ტოპ 4 საჭირო სანათი

ნებისმიერი ადგილი ისტორიას ინახავს. მთავარია როგორს. კარგი ამბების გადასახდენად, ჯადოსნური აურაა საჭირო. მაგიური სანათები სწორედ ამაში დაგეხმარებათ. მათი მეშვეობით მხოლოდ ოთახს კი არა, გარე სივრცესაც გამორჩეულობას შესძენთ. ნათელ და თვალწარმტაც ადგილს მოაწყობთ. ჩვეულებრივ დღეებსაც კი დღესასწაულად აქცევთ.

სად გამოიყენება სანათები ?

სანათები სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა. არსებობს არქიტექტურული, შეკიდული ჭერისა და კედლის ხელსაწყოები. მათთვის განკუთვნილ სივრცეს, ყველა იდეალურად ერგება. დასამონტაჟებლად მარტივია. დიდი დრო და ენერგია არ სჭირდება, ამიტომ, ამ მხრივაც მოსახერხებელია. რადგანაც სანათები განსხვავებულია, ადგილიც შესაბამისად უნდა შეურჩიოთ. მაგალითად, არქიტექტორული სანათების გამოყენება გარეთ შეიძლება. შეკიდული ჭერის კი ოთახს ემეგობრება.

რითი გამოირჩევა Holst.ge ?

ამ კითხვაზე ერთი  პასუხი არ არსებობს. ბევრის თქმა შეიძლება, ამიტომ, ყველა ჩამოვთვალოთ. პირველ რიგში, ყურადღებას მწყობრში მყოფი საიტი იქცევს. საძიებო ველის მეშვეობით, სასურველ ხელსაწყოს სწრაფად იპოვით. თითოეული ინსტრუმენტი თავს ხარისხით იწონებს. ამით კი ყველაფერი ნათქვამია. გამძლეობა, ულევი სამუშაო რესურსი და კომპაქტურობა - ყველა საჭირო თვისება ერთად. ამავდროულად, სახლიდან გაუსვლელად შეძენა არ დაგვავიწყდეს. მოკლედ, Holst.ge იმდენად კომფორტულია, რომ ხელსაწყოებს ნებისმიერი ადგილიდან გამოიწერთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, საკურიერო მომსახურება უფასოა.

ბრენდების უპირატესობები

სტატიის გმირები Linus- სა და Ledex - ის სანათებია. შეიძლება იფიქროთ, რომ გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ სულაც არა. კარგი განათების გარეშე, ბევრი საქმე იშლება. მაგალითად, თუ კი ვიდეო/ფოტო გადაღებას გეგმავთ და ცუდი სინათლეა, ყველაფერი ფუჭდება. კადრი ეფექტური აღარ გამოდის და საქმე რთულდება. ამიტომ, სანათებს განსაკუთრებული უპირატესობა ასეთ მომენტებში აქვს. ეფექტურია  როცა დამატებითი წყაროა საჭირო. თუმცა, ისეთი ხელსაწყო ვერ დაგეხმარებათ, რომელსაც დაბალი მონაცემები აქვს. ინსტრუმენტი ყველანაირად გამართული უნდა იყოს. Linus და  Ledex კი სრულად მობილიზებულია. ნებიმისერ დროსა და ადგილას თქვენი ერთგულია. მთავარი უპირატესობაა გამძლეობაა. ხარისხიანი სანათები დიდხანს მუშაობს და ნათურა მუდამ ეფექტურია. გარდა ამისა, ხელმისწვდომი ფასი დასავიწყებელი არაა. მოკლედ, ყველა კარგი თვისება აქაა თავმოყრილი.

LinUS-12318 String light 15m/20s

რა უნდა ქნა, თუ კი ღამით ეზოში ყოფნა გინდა, მაგრამ სრული სიბნელეა ? ან მეგობრები სამაგიდო თამაშებისთვის იკრიბებით და მძლავრი განათება გჭირდებათ ? ოთახიდან გამომავალი სინათლის სხივები, სივრცეს ვერ წვდება. ამიტომ, სხვა გზის ძიება უნდა დაიწყოთ. ალტერნატივა კი ნამდვილად არის. Linus - ის არქიტექტორული სანათი პრობლემას გადაჭრის. სივრცეს გემოვნების მიხედვით მოაწყობთ და ნათურებსაც ისე დაკიდებთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით. მოკლედ, ამაში არავინ გზღუდავთ. სიმებიანი განათება მძლავრია და გარემოს კარგად ანათებს. საჭირო რაოდენობის სხივებს ყველა მიმართულებით უშვებს. ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსი და ერთ წლიანი გარანტია აქვს. ვაზნებს შორის დისტანცია ზომიერია. ამიტომ, დიდ ტერიტორიაზე განთავსებაც შეიძლება. Linus - ის სანათს იდეალურად გამოიყენებთ თუ კაფეს ან მსგავს ადგილს ფლობთ. სასიამოვნო განათება ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის. თქვენც და სტუმრებიც რომ ბედნიერია, ზუსტად ისეთს.

Linus simebiani ganateba

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - სიმებიანი განათება     
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 0.75mm         
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - 65   
  • გარანტია - 1 წელი               
  • კომპლექტაცია - ნათურების გარეშე
  • სიმძლავრე (W) - 800
  • ვაზნების რაოდენობა - 20 ცალი     
  • ვაზნებს შორის დისტანცია - 0.75m
  • წონა (კგ) - 2.6

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • სამუშაო რესურსი
  • გარანტია
  • ხარისხი

LINUS LP-EX-4500B- LED panel LEDP 45W 4000K Ra80 595*595 IP20

თანამედროვე სამყარომ ჭაღი მიივიწყა. ადრე ასე არ იყო, მაგრამ ახლა აღარაფერში გჭირდებათ. ეს თქვენზეა დამოკიდებული. თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, დაიტოვებთ, მაგრამ თუ არასდროს გეხატებოდათ გულზე, ჩამნაცვლებელიც აქაა. საუბარი შიდა მონტაჟის სანათებისკენ მიგვყავს. სადა დიზაინისა და დახვეწილობის ნაზავი, ჭერთან მეგობრობს. Linus - ის სანათს არაფერი აკლია. მაღალი სამუშაო რესურსი, განათების სიმძლავრე, გაშლის კუთხე და ენერგოეფექტურობა აქვს. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ერთადერთი უსამოვნება ქარხნული დეფექტია. ეს კი იშვიათია, მაგრამ სხვა შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი დაგეხმარებათ. ხელმისაწვდომ ფასზე საამებელი , რა შეიძლება იყოს ? დამატებითი უპირატესობა სწორედ ესაა.

Linus LED panel

  • ბრენდი  - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - შიდა მონტაჟის
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფორმა - ოთხკუთხედი       
  • ფერის ტემპერატურა - 4000K         
  • განათების სიმძლავრე - 4000 lm     
  • ჭრის ზომა - 595X595 mm     
  • გაშლის კუთხე  - 120°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - IP20         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი  - A+ 
  • სიმძლავრე (W) – 45
  • წონა (კგ) - 2.105        

უპირატესობები:

  • ენერგოეფექტურობა
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გარანტია

LEDEX-22332 Surface Narcissus 36W 6500k 500mm

ბრა ყველაზე მეტად მოსახერხებელია. დამონტაჟება ოთახის სხვადასხვა ადგილას შეიძლება. განსაკუთრებით საჭირო კი მაინც საწოლთანაა. წარმოიდგინეთ რა ბედნიერებაა, სინათლის ჩასაქრობად ნაბიჯის გადადგმა რომ არ გიწევთ. ამას მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობით შეძლებთ. მანამდე კი წაიკითხავთ წიგნს ან დაწერთ და სინათლის ჩაქრობა პრობლემა არ იქნება. დამეთანხმებით ცხოვრება ასე ბევრად მარტივია. მონაცემების მხრივ კი კარგის გარდა რა შეიძლება ითქვას. სიმძლავრის წყალობით საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ანათებს. ენერგოეფექტურია და ერთ წლიანი გარანტიაც აქვს. ფასი ხელმისაწვდომი, ხარისხი კი საუკეთესოა.

LEDEX bra

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - ბრა       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 6500K         
  • განათების სიმძლავრე - 2160 lm     
  • ზომა - 500x100 mm   
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - IP 20         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+             
  • სიმძლავრე (W) – 36
  • წონა (კგ) - 1.8

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

LINUS LED რელსის სანათი შავი track 30W 4000K

შავი რელსის სანათს დახვეწილი ვიზუალი აქვს. სხვადასხა სივრცეს მარტივად ერგება. დასამონტაჟებლად კომპაქტური და თვისებებითაც გამორჩეულია. ალუმინისგან დამზადებული ხელსაწყო გამძლეა. როგორც წესი, მსგავსი ინსტრუმენტები დროთა განმავლობაში , ფერს იცვლის. მეტად უსიცოცხლო ხდება და იერსახე ეკარგება. ეს დამზადების ხარისხზეა დამოკიდებული. იმისთვის რომ ასე არ მოხდეს, საუკეთესო მასალაა საჭირო. Linus - ის რელსის სანათი კი სწორედ ასეთია: ხარისხიანი, მაღალი სამუშაო რესურსის მქონე და მძლავრი. თითოეული მახასიათებელი დიდ როლს თამაშობს. ხელსაწყოს სტუდიაშიც დაამონტაჟებთ. გამოიყენებთ ყველგან სადაც სპეციფიკური და მძლავრი განათებაა საჭირო. სანათს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ფასი კი ხელმისაწვდომი აქვს. Holst.ge - დან გამოწერის შემთხვევაში, სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ.

Linus LED relsis sanati

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - რელსის სანათი
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 4000K         
  • განათების სიმძლავრე - 2400 lm     
  • გაშლის კუთხე - 360°
  • ზომა - Ф89.9*L140*H225mm
  • მასალა - ალუმინი     
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - IP 20         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - F                 
  • სიმძლავრე (W) – 30
  • წონა (კგ) - 0.7

უპირატესობები:

  • სამშუშაო რესურსი
  • განათების სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება