ვის ან რას უნდა მიმართოთ მაშინ, როცა საქმე კედლის გახვრეტას ეხება ? რთული გადასაწყვეტი სულაც არ არის, რადგან ერთადერთი გზა დრელზე გადის. სხვა ვარიანტი არც კი განიხილება, იმიტომ რომ კონკრეტულ ინსტრუმენტზე უკეთ, კედელს ვერაფერი ანგრევს. უნდა ვაღიაროთ, რომ მარტივი საქმე არ არის, მაგრამ მარჯვე ხელსაწყო ყველაფერს სხვა თვალით დაგანახებთ. დრელთან ერთად სირთულეები დაძლევადია, ამიტომ არაფერს შეუშინდეთ.

როგორი უნდა იყოს კარგი დრელი ?

დრელის შეფასებაში მკაცრები ვართ, რადგან ხელსაწყო ყველანაირად გამართული უნდა იყოს. ოდნავ ხარვეზსაც კი ვერ ვპატიობთ და ძირფესვიანად ვამოწმებთ. კარგი დრელები რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, გამძლება სჭირდება. საქმე რთული და შრომატევადია, ხელსაწყო კი ამტანი უნდა იყოს. ძალების მოკრეფა და გულდასმით მუშაობაა საჭირო. გამძლეობა კი ამის საშუალებას აძლევს. ასეთი ხელსაწყო დიდხანს მუშაობს, მარტივად არ ცვდება და წყობიდან არ გამოდის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სამუშაო რესურსებია. მაგალითად, რამდენად ეფექტურად ბურღავს, რა სიღრმეზე მუშაობს და ა.შ. თუ კი ამ კუთხით, მაღალი მონაცემები აქვს, ესეიგი, საქმე კარგ დრელთან გვაქვს.

რომელი მახასიათებელია პრიორიტეტული ?

ამ სიაში პირველ ადგილზე, სიმძლავრე უნდა ჩავწეროთ. ძირითადად, დრელები სამ კატეგორიად იყოფა. პირველ ადგილს მძლავრი ინსტრუმენტები იკავებს. ასეთი ხელსაწყოები კედლებს არა მხოლოდ ხვრეტს, არამედ ანგრევს კიდეც. ძალა ერჩის და ყველანაირ საქმეს აკეთებს. კარგი იქნება, თუ მაღალი მონაცემების მქონე დრელს რთულ სამუშაოზე გამოიყენებთ. ნამდვილად შეუძლია და ამ ძალის მოცდენა არ ღირს. მეორე კატეგორიაში საშუალო სიმძლავრე გადის, ხოლო მესამე ადგილს დაბალი მონაცემები იკავებს. პირდაპირ ვიტყვით, რომ მსგავსი ინსტრუმენტები რთულ საქმეზე არ გამოგადგებათ. კედელს თავისუფლად ხვრეტს, აი, ჩამონგრევის კი რა მოგახსენოთ.

სხვა მახასიათებლებზე რა შეიძლება ითქვას ?

სათქმელი ბევრია და დრო არ დავკარგოთ. იმით დავიწყოთ, რომ მახასიათებლების გადახედვა ურიგო არასდროსაა. მეტიც, აუცილებელიც კია და თუ გულდასმით წაიკითხავთ, ხომ კარგი! მანამდე კი იმას გეტყვით, რომ სიმძლავრის შემდეგ სიჩქარეს გადახედეთ. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საჭირო ინფორმაციას გაიგებთ. მაგალითად, იმას თუ რამდენად სწრაფად იმუშავებს დრელი. აქაც იგივე პრინციპია, რაც სიმძლავრეზე. მაგალითად, მაღალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტი, რთულ საქმეზე უნდა დაიხმაროთ. დაბალი სიჩქარე კი მარტივ საქმეებზეა გათვლილი. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ბურღვის სიღრმეც. თითოეულ დრელს სხვადასხვა მონაცემი აქვს, ამიტომ, ყურადღებით გადახედეთ. ზოგი სიღრმისეულად ბურღავს, ზოგიც კი ზედაპირულად მუშაობს.

ყველა დრელს ერთი ფუნქცია აქვს ?

ფუნქციების მხრივ მხოლოდ ერთი განსხვავებაა. დრელების ნაწილი კედელს მხოლოდ ხვრეტს. მეორე კატეგორია კი ანგრევს. მთავარი სხვაობა სწორედ ესაა. იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, თუ რომელი საქმისთვის გჭირდებათ. კედლის გასახვრეტად დაბალი სიმძლავრეც საკმარისია, მაგრამ სხვა შემთხვევაში არ გამოგადგებათ. სანგრევად მაღალი მონაცემების მქონე დრელი დაგჭირდებათ.

რატომ Holst.ge ?

