ტოპ 4 საყოფაცხოვრებო შედუღების აპარატი

გადაწყვიტეთ შეიძინოთ შედუღების აპარატი, თუმცა აღოაჩინეთ, რომ არსებობს უამრავი არჩევანი. როგორ უნდა მოიქცეთ და როგორ უნდა აარჩიოთ თქვენი მოთხოვნების შესაბამისი შედურების აპარატი.

Schpindel-ის 150 ვატიანი შედუღების აპარატი

Crown-ის 150 ვატიანი სვარკის აპარატი

Crown-ის 200 ვატიანი სვარკის აპარატი

Tolsen-ის 200 ვატიანი შედუღების აპარატი

უპირველეს ყოვლისა, ეს შეიძლება ზედმეტად აშკარად ჟღერდეს, თუმცა, რაც უნდა გაითვალისწინოთ შედუღების პარატის არჩევისას, არის ის, თუ რისი გაკეთება გსურთ!

თუ ძლიერი შედუღება გჭირდებათ და 10 მმ სისქის ფოლადის შედუღება გსურთ, მაშინ 150 ამპერიანი შედუღების აპარატის ყიდვას აზრი არ აქვს, რადგან ის უბრალოდ არ არის საკმარისად ძლიერი.

ასევე, არაეფექტიანი გადაწყვეტილება იქნება დიდი თანხის დახარჯვა 300 ამპერიან სვრაკის აპარატზე, თუ გსურთ მხოლოდ ნივთების შეკეთება სახლში და/ან მანქანის შეკეთება.

ასე რომ, შედუღების აპარატის სიმძლავრე და თქვენი სამუშაო სპეციფიკა მნიშვნელოვანი საზომებია არჩევანის გაკეთებისას.

ინვერტორული შედუღების აპარატი შეიძლება მუშაობდეს დაახლოებით 160 ამპერი სიმძლასვრით 220 ვოლტის მიწოდებისას. ეს იმიტომ ხდება, რომ ინვერტორი შედუღების აპარატი უფრო ეფექტურია, ვიდრე ტრადიციული ტრანსფორმატორი.

მანქანის კორპუსის პანელების შესადუღებლად საჭიროა შედუღების აპარატი მინიმალური სიმძლავრით არაუმეტეს 30 ამპერი. უმაღლესი მინიმალური გამომავალი გამოიწვევს უამრავ ხვრელს თხელ ფურცელზე!

რა უნდა ვეძებოთ შედუღების აპარატში?

შედუღების აპარატის არჩევისას ღირსეული ზომის ძრავი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ ერთეულს, განსაკუთრებით წვრილმან ბაზარზე, აქვს პატარა, ბამბის ბორბლის ზომის ძრავები, რომლებიც საკმარისად მძლავრია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველაფერი დანარჩენი სრულყოფილია.

შემდეგი არის შედუღების აპარატის სისტემის სიმტკიცე. ამის კვალიფიკაცია ძნელია, მაგრამ პრაქტიკული ადამიანების უმეტესობამ იცის, რომ კარგი სისტემით აღჭურვილი სვარკის აპარატი, იაფფასიანი ვერ იქნება.

  • შედუღების აპარატის დამჭერი

ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანი არის თავად დამჭერი. ელექტროდის დამჭერი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრ დაბალფასიან შედუღების აპარატს აქვს დამჭერი, რომელიც უხარისხო პლასტიკატისგან არის დამზადებული, ღირებულების შესამცირებლად. თუმცა, ის დიდხანს ვერ გაძლევს და ლაინერის შეცვლა, როგორც წესი, შრომატევადი სამუშაოა. კარგი დამჭერი ჰგავს ველოსიპედის სამუხრუჭე კაბელს, პლასტმასით დაფარული ფოლადის სპირალს.

ნამდვილად კარგი რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის ევრო დამჭერი. ამ დამჭერის სისტემას აქვს სოკეტი შედიღების წინა მხარეს და შტეფსელი.

ევრო დამჭერები უკეთესი ხარისხისაა, მაგრამ თითქმის ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე მუდმივად დამონტაჟებული ტიპი (თუ ოდესმე დაგჭირდებათ დამჭერის შეცვლა). ეს იმიტომ ხდება, რომ ევრო დამჭერები სტანდარტია სამრეწველო მანქანებზე და ასე მზადდება მილიონების მიერ.

მუდმივი მორგების დამჭერები, როგორც წესი, შეკვეთილია და ამიტომ უნდა იყიდოთ შედუღების აპარატის მწარმოებლისგან. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს დიდ ხარჯებთან.

ჩვენ ველოდებით, რომ ყველა ევრო დამჭერი აღჭურვილი იქნება ფოლადის ლაინერით!

შედუღების აპარატის სახეები

შედუღების აპარატები არსებობს ორი ძირითადი ტიპი, რომელიც ეხება აპარატის შიგნით ელექტროსადგურის ტიპს. შედუღების აპარატის არჩევისას, ეს საკმაოდ ფუნდამენტური განმსაზღვრელია!

  • სტანდარტული შედუღბის აპარატი

ტრანსფორმატორები არის ტრადიციული ელექტრული ერთეული შედუღების აპარატისთვის. ტრანსფორმატორზე დაფუძნებული ერთეულის უპირატესობები არის ის, რომ ისინი ჩვეულებრივ უფრო იაფი და ნაკლებად რთულია, ამიტომ თეორიულად უფრო საიმედოები გრძელვადიან პერიოდში.

ტრანსფორმატორების უარყოფითი მხარე არის ის, რომ ისინი მძიმეა, უფრო სწრაფად ხურდება და სიმძლავრე ჩვეულებრივ დგინდება რამდენიმე საფეხურზე. ტრანსფორმატორი შედუღბის აპარატებს, როგორც წესი, აქვთ 2-დან 30 საფეხურამდე. ამ ნაბიჯებს შორის გამომავალი სიმძლავრის დაყენება შეუძლებელია.

  • ინვერტორული შედუღების აპარატი

თანამედროვე, ინვერტორული შედუღების აპარატი, ასევე ბევრად უფრო საიმედოა, ვიდრე რამდენიმე წლის წინანდელი შედუღების აპარატი. კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ გამომავალი სიმძლავრე ეტაპობრივად რეგულირდება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმძლავრე შეიძლება დარეგულირდეს ისე, როგორც რადიოს ხმა რეგულირდება, უბრალოდ ღილაკის როტაციით.

ინვერტორული სისტემა არის თანამედროვე ელექტრონული ერთეული შედუღების აპარატისთვის. ინვერტორზე დაფუძნებული სისტემის უპირატესობა ის არის, რომ ისინი უფრო მსუბუქია, ასე უფრო ადვილია გადაადგილება და გადახურებამდე გაცილებით დიდხანს მუშაობს. ინვერტორების ერთადერთი რეალური, შესაძლო მინუსი არის ელექტრონული დაფის სირთულე, რომელიც გარანტიის მიღმა წარუმატებლობის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს. შემცვლელი ინვერტორული დაფები არ არის იაფი, რადგან ისინი, როგორც წესი, წარმოადგენენ ინვერტორული შედუღბის აპარატის შიდა ნაწილების ნახევარზე მეტს.

რომელი ტიპის შედუღების აპარატი არის თქვენთვის შესაფერისი, ეს პირადი გადაწყვეტილებაა, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი მიღწევა გსურთ.

თუმცა, ერთი, რაზეც ახლავე შეიძლება შევთანხმდეთ არის ის, რომ შედუღების აპარატის არჩევისას ჩვენს ონლაინ მაღაზიას - Holst.ge-ის უნდა ეწვიოთ. ბაზარზე უამრავი გადამყიდველია, რომელებიც შემოსავლის მიღების მიზნით სხვადასხვა, ზოგჯერ არაკეთილსინდისიერ გზებს მიმართავენ. თითოეული ჩვენგანი კი შესაძლოა ამ ტყუილის მსხვერპლი გავხდეთ. ამისგან არავინ არის დაზღვეული, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბრენდებს ენდობიან და ურჩევნიათ შედარებით ძვირი გადაიხადონ.  Holst.ge უკვე ათწლეულია, რაც საქართველოს ბაზარზე არსებობს და ამ დროის განმავლობაში მუდმივად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რადგან წარმატების მიღწევის ერთადერთ გზად, Holst.ge-ის გუნდს კმაყოფილი მომხმარებელი მიაჩნია. Holst.ge გთავაზობთ უფასო მიწოდების სერვისს საქართველოს ნებისმიერ წერტილში, შესაბამისად თქვენს მიერ შეძენილი შედუღების აპარატი შეძენის შემდეგ, თქვენივე მისამართზე უმოკლეს ვადაში ჩაგბარდებათ.

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 150A

Schpindel shedughebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი   
  • სიმძლავრე - 150A     
  • IP დაცვა - IP21S       
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.9
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ელექტროდის ზომა - 2.5-3.2mm     
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.8     
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.35

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჯაგრისი        

ეს შედუღების აპარატი დაბალი სიმძლავრისაა და გამოგადგებათ ფოლადის თხელი ფირფიტების შესადუღებლად. თუ მოყვარული ხართ და დაზიანებული ნივთების შეკეთება გიყვართ, ან იქნებ რაიმე კონსტრუქციის აგება და ა.შ. მაშინ ეს ინვერტორული შედუღების აპარატი შეგიძლიათ შეიძინოთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა

CROWN CT33102-შედუღების აპარატი ინვერტორული 150A

CROWN shedughebis aparati

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი   
  • სიმძლავრე - 150A     
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 3.6
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ელექტროდის ზომა - 2.5-3.2mm     
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.83   
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.35

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჯაგრისი        

Crown-ის მაღალი ხარისხის, დაბალი სიმძლავრის ინვერტორული შედუღების აპარატი ასევე წვრილმანი საქმეებისთვის არის ზედგამოჭრილი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი

CROWN CT33100-შედუღების აპარატი ინვენტორული 200A

CROWN shedughebis aparati

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი   
  • სიმძლავრე - 200A     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 6.1
  • კვების წყარო - 160-265V     
  • ელექტროდის ზომა - 2.5-4.0mm     
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.83   
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.4

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჯაგრისი        

თუ შედარებით მძლავრი სვარკის აპარატი გინდათ შეიძინოთ, რომელიც თითქმის ნებისმიერ ყოველდღიურ დავალებას გაუმკლავდება, მაშინ Crown-ის ეს ინვერტორული შედუღების აპარატი თქვენი არჩევანი მარტივად გახდება.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე

TOLSEN TOL1513-44020 შედუღების აპარატი ინვერტორული 200A

Tolsen shedughebis aparati

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი   
  • სიმძლავრე - 200A   
  • IP დაცვა - IP21         
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 8.4
  • კვების წყარო - 220-240V
  • ელექტროდის ზომა - 1.6-5.0mm     
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.6     
  • იზოლირების დონე - F         
  • მუშაობის ციკლი - 0.4          

კომპლექტაცია:

  • ელექტროდის დამჭერი კაბელი
  • დამიწების კაბელი
  • დამცავი სათვალე
  • რკინის ჯაგრისი

Tolsen-ის შედუღების აპარატი სრულყოფილად არის დაკომპლექტებული ყველანაირი დავალების შესასრულებლად. ეს შდუღების აპარატი ერთ-ერთია იმ სვარკის აპარატებიდან, რომელიც მომხმარებლების არჩევანი ხდება.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება