ტოპ 4 საუკეთესო სასუქი

მცენარეების ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირება აუცილებელია. თუ კი ხეხილის ბაღის,  ვაზისა ან ყვავილების გაშენებას გადავწყვეტთ, მათზე ზრუნვაა საჭირო. ამ კომპონენტის გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ. გარკვეული დროის შემდეგ, მცენარის ზრდა შეჩერდება და საქმე უარესობისკენ წავა. ზრუნვაში კი მიწის მინერალებით გაჯერება იგულისხმება. კერძოდ, სასუქების გამოყენება. გარკვეულ პერიოდში მცენარეს დატენიანება სჭირდება. წყალი კი მხოლოდ პირველადი დახმარებაა. სინამდვილეში ამაზე მეტია საჭირო. მსგასვი პრეპარატები კი სწორედ ამისთვის არსებობს.

რა ნივთიერებებს შეიცავს სასუქები ?

ხშირად ჩნდება კითხვა, საშიშია თუ არა სასუქით გაჯერებული პროდუქტები ? მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უხარისხო პრეპარატს იყიდით. ასეთი სახის სასუქი გაურკვეველ ნივთიერებებს შეიცავს და მცენარეც ზიანდება. გარდა ამისა, საშიშროებას არ წარმოადგენს. შემადგენლობა კი ყველას სხვადასხვა აქვს. მაგალითად, შეიძლება კალიუმის ოქსიდს, მანგანუმს, გოგირდს ან სხვა სახის ნივთიერერებებს შეიცავდეს. წარმოდგენილი სასუქები ზომიერი პროცენტულობით გამოირჩევა. ეს კი იმას ნიშნავს რომ გადაჭარბებული არცერთი ნივთიერება არ არის. თითოეულ პრეპარატში მინიმალური რაოდენობით შედის.

რა განსხვავებაა სასუქებს შორის ?

შემავალი ნივთიერებების სხვაობაზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა კი დროა სხვა კუთხითაც შევხედოთ. სასქუებს შორის მკვეთრი განსხვავებაა. ზოგიერთი მინერალურია, ზოგიც ორგანული. ასევე, სხვადასხვაა პრეპარატული ფორმაც. გარკვეული სასუქები მიკროგრანულარულია, ან შეიძლება თხევადი სახით გვხვდებოდეს. განსხვავებულია მოცულობა და მწარმოებელი ქვეყანა. ჩამოთვლილ სასუქებს იტალია, გერმანია, ფინეთი და ესპანეთი აწარმოებს. ხარისხი კი, რა თქმა უნდა, ყველას უმაღლესი აქვს. მთავარი მახასიათებელი არ გამოგვრჩეს და ვახსენოთ, რომ წარმოდგენილი სასუქები ყველა კულტურას ერგება, თუმცა რიგ შემთხვევებში ასე არ არის. ამიტომ, შეძენისას აუცილებლად გადაიკითხეთ, სასუქი მხოლოდ ყვავილებისთვის, ხეხილისა თუ ყველა სახეობისთვისაა გათვლილი.

როგორ უნდა შევარჩიოთ სასუქი სწორად ?

პირველ რიგში, საქმე მხოლოდ ხარისხიან პროდუქტებთან უნდა დაიჭიროთ. ამ შემთხვევაში გადამოწმება საჭირო არ არის. Holst.ge საუკეთესო სასუქებს გთავაზობთ. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კიდევ არსებობს. დაახლოებით მაინც უნდა იცოდეთ თუ რა სახის სასუქი სჭირდება თქვენს მცენარეს. როცა ეს იცით შერჩევაც მარტივდება. ამის გაგება რთული არ არის. ცოტაოდენი ცოდნა და დაკვირვებაა საჭირო.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ კი სასუქს არ გამოვიყენებთ ?

ასეთ დროს მცენარის მდგომარეობა მძიმდება. ამაში კი მიწის ნორმაზე მეტად გამოშრობა, ფოთლების ფერის ცვლა და სხვა მსგავსი მდგომარეობა იგულისხმება. თუ კი დროულად არ დატენიანდება,  მცენარე სასიცოცხლო ნიშნებს კარგავს. ასე რომ არ მოხდეს, სწორედ ამისთვის სასუქები არსებობს.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

Holst.ge - ზე ყველა მიმართულებით დიდი არჩევანია. გამონაკლისი არც სასუქების კუთხეა. ონლაინ ჰიპერმარკეტში სხვადასხვა დანიშნულებისა და წარმოების პრეპარატებს შეხვდებით. რაც მთავარია, თითოეული გადამოწმებული და ხარისხიანია. Holst.ge - ის უპირატესობა ამით არ სრულდება. პრეპარატების შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. ამასთანავე, 50 ლარზე მეტ შენაძენზე უფასო მიტანა ვრცელდება. მნიშვნელობა არ აქვს ნივთი თბილისში გსურთ, თუ რომელიმე რეგიონში. საკურიერო სერვისით სარგებლობა ყველგან შესაძლებელია.

Valagro - სასუქი - ფერილენ ტრიუმი - 5 კგ.

Valagro - ს სასუქი იტალიურია და ბევრ მინერალს შეიცავს. პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა. ოღონდ ზომიერების დაცვა აუცილებელია. თუმცა, ეს სხვა სასუქების შემთხვევაშიც ასეა. Valagro - ს პრეპარატი ყველა კულტურასთან თავსებადია. ის ნებისმიერ ციტრუსთან ან სხვა სახის მცენარესთან გამოიყენება. სასუქი მიკროგრანულარულია და სასარგებლო ნივთიერებებითაა გაჯერებული. მასში რკინა, კალიუმის ოქსიდი და მანგანუმი შედის. მოცულობით 5 კილოგრამია. ეს კი დიდი ტერიტორიისთვისაც სრულიად საკმარისია. იმის გათვალისწინებით რომ მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ. სასუქი ყველანაირად დადებითი თვისებების მქონეა და უარყოფითი მხარის მოძებნა რთულია.

Valagro FERRILENE TRIUM

  • ბრენდი - VALAGRO
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური სასუქი               
  • წონა (კგ) - 5   
  • მოცულობა - 5 კგ     
  • მოქმედი ნივთიერება - რკინა - 5%; კალიუმის ოქსიდი - 6%; მანგანუმი - 1%.   
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი     
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია       
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • ყველა კულტურასთან თავსებადობა
  • მოცულობა

Lebosol - ორგანული სასუქი - 5 -ამინოსოლი

Lebosol ოდნავ განსხვავებულ სასუქს გთავაზობთ. ამჯერად საქმე ორგანულ პრეპარატთან გვაქვს. ფორმით კი თხევადი და კომფორტულად გამოსაყენებელია. პირველისგან განსხვავებით უფრო მეტ ნივთიერებებს შეიცავს. მასში აზოტი, კალიუმის ოქსიდი, გოგირდი, ნატრიუმი და სხვა ორგანული მასა შედის. თითოეული ნივთიერება საჭირო რაოდენობით ნაწილდება. ზოგი უფრო მეტია, ზოგიც ნაკლები. ყოველ შემთხვევაში გადაჭარბებული არცერთი არ არის. ამიტომ, მცენარე ვერანაირად ვერ დაზიანდება. მწარმოებელი ქვეყანა გერმანიაა. შესაბამისად, პროდუქტი უმაღლესი ხარისხისაა. სასუქი ყველა ტიპის კულტურას ერგება. საზიანო არცერთი მცენარისთვის არ არის. პირიქით, დიდი სარგებელი მოაქვს. მოცულობით 5 ლიტრია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრჯერ გამოიყენებთ და ხშირად შეძენა არ დაგჭირდებათ. სასუქი ნატურალურია და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ეს კი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

Lebosol aminosol

  • ბრენდი - Lebosol       
  • პროდუქტის ტიპი - ორგანული სასუქი                 
  • წონა (კგ) - 5.1
  • მოცულობა - 5 ლ       
  • მოქმედი ნივთიერება - 9,4 % საერთო აზოტი (N) ; 1,1 % საერთო კალიუმის ოქსიდი (K2O); 0,25 % საერთო გოგირდი (S); 1,28 % საერთო ნატრიუმი (Na); ორგანული ნაწილი 66,3 %         
  • პრეპარატული ფორმა - თხევადი     
  • მწარმოებელი კომპანია - Lebosol     
  • მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია     
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • მოქმედი ნივთიერებები
  • ნატურალურობა
  • თხევადი ფორმა

Yara - გრანულირებული მინერალური სასუქი - 25კგ - იარამილა NPK 8-24-24

შემდეგი ბრენდი ფინეთიდანაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. Yara ხარისხიან სასუქებს გთავაზობთ. სწორედ ამითაა ცნობილი. თქვენს წინაშე ამჯერადაც მინერალური სასუქია წარმოდგენილი. ფორმით კი გრანულირებული ტიპისაა. მცენარეებს მოაფრქვევთ და სასარგებლო ნივთიერებებით აავსებთ. ჩამოთვლილებს შორის მოცულობით ყველაზე დიდია. კონკრეტულად, 25 კგ- ია. როგორც დანარჩენები, Yara - ს სასუქიც ყველა კულტურასთან თავსებადია. ამიტომ, თამამად შეგილიათ ნებისმიერი მცენარისთვის გამოიყენოთ.

Yara mineraluri sasuqi

  • ბრენდი - Yara
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური სასუქი               
  • წონა (კგ) - 25.1         
  • მოცულობა - 25 kg   
  • მოქმედი ნივთიერება - 8% N (7%NH4 და 1% NO3 ),P2O5 24%, K2O-24%.S-2.8%,SO3-8%
  • პრეპარატული ფორმა - გრანულირებული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - YARA       
  • მწარმოებელი ქვეყანა - ფინეთი       
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • მოცულობა
  • მინერალურობა

IDAI NATURE - თხევადი ორგანული სასუქი - 5 ლიტ - ფერტირეგ ექსტრა

ესპანური ბრენდი Idai nature- ის სასუქი ორგანული ნივთიერებებისგან შედგება. ისეთები, როგორებიცაა: ორგანული ნახშირბადი, ამინომჟავეები, აზოტი და კალიუმის ოქსიდი. პრეპარატი თხევადია და მოცულობა 5 ლიტრია. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი ხელმისაწვდომი ფასია. თუ აქამდე ეს დაბრკოლება იყო, ამ შემთხვევაში ასე არ იქნება. სასუქის გამოყენება ყველა კულტურასთან შეიძლება. პრეპარატი ორგანულია და მცენარეებს შვებას მოგვრის, გააჯანსაღებს და ზრდას ხელს შეუწყობს.

IDAI NATURE Fertireg Extra

  • ბრენდი - Idai Nature
  • პროდუქტის ტიპი - ორგანული სასუქი                 
  • წონა (კგ) - 5.2
  • მოცულობა - 5 ლ       
  • მოქმედი ნივთიერება - სულ ორგანული ნივთიერებები - 45.0%; სულ ორგანული ნახშირბადი (C) - 26.1%; სულ ამინომჟავები - 4.0%; ორგანული აზოტი (N) - 2.0%; სულ კალიუმის ოქსიდი (K2O) - 2.0%; pH5.5   
  • პრეპარატული ფორმა - თხევადი   
  • მწარმოებელი კომპანია - IDAI NATURE     
  • მწარმოებელი ქვეყანა - ესპანეთი     
  • კულტურა - ყველა

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • ნატურალური შემცველობა
  • მოცულობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება