თქვენ ის თქვით, რისთვის გჭირდებათ ბენზო ხერხი, ჩვენ გეტყვით, რომელი მოდელი შეიძინოთ |
თქვენ ის თქვით, რისთვის გჭირდებათ ბენზო ხერხი, ჩვენ გეტყვით, რომელი მოდელი შეიძინოთ |
ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსო, ხომ გაგიგიათ? ჰოდა, იმდენი ხერხი მოიგონა იმ კაცმაც და ამ კაცმაც, სულო და გულო, თქვენ ოღონდ ის თქვით, რისთვის გჭირდებათ და ჩვენ გეტყვით, რომელი შეიძინოთ. მით უმეტეს, Holst.ge ხერხების მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობთ - დანიშნულების, ზომის, წონისა თუ ფერის მიხედვით.
იტყვიან ხოლმე, ბენზინის ჯაჭვური ხერხი შეუცვლელი დამხმარეა მებაღეებისთვის, ქალაქგარეთ მაცხოვრებლებისთვისო, თუმცა ქალაქში ვინც ცხოვრობს, ინსტრუმენტს ძალიანაც დიდი წარმატებით იყენებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბენზო ხერხი აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ შეშის მოსამარაგებლად, არამედ მშენებლობაში, ხეებისა და ბუჩქების მოჭრისთვის და ასე შემდეგ.
რა თქმა უნდა, როგორც სხვა უამრავი ხელსაწყოს, ისე ბენზო ხერხის შემთხვევაშიც სიმძლავრე ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი გახლავთ.
ბენზო ხერხის სიმძლავრე ძრავის ზომაზეა დამოკიდებული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი, რომელსაც ინსტრუმენტის შერჩევისას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. სიმძლავრე განისაზღვრება ცხენის ძალით, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მნიშვნელობა შევადაროთ ელექტრო „კოლეგებს“, მისი აღნიშვნა კილოვატებშიც ჩვეულებრივად შეიძლება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 1 კილოვატში 1000 ვატია.
რაც უფრო დიდია ბენზო ხერხი, სიმძლავრეც, ბუნებრივია, მით მეტია. ხერხი, რომლის ძრავის მოცულობა 50 კუბური სანტიმეტრია, სიმძლავრის მაჩვენებელი დაახლოებით 2 კილოვატს უტოლდება. 70 კუბური სანტიმეტრის შემთხვევაში, 3 კილოვატს.
- დიდი ზომის ხერხები რთული სამუშაოსა და გრძელვადიანი გამოყენებისთვის არის შექმნილი. მაგალითად, თუ გჭირდებათ ხერხი შეშის მოსამზადებლად, ღუმელის გათბობისთვის და ადგილობრივ ტერიტორიაზე მოკლევადიანი სამუშაოებისთვის, მაშინ შესაფერისია მოდელი, რომლის სიმძლავრეც 0,7-დან 2 კვტ-მდე მერყეობს. ასეთი ინსტრუმენტი საყოფაცხოვრებო დავალებებს წარმატებით შეასრულებს.
- თუ აპირებთ, მაგალითად, მორების დაჭრასა და სერიოზული სამუშაოს წარმოებას, ვთქვათ, სახლის აშენებას, აქ უკვე უმჯობესია, 2,5-დან 3 კვტ-მდე სიმძლავრის ჯაჭვური ხერხი შეარჩიოთ.
- თუკი ხე-ტყესთან მუშაობთ და აუცილებელია, დღეში 8 საათის მანძილზე მუშაობა, არჩევანი პროფესიონალურ ინსტრუმენტზე შეაჩეროთ, რომლის სიმძლავრე 4-6 კილოვატი იქნება.