დროის დაზოგვის მიზნით, Holst.ge საუკეთესო არჩევანია. არა მხოლოდ ამის გამო, მაგრამ ერთ-ერთი სწორედ ესაა. ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და რამდენიმე დღეში თქვენთანაა. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან, ხელსაწყოებს იწერთ და ელოდებით. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. ხელსაწყოებს რაც შეეხება, Holst.ge - ზე მხოლოდ რჩეულები ხვდება. ინსტრუმენტები მართლაც რომ ყველანაირად გამართულია. ბრენდების მხრივ კი მრავალფეროვანი არჩევანია.

CROWN CT10076-ელექტრო დრელი 600w

Crown - ის შესახებ თუ გსმენიათ ? სამშენებლო სფეროში მომუშავე ადამიანების დიდმა ნაწილმა, ბრენდის შესახებ ყველაფერი იცის. უფრო ზუსტად ის, თუ როგორ ხარისხთან გვაქვს საქმე და რამდენად კარგია Crown - ის ინსტრუმენტები. ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვით, რომ სულ დადებითად ახასიათებენ. ამ კონკრეტულ დრელს კი მაღალი მონაცემები აქვს. საკმაოდ მძლავრია და ბრუნვის სიჩქარეც კარგ ნიშნულზეა. ხელსაწყო სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ბეტონზე ხესა და მეტალზე. თითოეულს სიღრმისეულად ამუშავებს და საქმეს სრულყოფილად ასრულებს. დრელი ზუსტად ასეთი უნდა იყოს და მოლოდინს ამართლებს კიდეც. კონკრეტული ინსტრუმენტი კი სირთულეებს არ უშინდება, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერი სახის საქმეზე დაიხმაროთ.

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი       
  • სიმძლავრე - 600W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-10mm         
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/30mm/10mm

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • მუშაობის სიღრმე
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე
  • გარანტია

CROWN CT10143-ელექტრო დრელი 550W

მეორე დრელი მცირედით განსხვავდება. სიმძლავრე ოდნავ იკლებს და 550 W- ზე ჩამოდის. დაბალი მონაცემი ნამდვილად არ არის, თუმცა შეიძლება მეტიც ყოფილიყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ინსტრუმენტი პრობლემებს არ ქმნის და ყველანაირ საქმეს ერგება. დრელი ბეტონს, ხესა და მეტალს ბურღავს. ზედაპირულად კი არა, სიღრმისეულად ამუშავებს. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთვევაში, საგარანტიო ტალონი სერვისცენტრში უნდა წარადგინოთ და ყველაფერი ამით მოგვარდება. ინსტრუმენტს შეაკეთებენ და გამართულს დაგიბრუნებენ. დრელების უპირატესობა კომპაქტურობაა. გამონაკლისი არც ეს მოდელია. ინსტრუმენტი მსუბუქი და კომფორტულია.

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი       
  • სიმძლავრე - 550W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.38         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-10mm         
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/25mm/10mm

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ფუნქციები
  • კომპაქტურობა
  • გარანტია

CROWN CT10126-ელექტრო დრელი 400W

Crown - ის კიდევ ერთი დრელი უნდა განვიხილოთ. როგორც ხედავთ, ბრენდი მრავალფეროვნებას გთავაზობთ. ამ დრელის სიმძლავრე 400 W- ია. უმჯობესია თუ საშუალო დონის საქმეს ჩააბარებთ. მაინცდამაინც რთულს ნუ შეაჯახებთ. სხვა მხრივ, ყველანაირად საუკეთესოა. დანარჩენების მსგავსად, სამი სახის მასალაზე, მეტალზე, ხესა და ბეტონზე მუშაობს. საქმეს თავს კარგად ართმევს. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. ასევე, მაღალი სამუშაო რესურსები აქვს და კომპაქტურია.

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი       
  • სიმძლავრე - 400W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.4
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-10mm         
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/20mm/10mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმსუბუქე
  • ხარისხი
  • მაღალი სამუშაო რესურსები

CROWN CT10125C-ელექტრო დრელი 300W

მეოთხე და ამჯერად ბოლო დრელი, დაბალი სიმძლავრისაა. ჩვენი რჩევაა, რომ მსუბუქ საქმეზე გაამწესოთ. დიდხნიანი მუშაობა, გადატვირთული რეჟიმი და რთული საქმე, მისი არ არის. შეასრულებს როგორ ვერა, მაგრამ ხარვეზებით, ამიტომ სჯობს ის აკეთოს, რაც მართლა კარგად გამოსდის. თუ კი დამწყები ხართ და ყველაფერს ახლა სწავლობთ, ეს მოდელი მუშაობაში დაგეხმარებათ. დასაწყისისთვის ზუსტად ასეთი მონაცემებია საჭირო. კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი ხელმისაწვდომი ფასია. ასევე, ერთ წლიანი გარანტიაც მოყვება. დრელი მსუბუქია და გადაადგილება მუდამ უპრობლემოა.

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი       
  • სიმძლავრე - 300W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-6mm
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/13mm/6mm

უპირატესობები:

  • ვაზნის დიამეტრი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება