ტოპ 4 ხელსაწყოების ნაკრები Holst.ge-ზე

თითქმის ყველა ოჯახში არის ხელსაწყოების ყუთი. ყოველ შემთხვევაში, ადამიანების უმეტესობისთვის ასეა. შეიძლება სატარებელი ჩანთები და ქეისები არ იყოს ის, რაზეც ხშირად ფიქრობთ, მაგრამ თუ ყოველდღიურ სამუშაოზე მუშაობთ, დამატებითი სპეციფიკაციების მქონე ხელსაწყოების ნაკრები დაგჭირდებათ.  მაგალითად, მოყვარული შესაძლოა  ხელსაწყოებს ფეხსაცმლის კოლოფში ინახავდეს, თუმცა ელექტრიკოსს ან დურგალს ბევრად უფრო სპეციფიკური ხელსაწყოების ნაკრები დასჭირდება, რომ მისთვის, ყველა სპეციალიზებული ხელსაწყო ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.

მაგრამ რომელი ინსტრუმენტების ნაკრები არის თქვენთვის შესაფერისი? ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ჩვენ შევადგინეთ 2022 წლის საუკეთესო ხელსაწყოების ნაკრების სია, რათა ყიდვის პროცესი და გადაწყვეტილების მიღება, შედარებით გაგიადვილოთ.

რატომ უნდა შეიძინოთ ინსტრუმენტების ნაკრები?

ინსტრუმენტების ნაკრებით მუშაობა ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვინაიდან ის იძლევა ორგანიზებული, თანმიმდევრული მუშაობის შესაძლებლობას. თავის მხრივ, ორგანიზებული და თანმიმდევრული მუშაობა შესრულების სისწრაფეზე, თუ შედეგზე აისახება. ორგანიზებული სისტემა, რასაც ხელსაწყოების ნაკრები გვთავაზობს, უფრო ეფექტურს ხდის ჩვენს მუშაობას, რადგან არ გვჭირდება ხელსაწყოების მოძებნა, რადგან ყველა საჭირო ინსტრუმენტი ერთ ყუთში იყრის თავს. როგორც სამზარეულოს უჯრაში მოეპოვებათ დიასახლისებს ყველა საჭირო ინსტრუმენტი სხვადასხვა კერძთან სამუშაოდ და როგორც ეს დიასახლისების უმეტესობას ახასიათებთ, გააჩნიათ ორგანიზებული სისტემა და ყოველთვის იციან რა ნივთი სად დევს. იგივეა მამაკაცების შემთხვევაში (ქალის შემთხვევაში), ხელსაწყოების ნაკრები იძლევა ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობას და ამ პროცესისგან სიამოვნების მიღებას.

საუკეთესო ინსტრუმენტების ნაკრების ყიდვის სახელმძღვანელო

თითოეული ადამიანის ხელსაწყოების ნაკრები უნიკალურია იმის მიხედვით, თუ რა აღჭურვილობის ტარება სჭირდება. ხელსაწყოების ნაკრები განკუთვნილი არის სპეციალურად თქვენი ხელსაწყოების ორგანიზებისა და გადაადგილებისთვის.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ ხელსაწყოების ნაკრების შეძენამდე?

ხელსაწყოების ნაკრების  ყიდვა რთულად არ ჟღერს, თუმცა ისეთი მრავალფეროვანი არჩევანია ინსტრუმენტების ნაკრები შემთხვევაში, რომ თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რას ეძებთ - და რატომ დაგჭირდებათ ესა თუ ის ინსტრუმენტების ნაკრები. გეგმის შედგენა, თუ რა უნდა მოძებნოთ სანამ იყიდით, დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და გახდეთ უფრო თავდაჯერებული.

  • სამუშაოს ტიპი

როგორც ინსტრუმენტის შეძენისას, თითქმის ყველა შემთხვევაში, ხელსაწყოების ნაკრების შეძენისას, სამუშაოს ტიპი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. სანტექნიკური სამუშაოებისთვის გათვლილი კლუჩების ნაბორი, ვერ იქნება გამოსადეგი მექანიკური, ავტომანქანის გამართვისთვის შესაფერისი, ისევე, როგორც ელექტრიკოსისთვის. ასე რომ, სამუშაოს ტიპი უმთავრესი განმსაზღვრელია ამა თუ იმ ხელსაწყოების ნაკრების შერჩევისას. თუ მექანიკური, იგივე ქანჩის გასაღების ნაკრები გაინტერესებთ, Holst.ge-ის უამრავი მოდელიდან მოგიწევთ აარჩიოთ.

  • ხელსაწყოების რაოდენობა

მას შემდეგ, რაც ხელსაწყოების ნაკრების ტიპს აარჩევთ, დგება დრო, როცა უნდა განსაზღვროთ რამდენად პროფესიონალურად ეკიდებით თქვენს საქმიანობას და რამდენად მრავალფეროვანია ის. როგორც წესი პატარა ხელსაწყოების ნაკრები დაკომპლექტებულია აუცილებელი, გავრცელებული ამოცანების გადასაჭრელი ხელსაწყოებით, თუმცა თუ ხელსაწყოების ნაკრების შეძენა თქვენი პროფესიული საქმიანობის გამო გსურთ, შესაძლოა დიდი ნაკრები დაგჭირდეთ, რომელიც ყველა ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ, გამონაკლისების გარეშე. მაგალითად, საშუალო ქანჩის გასაღების ნაკრები 40-დან 50-მდე დეტალისგან შედგება, მაშინ როცა პროფესიონალური ინსტრუმენტების ნაკრები 100-დან ზემოთ ხელსაწყოთია აღჭურვილი. კარგად დაფიქრდით გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ისეთი ხელსაწყოების ნაკრების შეძენისას, რომელიც მრავალი ინსტრუმენტისგან შედგება, შესაძლოა ტყუილად ხარჯის გაწევა მოგიწიოთ მაშინ, როცა პირიქით, მცირე რაოდენობის ხელსაწყოების მქონე ინსტრუმენტების ნაკრების შეძენისას, შესაძლოა კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტისას საჭირო ხელსაწყო ვერ იპოვოთ.

  • ხელსაწყოების ნაკრების ხარისხი

კიდევ ერთი მთავარი ინდიკატორი, შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას არის კლუჩების ნაბორის ხარისხი, რომელზეც პირველად წარმოდგენას მისი მწარმოებელი გვიქმნის. რაც უფრო მაღალხარისხიანი მწარმოებლის გამოშვებულია კლუჩების ნაბორი, მით დიდი შანსია ის გამძლე აღმოჩნდეს. მაგალითად, ჩვენს მიერ შემოთავაზებული Tolsen-ის ხელსაწყოების ნაკრები, მართალია უმაღლესი ხარისხის არ არის, თუმცა საკმაოდ გამძლეა. სხვაგვარად, მისი შემოთავაზება ხელმისაწვდომ ფასად შეუძლებელიც იქნებოდა. Tolsen-ის ხელსაწყოების ნაკრები ფართოდ გამოიყენება მთელს ევროპაში და კმაყოფილი მომხმარებელიც მრავლად ჰყავს. ამ ბრენდის მთავარი პრინციპი არის, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა მსგავს ინდუსტრიულ ხელსაწყოებზე, მაღალი ხარისხის შენარჩუნებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ბრენდი საკმაოდ ცნობილია იმისთვის რომ მრავალი პროდუქტი გაყიდოს, უხვი გაყიდვები კი ცალკეული პროდუქტის თვითღირებულების შემცირებას ემსახურება, რის ხარჯზეც ჩვენ საკმაოდ ხარისხიანი ხელსაწყოების ნაკრები, ხელმისაწვდომ ფასად შეგვიძლია შევიძინოთ.

  • ხელსაწყოების ნაკრების ზომა

შესაძლოა პირველხარისხოვანი ინსტრუმენტების რაოდენობა და მათი ხარისხი იყოს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ხელსაწყოების ნაკრების ზომა. შესაძლოა პროფესიონალი იყოთ და მრავალინსტრუმენტიანი ხელსაწყოების ნაკრები გჭირდებოდეთ, თუმცა, მეორეს მხრივ, მისი აქეთ იქით ტარება არც ისე მარტივია, განსაკუთრებით მაშინ თუ პირადი ავტომობილი ამ ეტაპზე არ გყავთ. ასე რომ, ხელსაწყოების ნაკრების ზომა და წონა გასათვალისწინებელია მისი შეძენისას. ეს და ყველა ზემოთ აღნიშნული მახასიათებელი მითითებულია Holst.ge-ზე შესაბამის ველებში, რაც სრულყოფილ წარმოდგენას შეგიქმნით, ამა თუ იმ ხელსაწყოების ნაკრებზე.

Holst.ge უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარს ხარისხიან და ხელმისაწვდომ ინდუსტრიულ, თუ საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტებს სთავაზობს. პატარა კომპანია ნელ-ნელა იზრდება თავისი ასორტიმენტით და სერვისებით, რაც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კარგი გამოცდილების შექმნაში გვეხმარება. Holst.ge-მ უკვე ათასობით ისეთ ადამიანს მიაწოდა საჭირო ინდუსტრიული ხელსაწყო, რომელიც დასახლებული პუნქტისგან მოშორებით ცხოვრობდა და არ ჰქონდა საშუალება მაღაზიაში მისულიყო. ონლაინ მაღაზიამ, მაღალხარისხიანი პესტიციდებისა და სასუქის შემოტანა დაიწყო, რითაც მიწაზე მომუშავე ადამიანებს კიდევ უფრო გაუხსნა ხელ-ფეხი. მრავალი სახეობის პროდუქციასთან ერთად, Holst.ge-ის მთავარი შეთავაზება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო მიწოდების სერვისია. ასევე, Holst.ge-ზე შეძენილი პროდუქცია, გამოირჩევა ხანგრძლივი საგარანტიო პერიოდით, რაც მომხმარებელში ნდობას იწვევს, ნებისმიერი ქარხნული წუნის დროს კი პროდუქციის შეცვლა მარტივი პროცედურით ხდება.

TOLSEN TOL1638-15142 ქანჩის გასაღების ნაკრები სათადარიგო პირებით 43ც-იანი

TOLSEN qanchis gasagebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • ზომა - 1/4'';1/2''
  • წონა (კგ) - 4.8
  • რაოდენობა - 43 ცალიანი ნაკრები

ეს ხელსაწყოების ნაკრები რომელიც 43 ცალი ხელსაწყოსგან შედგება, სტანდარტული ნაკრებია, რომელიც თითქმის ნებისმიერ ამოცანას დაფარავს. თუ მანქანის შეკეთება ხშირად გიწევთ, ან ეს თქვენი საქმიანობის ნაწილია, მაშინ ეს ხელსაწყოების ნაკრები დაგეხმარებათ. ის სულ რაღაც 5 კილოგრამს იწონის და მარტივია სატარებლად. ეს კლუჩების ნაბორი აღჭურვილია 43 ყველაზე სჭირო ინსტრუმენტით და თითქმის არ არსებობს შანსი, რომ მანქანის შეკეთებისას, გამოჩნდეს ისეთი ქანჩი, რომლის მოხსნაში/დაჭერაში ის ვერ დაგეხმარებათ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL1688-85352 ხელსაწყოების ნაკრები 89ც

TOLSEN xelsawyoebis nabori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • წონა (კგ) - 4.25     
  • რაოდენობა - 89 ცალიანი ნაკრები

ეს ხელსაწყოების ნაკრები კი საყოფაცხოვრებო, სახლის შეკეთებისთვის ძალიან გამოსადეგი რამაა. ის 89 ხელსაწყოსგან შედგება და რთულია ისეთი შესასრულებელი ამოცანა წარმოვიდგინოთ, რომელისთვისაც მასში ხელსაწყო არ გამოიძებნება. სანტექნიკური სამუშაოები, ელექტრონიკასთან მუშაობა და სხვა მრავალი ტიპის სამუშაოსთვის გამოსადეგი ეს ხელსაწყოების ნაკრები, სულ რაღაც 4 კილოგრამს იწონის და ზომაშიც მცირეა. შესაბამისად, მისი განთავსება ან ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა პრობლემას არ წარმოადგენს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • ხელსაწყოების რაოდენობა
  • მრავალფუნქციურობა
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL1400-79685 ინსტრუმენტების ნაკრები 95ც-იანი

TOLSEN instrumentebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები       
  • წონა (კგ) - 7.65     
  • რაოდენობა - 95 ცალიანი ნაკრები

წინა ხელსაწყოების ნაკრების მსგავსად, ესეც საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტებისგან შედგება, მათ შორის დამატებულია ელექტრო დრელი, რაც საკმაოდ მიმზიდველს ხდის. არ არსებობს ამოცანა, რომლისკენაც ამ ხელსაწყოების ნაკრებით გაემართებით და უკან ამაყად არ დაბრუნდებით. ის 95 ხელსაწყოსგან შედგება და მიუხედავად იმისა, რომ მის კომპლექტაციაში დრელი შედის, სულ რაღაც 7,5 კილოგრამს იწონის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • მრავალფუნქციურობა
  • კომპლექტაცია - დრელი

TOLSEN TOL1690-15146 ხელსაწყოების ნაკრები 175ც-იანი

TOLSEN xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები       
  • ზომა - 1/4''-3/8''-1/2''             
  • წონა (კგ) - 10       
  • რაოდენობა - 175 ცალიანი ნაკრები

ეს ხელსაწყოების ნაკრები ქანჩის მოსახსნელი უამრავი ინსტრუმენტისგან შედგება, რომლის ფლობაც უკვე პროფესიონალად გაქცევთ. მიუხედავად ხელსაწყოების ფართო სპექტრისა, 10 კილოგრამს იწონის, რაც არაფერია მასში შემავალი ხელსაწყოების გათვალისწინებით.

უპირატესობები:

  • ინსტრუმენტების ფართო სპექტრი
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება