ტოპ 4 პროფესიონალი თარაზო Holst.ge - ზე

თვალის ზომა ხშირად იტყუება. გვგონია რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ სინამდვილეში სრული ქაოსია. ამიტომ, როცა საქმე სისწორეების დაცვასა და პროფესიონალურად აზომვას ეხება, სხვა ხერხს უნდა მივმართოთ. ასეთ დროს საუკეთესო დამხმარე არის თარაზო. ხელსაწყო სრული სიზუსტით მუშაობს და საქმეს სწრაფად ასრულებს. ინსტრუმენტის მეშვეობით სიმაღლეების შემოწმება და ერთმანეთთან გათანაბრება, კედლებისა და იატაკის ზომის გასწორება შეიძლება. ასევე, საგზაო მშენებლობისა და სხვა მსგავს სიტუაციაში გამოდგება. თარაზომ საქებარი სიტყვები ნამდვილად დაიმსახურა. ამიტომ, დროა მასზე უფრო მეტი გავიგოთ.

რა განსხვავებაა თარაზოებს შორის ?

ვებერთელა სამყაროში იდენტური საგნების პოვნა რთულია. როგორც ყველაფერი, ხელსაწყოებიც მრავალი ნიშნით განსხვავდება. ეს კი ლაზერულ თარაზოებზეც ვრცელდება. პირველ რიგში ყურადღებას კვების წყარო იქცევს, რადგან ხელსაწყო სწორედ ამით მუშაობს. ჩამოთვლილი თარაზოები ელემენტზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ლითიუმისაა, ზოგიც კი ჩვეულებრივი. განსხვავებულია მათი ზომები და სამუშაო რესურსი. ხელსაწყოებს სხვადასხვა თვითგასწორების დრო და დიაპაზონი აქვს. სიზუსტეებიც არ არის მსგავსი. ყველა თავისებუად მუშაობს, ზოგი უფრო სწრაფად და ზოგიც შედარებით ნელა. თარაზოებს ნაწილს კომპლექტაცია ახლავს. ან შეიძლება საერთოდ არაფერი მოყვებოდეს.

რა საერთო აქვს Holst.ge - ზე არსებულ თარაზოებს ?

ონლაინ ჰიპერმარკეტში სხვადასხვა ბრენდებია წარმოდგენილი. როგორც უკვე ვნახეთ, ერთმანეთისგან ბევრი მახასიათებლით განსხვავდება. თუმცა, საერთო თვსიებებიც აქვს. პირველ ადგილს გამძლეობა იკავებს. ამის გარეშე მუშაობა წარმოუდგენელი იქნებოდა. ხელსაწყო აუცილებლად ხარისხიანი და მაღალი სამუშაო რესურსის მქონე უნდა იყოს. დიდხანს უნდა გაძლოს და პრობელემები არ შეექმნას. ამჯერად, თქვენზე შთაბეჭდილების დატოვებას Dewalt, Crown, Stanley -  ისა და Bosch - ის ხელსაწყოები შეეცდება. როგორც უკვე იცით, გამძლეობა არცერთს დაეწუნება. Holst.ge - ზე შეძენილ თარაზოებს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. მეორე საერთო სწორედ ესაა. საგარანტიო ტალონი ქარხნული დეფექტის გამოვლენისას დაგეხმარებათ. ასევე, ნივთებს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და შეძენაც მარტივია.

როგორ უნდა შეიძინოთ ხელსაწყოები Holst.ge - ზე

უხსოვარ დროს ვერავინ იფიქრებდა, რომ ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად შეიძენდა. თუმცა, დღესდღეობით ყველაფერი გამარტივდა. სწორედ ამიტომ, ინსტრუმენტების შესაძენად მაღაზიაში წასვლა სავალდებულო სულაც არაა. Holst.ge ოლაინ მაღაზია, შესაბაისად, ნივთები უნდა გამოიწეროთ. ვიზუალური ასპექტში ფოტოები დაგეხმარებათ, მონაცემებს კი მახასიათებლების მეშვეობით გაიგებთ. დამატებითი კითხვის შემთხვევაში ოპერატორებსაც დაუკავშირდებით. როგორც ხედავთ ყველაფერი მარტივია. შეძენილი ნივთები კი რამდენიმე დღეში თქვენთანაა. 50 ლარზე მეტ შენაძენზე უფასო მიტანა ვრცელდება. საკურიერო მომსახურება კი მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

Dewalt DW0811-XJ ლაზერული თარაზო

Dewalt იმედგაცრუებულს არასდროს დაგტოვებთ. ინსტრუმენტებს ყველა საჭირო თვისება აქვს. კონკრეტული მოდელიც მაღალი მონაცეებითაა აღჭურვილი. კვების წყარო ელემენტია. აქ კი აუცილებელია საქმე ხარისხიან ელემენტთან გვქონდეს. ენერგია დიდი ხნის განმავლობაში უნდა ჰყოფნიდეს. სამუდამო არაფერია და უსასრულოდ არც იმუშავებს, მაგრამ ძალა საშუალო დროით უნდა უნარჩუნდებოდეს. Dewalt - ის ლაზერულ თარაზოს კომპლექტაციაც მოყვება. ეს კი მშვენიერი რამეა. მასში ქეისი და ელემენტი შედის. რადგანაც ხელსაწყოს კვების წყარო სწორედ ეს უკანასკნელია, დამატებითი ელემენტი ესაჭიროება. სამყაროში ყველაფერი ხდება და იქნებ ალტერნატივაც დაგჭირდეთ. მოკლედ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ და ამაში დამატებითი ნივთები დაგეხმარებათ. კომპლექტაცია ყველა თარაზოს არ მოყვება. Dewalt- ის ინსტრუმენტი კი ამითაც გამორჩეულია. თარაზოს თვითგასწორების სწრაფი უნარი და დიაპაზონი აქვს. სიზუსტეებსაც ზედმიწევნით იცავს. ლაზერი კი პირველი კლასის აქვს. ხელსაწყო ნამდვილი პროფესიონალებისთვისაა განკუთვნილი.

Dewalt tarazo

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 30 m     
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 3xAA ელემენტი                   
  • სიზუსტე - ±0.4 mm/m         
  • ლაზერი - I კლასი     
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - წითელი

კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • 3x ელემენტი

უპირატესობები:

  • ძლიერი ელემენტი
  • ხარისხი
  • კომპლექტაცია
  • თვითგასწორების სისწრაფე

CROWN CT44023-ლაზერული თარაზო

მეორე ლაზერული თარაზო Crown - ს ეკუთვნის. ხელსაწყო ხარისხიანი და მრავალფუნქციურია. ლაზერი მწვანედ ანათებს და ყველაფერს ათანაბრებს. კვების წყარო ლითიუმის ელემენტია. მაღალია თვითგასწორების დრო და დიაპაზონი. თარაზოს კომპლექტაცია მოყვება და საკმაოდ ბევრი ნივთი შედის. კონკრეტულად, დამცავი სათვალეები, დამტენი, სატარებელი ღვედი და ქეისი. ლაზერს სპეფიციფიკური ნათება აქვს. სწორედ ამ სხივებით იზომება ყველაფერი. ამას კი ვერსად გავაქრობთ. თუმცა, ეს თვალისთვის ოდნავ საზიანოც კია. სწორედ ამიტომ, დამცავი სათვალეებით უნდა იმუშაოთ. ასე კი თვალებს დაზიანებისგან დაიცავთ და გამოსხივებას თავიდან აიცილებთ. მეორე ნივთი დამტენია. ინსტრუმენტი ელემენტზე მუშაობს, შესაბამისად, ძალების აღდგენა დასჭირდება. კონკრეტულ მოდელს კი ეს დამუხტვის შედეგად შეუძლია. სტარებელ ღვედი და ქეისი უკეთ გადაადგილებაში დაგეხმარებათ. ხელსაწყოს ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა, ბევრად მარტივდება.

Crown tarazo

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 30 m     
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 2.35         
  • კვების წყარო - 3.7V ლითიუმის ელემენტი
  • ლაზერის პროექცია - 2V, 1H, 1D     
  • სიზუსტე - ± 1 mm/ 7m         
  • ლაზერი - 525 Nm II კლასი   
  • შტატივის ხრახნი - 5/8"       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=5 წ/± 3o
  • ლაზერის ფერი - მწვანე

კომპლექტაცია:

  • დამცავი სათვალეები
  • დამტენი
  • სატარებელი ღვედი
  • ქეისი  

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • გარანტია
  • დიაპაზონი
  • სიზუსტე
  • სიმსუბუქე

STANLEY STHT77499-1 ლაზერული თარაზო Cubix Green

Stanley - ის თარაზო ელემენტზე მუშაობს და მეორე კლასის, მწვანე ლაზერით ხასიათდება. უპირატესობები ხელმისაწვდომ ფასსა და ძლიერ ელემენტში მდგომარეობს. თვითგასწორების დრო და დიაპაზონიც მწყობრშია. ინსტრუმენტი მსუბუქია. წონით კი ვერანაირ დისკომფორტს ვერ იგრძობთ. ამის გამო ბევრად კომფორტულია. გადაადგილება არასდროს პრობლემდება, პირიქით, მარტივია. როგორც დანარჩენებს, კონკრეტულ მოდელსაც ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტები იშვიათია, მაგრამ თუ რამე და საგარანტიო ტალონი ყველაფერს მოაგვარებს.

STANLEY tarazo

  • ბრენდი - STANLEY   
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 16 m     
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 0.57         
  • კვების წყარო - 2xAA ელემენტი       
  • სიზუსტე - ± 4.5mm / 10m     
  • ლაზერი - II კლასი   
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - მწვანე

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლე ელემენტი
  • გარანტია

BOSCH ლაზერული თარაზო GLL 2

ბოლოს კი გემრიელი ლუკმა,  Bosch - ის თარაზო მოვიტოვეთ. ხელსაწყო სისწორეებს წითელი ლაზერის მეშვეობით სვამს. კვების წყარო ელემენტია. რა თქმა უნდა, გამძლეობა აქაც უმაღლეს ნიშნულზეა. ინსტრუმენტი მსუბუქი და კომპაქტურია. გადასაადგილებლადაც მარტივია. მეორე კლასის ლაზერი აქვს და ოსტატურად მუშაობს. დატვირთულ გრაფიკსაც თავისუფლად უძლებს. ერთ წლიანი გარანტიაც თან აქვს და უმარტივესადაც შეიძენთ. ამისთვის მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო.

Bosch tarazo

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო 
  • დიაპაზონი - 10m     
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 0.28         
  • კვების წყარო - 2x 1.5 V LR6 (AA) ელემენტი
  • სიზუსტე - ± 0.5 mm/10m     
  • ლაზერი - 650Nm, <1 mW, II კლასი
  • შტატივის ხრახნი - 1/4"       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - ± 4°         
  • ლაზერის ფერი - წითელი

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება