თქვენ გვითხარით, რისთვის გჭირდებათ ონკანი და ჩვენ გეტყვით, რომელი უნდა შეიძინოთ

აბაზანას რომ ქაფით გაავსებ, იქვე ერთ კათხა ლუდს დაიდგამ, ტანსაცმელს გაიძრობ, მოდუნებისთვის გაემზადები და ჰოპ, მხოლოდ ამის შემდეგ გაგახსენდება, გამოძახებაზე რომ ხარ და ონკანი გაქვს გამოსაცვლელი - ასეთია სანტექნიკოსის ყველაზე საშინელი ღამის კოშმარი.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია, მინიმუმ იმისთვის მაინც უნდა იყოს ონკანები სახლში გამართული, თუ რამეა, ცუდი სიზმარი წყალს გავატანოთ. ჰო და კიდევ, ასეთი დაბნეული სანტექნიკოსების გამოძახება რომ არ მოგვიხდეს.

კარგით, ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ სამზარეულოშიც, აბაზანასა და თუნდაც, კერძო სახლის ეზოში ონკანი რომ გამართული უნდა იყოს, ამაში ხომ ნამდვილად ვთანხმდებით? და როგორ უნდა შეარჩიოთ საჭირო სანტექნიკა? მოდით, თქვენ ის გვითხარით, რისთვის გჭირდებათ და ჩვენ გეტყვით, რომელი უნდა შეიძინოთ.

როგორი ონკანები არსებობს?

სრულად უნივერსალური მოწყობილობები გამოგონილი არ არის. ონკანის ერთი სახეობა კარგია ჭურჭლის რეცხვისთვის, მეორე კი აბაზანის პროცედურებისთვის არის მისწრება.

  • სამზარეულოს ონკანები

სამზარეულოში რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წყალი იხარჯება, დაგვეთანხმებით - დიასახლისისთვის მოუხერხებელია, წყალი ყოველ წამს დაკეტოს - ხელები დაკავებული აქვს და დაკეტე-გააღე, დაკეტე-გააღე, რთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ სანტექნიკის მოწყობილობები კომფორტულად სამართავი უნდა იყოს. ალბათ, უფრო მოსახერხებელი ერთი ბერკეტის მქონე ონკანია, მთლად უკეთესი - თანამედროვე სენსორული ონკანი გახლავთ. სამზარეულოში ასევე მოსახერხებელია მაღალი მოწყობილობა.

  • პირსაბანი ონკანები

ამ შემთხვევაში, არჩევანის გაკეთება უმჯობესია ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ ონკანზე - ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით. კომფორტული ტემპერატურის დაყენება კლასიკური ორბერკეტიანი მოწყობილობით, თუმცა, ერთ ბერკეტიანსაც ხშირად იყენებენ - ბევრი მას უფრო კომფორტულად მიიჩნევს. თუკი საფასო კატეგორია არ შეგაშფოთებთ, გაცილებით კომფორტული თერმოსტატის გამოყენებაა. მთავარი მაინც ის არის, რომ წყალი ნიჟარის კიდეებს არ სცილდებოდეს ნებისმიერი კუთხით მიბრუნებისას.

  • აბაზანის ონკანები

სააბაზანო, ალბათ, ის ადგილია, სადაც ნებისმიერ ადამიანს მაქსიმალური კომფორტი სჭირდება - სამსახურიდან გადამწვარი რომ ბრუნდები და ერთი სული გაქვს, შხაპი მიიღო, აბაზანაში კომფორტი თუ არ გაქვს, უარესად გადაირევი და რაღა აზრი აქვს მერე წყლის ტემპერატურას?!

მოკლედ, ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ სააბაზანოს ონკანს უნდა ჰქონდეს ნაკადის გადასართველი ვენტილი. სხვა მხრივ განსაკუთრებული მოთხოვნები მის მიმართ არ არსებობს. ესთეტებს შეუძლიათ, თავს კასკადის უფლება მისცენ, ხოლო ვინც კომფორტსა და უსაფრთხოებას ირჩევს, არჩევანი თერმოსტატზე უნდა შეაჩეროს.

ცალკე ვთქვათ შხაპის ონკანზე - ერთ ან ორბერკეტიანი, სენსორული თუ მექანიკური, მხოლოდ მომხმარებლის გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

  • სენსორული ონკანები

ეს არის შემრევი ონკანი, რომელიც მუშაობს ავტომატურ რეჟიმში. ამასთან, იმართება ან ქსელის, ან ელემენტების დახმარებით. სენსორი აღიქვამს ადამიანის ხელის მოძრაობას, აწვდის სიგნალს კონტრროლერს, რომელიც თავის მხრივ, წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს;

  • მექანიკური ონკანები

- ეს არის ონკანი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ადამიანს საშუალებას აძლევს, ტემპერატურა და ნაკადი უშუალოდ წყლის გამოყენებისას დაარეგულიროს;

  • თერმოსტატიკური ონკანები

- ასეთი ონკანი ადამიანს აწვდის წყალს იმ ტემპერატურით, რომლის მითითება წინასწარ ხდება.

საჭიროა თუ არა ფილტრი?

მართალია, ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ონკანიდან წყლის დალევა უსაფრთხოა, თუმცა არც ისე იშვიათად ხდება, რომ წყალთან ერთად არც ისე სასიამოვნო „დანამატები“ გადაგვრევენ ხოლმე. აქედან გამომდინარე, გონივრული არჩევანია, შეარჩიოთ ონკანი, რომელზეც ფილტრის დამონტაჟება შეიძლება, ან უფრო უკეთესი, შეიძინოთ ფილტრიანი ონკანი.

ონკანების კლასიფიკაცია მასალების მიხედვით

ონკანი სხვადასხვა მასალისგან მზადდება, რომელთაც ბევრი პლუსის პარალელურად, გარკვეული მინუსებიც აქვთ.

1. თითბერი (ლატუნი) - ყველაზე გავრცელებული მასალა. ამ მასალისგან შექმნილი სანტექნიკის ნაწარმი გახლავთ მსუბუქი, ხელმისაწვდომი ღირებულების თვალსაზრისით, არ აშინებს კოროზია.

2. ანალოგიური თვისებები გამოარჩევს უჟანგავი ფოლადის ნაწარმსაც, თუმცა შედარებით მძიმე წონა ნამდვილად აქვს.

3. სპილენძი და ბრინჯაო, როგორც წესი, უფრო ძვირადღირებული მოდელების წარმოებისთვის გამოიყენება.

4. იაფფასიანი სექტორისთვის სილუმინი გამოიყენება, რომელიც თუთიის, ალუმინისა და სპილენძის ნაზავია. ეს მასალა არც ისე გამძლეა, ექსპლუატაციის ვადა - არც ისე შთამბეჭდავი.

5. პლასტიკი ყველაზე იაფფასიანი მოწყობილობებისთვის გამოიყენება. ნაწარმის თავისებურება დაბალი ხარისხი და არაპრეზენტაბელური ექსტერიერია.

6. ქვისგან (ხელოვნურისა თუ ნატურალურისგან) პრემიუმკლასის ნაწარმი მზადდება. ამავე კატეგორიას განეკუთვნება კერამიკული ონკანები.

KETTLER-15947 KT-3580B-1 ხელსაბანის შემრევი Jane

Kettler xelsabanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8300156915947
  • წონა (კგ) - 1.05333333333333
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - 40cm მოქნილი მილი
  • სერია - Jane
  • მოდელი - KT-3580B-1

KETTLER-15978 KT-3310B-4 აბაზანის შემრევი maria

Kettler abazanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8300156915978
  • წონა (კგ) - 2.01
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი
  • სერია - Maria
  • მოდელი - KT-3310B-4

KETTLER-81830 KT3047SH-9 სამზარეულოს შემრევი დასაგრძელბელი მილით Matilda 304

Kettler samzareulos onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი
  • დამატებითი მახასიათებლები - ლულის დაგრძელების ფუნქცია
  • შტრიხ-კოდი - 8313009281830
  • წონა (კგ) - 2.84
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - უჟანგავი ფოლადი (SUS 304)
  • სერია - Matilda
  • მოდელი - KT3047SH-9

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება