • განათების სიმძლავრე - 1700 lm 
  • გაშლის კუთხე - 120°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • დამატებითი მახასიათებლები - სანათზე ფერების შეცვლა შეგიძლიათ პულტის საშუალებით
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+               
  • სიმძლავრე (W) – 20
  • წონა (კგ) - 0.5

უპირატესობები:

  • ფერების შეცვლის ფუნქცია
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • გარანტია
  • ხელმისაწვდომი ფასი

LINUS LED LDS-50W65K ლამპიონი 50w 6500k IP65 90LM/W

ამჯერად Linus ოდნავ განსხვავებულ ლამპიონს გთავაზობთ. წინა მოდელთან შედარებით, ნაკლები განათების სიმძლავრე აქვს, მაგრამ ეს ხელს სულაც არ უშლის. ზოგადი სიმძლავრე და მაღალი სამუშაო რესურსი, ფართო გასაქანს აძლევს. ამიტომ, თავის საქმეს პირნათლად ასრულებს. ერთ-ერთი უპირატესობა კი ხელმისაწვდომი ფასია. ხშირად ხარისხიან ხელსაწყოებს მაღალი ფასი აქვს, რაც შეძენას ართულებს. მსგავსი გამოცდილება წარსულს ჩააბარეთ, რადგან Holst.ge- ზე ყველაფერს ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ. ამავდროულად, ლამპიონს ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

LINUS LED lampioni

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - ლამპიონი       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 6500K         
  • განათების სიმძლავრე - 4500 lm     
  • გაშლის კუთხე - 120°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - IP65         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+               
  • სიმძლავრე (W) – 50
  • წონა (კგ) - 1.1

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • გამძლეობა
  • სიმსუბუქე
  • ხელმისაწვდომი ფასი

სად გამოიყენებთ გარე განათების სანათებს ?

სახლის სრულად განათება ყველას ძალიან გვიყვარს. ალბათ, სხვადასხვა ოთახში ერთდროულად აგინთიათ ნათურა, მნიშვნელობა არ აქვს გჭირდებოდათ თუ არა. ასე იმიტომაა, რომ განათება სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის და მით უმეტეს თუ სწორად შერჩეულია. თუმცა, ამ დროს გარე ტერიტორია გვავიწყდება. ფანჯრიდან გახედვისას ნათელი სივრცე ბევრად უკეთესი დასანახია, ვიდრე მისტიკური სიბნელე. სწორედ ამისთვის გამოიყენებთ გარე განათების სანათებს. ხელსაწყო ეზოს თუ ნებისმიერი გარე ტერიტორიას დაამშვენებს. პროჟექტორი და ლამპიონი კი  ამ საქმის დიდოსტატებია.

  • ხელმისაწვდომი ფასები

გარე განათების სანათები ძვირი სიამოვნება სულაც არ არის. ყოველ შემთხვევაში Holst.ge- ზე ნამდვილად არა. თითოეულ ხელსაწყოს ჩვეული ფასი და მაღალი ხარისხი აქვს. თუმცა, თუ საკმარისი თანხა ხელთ არ გაქვთ, პრობლემა არც ესაა. ასეთ დროს შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ და გადასახდელი თანხა, სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილოთ.

  • ფერის ტემპერატურა

ისევე როგორც ნათურებს, გარე განათების სანათებსაც სხვადასხვა ფერის ტემპერატურა აქვს. ე.წ. თბილ (ოქროსფერი) და ცივ (თეთრი) ფერებს თქვენს გემოვნებას მოარგებთ. სწორად არჩეული ნათება კი თვალებს ამშვიდებს და სასიამოვნო განცდას ტოვებს. შერჩევის კონკრეტული მეთოდი არ არსებობს, რადგან მთლიანად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას თბილი ნათება ურჩევნია, ზოგიერთს კი პირიქით. Holst.ge ორივე შემთხვევაში ფართო არჩევანსა და ხელმისაწვდომ ფასებს გთავაზობთ.

  • სამუშაო რესურსი

მაღალი სამუშაო რესურსი, განათებისთვის, მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს მეტ ეფექტურობასა და სამუშაო ძალას მატებს. ლამპიონი საკმარის ენერგიას გამოიმუშავებს და დიდხანს ანათებს. რაც მთავარია არ ცხელდება და საფრთხე მინიმუმამდე დადის.

  • გამძლეობა

რატომაა გამძლეობა ასეთი მნიშვნელოვანი ? ეს თვისება ნებისმიერი ხელსაწყოსთვის საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში მარტივად გაფუჭდება და ისევ ყიდვა დაგჭირდებათ. ამ პრობლემას ხარისხიანი ინსტრუმენტები ჭრის. გამძლე გარე განთების სანათი, კომფორტსა და უდარდელობას ნიშნავს. ნათურის გადაწვის საშიშროება მინიმუმამდე დადის და თავს ლაღად გრძნობთ.

  • განათების სიმძლავრე

თითოეულ ლამპიონსა თუ პროჟექტორს, სხვადასხვა განათების სიმძლავრე აქვს. ამიტომ, შეძენისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, ძლიერი ნათება გსურთ თუ პირიქით.  მახასიათებლების ერთმანეთთან შედარებით, სასურველ ხელსაწყოს მარტივად იპოვით.

რატომ Holst.ge ?

ხარისხიანი ხელსაწყოების გარდა, Holst.ge- ზე სრული კომფორტი დაგხვდებათ. სასურველ ხელსაწყოს სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ. მთელი საქართველოს მასშტაბით, საკურიერო მომსახურება ვრცელდება. ამიტომ, გამოწერას ნებისმიერი ადგილიდან შეძლებთ და მაღაზიაში წასვლისას დაკარგულ დროს, მეტად საჭირო საქმეში გამოიყენებთ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება