ტოპ 4 უკონკურენტო ჰაერის კომპრესორი

რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ჰაერის კომპრესორს ? გამოცნობა არც ისე რთულია. მოკლედ, ნელ-ნელა მივყვეთ და ხელსაწყოს უკეთ გავეცნოთ. ინსტრუმენტს სერიოზული მოვალეობა აკისრია, კერძოდ, ჰაერისა და შესაბამისად, ენერგიის გადაცემა. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს და ეჭვი გვეპარებოდეს, ამას როგორ ახერხებს, მაგრამა ასეა. ჰაერის კომპრესორი სხვა ხელსაწყოებს იერთებს და მათ ძალით ამარაგებს, რათა ინსტრუმენტებმა სწრაფად იმუშაოს. მთავარი ფუნქცია ეს არის და დანარჩენზე ქვემოთ მოვყვებით.

ჰაერის კომპრესორი ყველგან დაგჭირდებათ?

ხელსაწყოების ნაკრებზე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დაგჭირდებათ, მაგრამ ჰაერის კომპრესორის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ინსტრუმენტს განსაზღვრული ადგილები აქვს, სადაც მის გარეშე არაფერი გამოვა. ასეთ სივრცეებს განეკუთვნება ავეჯის საწარმოები, სხვადასხვა საამქროები და მანქანების სახელოსნო. წყალი არ გაუვა, რომ ჩამოთვლილ ადგილებში ხელსაწყო დაგჭირდებათ.

რა კავშირშია ერთმანეთთან კომპრესორი და ავტომობილი ?

საბურავი თუ დაშვებულია და სასწრაფოდ უნდა შეაკეთოთ, ასეთ სიტუაციაში რა ხერხს მიმართავთ ? თუ გინდათ, რომ დრო დაზოგოთ და დაზიანება სწრაფად აღმოფხვრათ, ჰაერის კომპრესორი უნდა დაიხმაროთ. სახელოსნოებში სწორედ ამ წესს მიმართავენ. კარგი მეთოდია, რადგან დიდხანს ლოდინი არ გიწევთ და თუ გეჩქარებათ, მაშინ მითუმეტეს არაჩვეულებრივია.

ყველა ჰაერის კომპრესორი ერთნაირია ?

ამ აზრს თუ ვინმე დაეთახმა, იცოდეთ რომ ცდება. თითოეული კომპრესორი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ეს კი ბევრ რამეში გამოიხატება. მაგალითად, ავეჯის საამქროში შეიძლება ოდნავ სხვანაირი ხელსაწყო დაგჭირდეთ და საბურავის შესაკეთებლად კიდევ სხვა. ასევე, მნიშვნელოვანია თუ რამდენად რთული საქმე უნდა შეასრულოს, ერთი ხელსაწყო უნდა დაიერთოს თუ ორი, დატვირთულად უნდა იმუშაოს თუ არა და ა.შ. ინსტრუმენტის შერჩევისას ყველა დეტალი მნიშვნელოვანია.

რამდენ ხელსაწყოს იერთებს კომპრესორი ?

ზემოთ ნახსენები აზრი გავშალოთ და ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ. მოკლედ, ჰაერის კომპრესორების ნაწილი მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს ამუშავებს, ნაწილი კი ერთდროულად რამდენიმეს. რაზეა ეს ყველაფერიდ დამოკიდებული ? რა თქმდა უნდა, ამ შემთხვევაშიც სიმძლავრე გადამწყვეტია და სწორედ ამ მახასიათებელს უნდა დავაკვირდეთ. მძლავრი კომპრესორი არაფერს უშინდება, არც იმას, რომ რამდენიმე ხელსაწყოს მიაწოდს ჰაერი. ამის გათვალისწინებით, თუ ინსტრუმენტი დიდი საწარმოსთვის გჭირდებათ, მაშინ სჯობს მაქსიმალურად მძლავრი შეიძინოთ. კომპრესორების ნაწილი კი, მხოლოდ ერთ ინსტრუმენტზე მუშაობს. ასეთები, ძირითადად, მცირე საამქროებისთვისაა განკუთვნილი.

არის თუ არა მნშვნელოვანი საკითხი მოცულობა ?

დიახ, ისეთივე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, როგორიც სიმძლავრე და ძირითადად, ერთიდაიგივე პრინციპი მოქმედებს. იმისთვის რომ კომპრესორს რამდენიმე ხელსაწყო დაუერთდეს, სიმძლავრესთან ერთად, საჭიროა ხელი მოცულობამაც შეუწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტევადობა საკმარისი არ იქნება და ორ ხელსაწყოსაც ვერ მოერევა.

რატომ Holst.ge ?

პასუხი ბევრია და ეს მხოლოდ კარგზე მიუთითებს. მრავალი კარგი ამბავი უნდა გამცნოთ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ Holst.ge ? მაშ ასე, იმით დავიწყოთ, რომ ნებისმიერი ბრენდის არჩევის შემთხვევაში, საქმე უმაღლეს ხარისხთან გაქვთ. თუ კი ხელსაწყო უხარისხოა, მაშინ გამორიცხულია, რომ ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში მოხვდეს. Holst.ge - ზე ბინას მხოლოდ რჩეული ინსტრუმენტი იდებს. მეორე საკითხი სახლიდან გაუსვლელად შეძენაა. დიახ, იმისთვის რომ ხელსაწყოები შეიძინოთ, რთული გზის გადალახვა საჭირო სულაც არაა. ყველაფერს მარტივად და სწრაფად მოახერხებთ. შერჩეულ ნივთებს საიტიდან იწერთ და სულ ესაა. შემდეგი კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცდელდება. გამოდის რომ მნიშვნელობა არ აქვს სად იქნებით, თბილისში თუ ქალაქგარეთ, ხელსაწყოებს ყველგან მოგაწვდით. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი, მიტანა უფასოა.

რომელ ბრენდზე ვისაუბრებთ ?

ამჯერად, Schpindel - ის საოცარ კომპრესორებზე უნდა გიამბოთ. გერმანული ხარისხი არასდროს ტყუის და ცხადია, ამ შემთხვევაშიც ასეა. ხელსაწყოები მრავალფუნქციურობით, მაღალი რესურსებით, გამძლეობითა და სხვა კარგი თვისებებითაა სავსე. ამ ყველაფერს ფართო არჩევანი ემატება. მხოლოდ ერთი და ორი ინსტრუმენტი კი არა, თქვენს წინაშე სრული მრავალფეროვნებაა. რასაც ამ ბლოგში ვერ გადააწყდებით, შეგიძლიათ საიტზე, კომპრესორების სექციაში იხილოთ.

Schpindel ჰაერის კომპრესორი 200L

დეტალური განხილვის დრო მოვიდა. პირველად ამ კონკრეტულ კომპრესორს გადავავლოთ თვალი. რა შეგვიძლია ვთქვათ ? ის, რომ საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტია და თავს ნებისმიერ საქმეს გაართმევს. 2.2kw სახუმარო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, შესაბამისად, ხელსაწყოსთვის უცხოა დაბრკოლება და მოუგვარებელი პრობლემები. შეგიძლიათ ინსტრუმენტი დიდი საწარმოებისთვის გამოიყენოთ. კომპრესორი რამდენიმე ხელსაწყოსაც კი დაუკავშირდება და თითოეულს მაღალ წნევას მიაწოდებს. აქვე, ტევადი ავზიც ვახსენოთ. ინსტრუმენტის მოცულობა 200 L- ია, რაც კარგი მაჩვენებელია.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრ - 2.2kw     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 115
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 200 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • წარმადობა - 336 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მაღალი სამუშაო რესურსები
  • ტევადი ავზი
  • მაღალი წნევა
  • გარანტია

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L

მეორე კომპრესორი ისეთი მძლავრია, როგორიც წინა მოდელი, თუმცა, ნაკლები ტევადობა აქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მძლავრ კომპრესორთა სიაში ეწერება. ხელსაწყოს მაღალი წნევა აქვს და სწრაფად მუშაობაში, ბრუნვის სიჩქარეც ხელს უწყობს. მისი გამოყენება როგორც რთულ, ასევე, მარტივ საქმეზე შეგიძლიათ. მონაცემებიდან გამომდინარე, ხელსაწყო ყველაფერს უმკლავდება. კომპრესორს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის შემთვევაში, საგარანტიო ტალონი პრობლემას სწრაფად გადაჭრის.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.2kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 82
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 100 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • წარმადობა - 336 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე
  • გამძლეობა
  • მოცულობა
  • გარანტია
  • წნევა

Schpindel ჰაერის კომპრესორი 50L

ამ საშუალო მონაცემების მქონე კომპრესორს, კარგი იქნება, თუ ძალიან არ დატვირთავთ. ინსტრუმენტს 50 L- იანი ავზი აქვს და 1.5 kw სიმძლავრე. საშუალო სიდიდის საწარმოებს კარგად გაწვდება, მაგრამ სხვა შემთხვევაში მუშაობა გაგირთულდებათ. უმჯობესია, უფრო მსუბუქი საქმისთვის შეიძინოთ.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 50 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 198 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • გარანტია
  • ფუნქციები

Schpindel ჰაერის კომპრესორი 24L

ისეთი ინსტრუმენტით დავასრულებთ, რომელიც ნამდვილად მცირე საწარმოებისთვისაა განკუთვნილი. ამას იქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ხელსაწყო დაბალი სიმძლავრისაა და მცირე მოცულობა აქვს. კომპრესორს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და როგორც დანარჩენ მოდელს, ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 22
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 24 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 198 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება